ჩემი სტატიები

“მადრიდის რეალის” ცნობილ მხარდამჭერთა ათეული


ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ “მადრიდის რეალის” ვარსკვლავ გულშემატკივართა ტოპ ათეული.
“მადრიდის რეალი” ესპანეთის ყველაზე წარმატებული კლუბი (ტიტულების მხრივ საერთაშორისო ასპარეზზე) და ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია მთელს მსოფლიოში. “ტეთრების” რიგებში წლების მანძილზე გამოდიოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ: “ფენომენი”–რონალდო–”კიჭა”, მაესტრო–ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, დევიდ ბექჰემი და ა.შ. ამჟამად ამ კლუბში ასპარეზობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კრიშტიანო რონალდო, რიკარდო კაკა, იკერ კასილასი და ა.შ. “ბლანკოსებს” ყოველთვის ყავდათ თავის რიგებში გლამურული ცხოვრების მოყვარული მოთამაშეები, თავის დროზე ასეთი იყო დევიდ ბექჰემი, ამჟამად ამ ფუნქციას კრიშტიანო რონალდუ ითავსებს. სწორედ ასეთი ფეხბურთელების და არა მარტო დამსახურებაა ის, რომ “თეთრებს” მთელს მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ყავთ ვარსკვლავებს შორის. ალბათ ყველას გახსოვთ, შეხვედრა “მადრიდის რეალსა” და “მალიორკას” შორის, როცა ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა უნდა გარკვეულიყო, მაშინ ამ შეხვედრას სტადიონის ერთ–ერთი ლოჟიდან თვალს ადევნებდნენ რაფაელ ნადალი, ტომ კრუზი და ა.შ.
1. იორდანიის მეფე აბდულა II

მეფე აბდულას ძალიან უყვარს პარაშუტით ხტომა ე,წ, “სქაი დაივინგი”, ასევე რალი, ე.წ. “სკუბა დაივინგი” (ყვინთაობის ერთ–ერთი სახეობაა, ამ დროს მყვინთავი იყენებს სასუნთ მოწყობილობას, რომელიც ჟანგბადის ბალონებთანაა შეერთებული).აბდულა მე–2 ასევე ფილმ “Star Trek”–ის მოყვარულიც გახლავთ. იგი დაინტერესებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებითა და ინტერნეტით.მეფე აბდულა მე–2 და მისი მეუღლე რანია ფეხბურთზე შეყვარებულები არიან. მეფე აბდულა “მადრიდის რეალის” ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია.
აბდულა II ბინ ალ–ჰუსეინი–დაიბადა 1962 წლის 30 იანვარს, იგი ამჟამად გახლავთ იორდანიის მეფე ჰაშემიტების სამეფო ოჯახიდან. მან სამეფო ტახტი 1999 წლის 7 თებერვალს გადაიბარა, როცა მამაისი მეფე ჰუსეინი გარდაიცვალა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მეფე აბდულა ჰაშემიტების ოჯახის წარმომადგენელია (ჰაშიმ იბნ აბდ ად–დარის შთამომავლები. ეგ უკანასკნელი გახლდათ მუჰამედ წინასწარმეველის დიდი ბაბუა. ჰაშემიტებს ბრძოლა ქონდათ გაჩაღებული კიდევ ერთ ისლამურ დაჯგუფებასთან, იმის დასადგენად თუ ვინ უნდა ყოფილიყო მუჰამედის მემკვიდრე. მაროკოს სამეფო ოჯახის წევრებსაც აქვთ გარკვეული კავშირი ჰაშემიტებთან, მაგრამ ისინი ამ სახელს არ იყენებენ). აბდულა იორდანიის დედოფალ რანიაზე 1993 წელს დაქორწინდა, მათ ოთხი შვილი ყავთ: მემკვიდრე პრინცი ჰუსეინი, პრინცესები იმანი და სალმა, პრინცი ჰაშემი.

2. ტომ კრუზი

მ მსახიობზე საუბრისგან თავს არ შეგაწყენთ, ვინაიდან არამგონია თქვენს შორის იყვნენ ისეთები, ვისაც ერთხელ მაინც არ ქონდეს ნანახი “შეუსრულებელი მისია”–ს რომელიმე ნაწილი ან თუნდაც “უკანასკნელი სამურაი”. ის ცნობილი მსახიობი და პროდუსერია. “მადრიდის რეალის”–ადმი მისი მხარდაჭერა ნათლად ჩანს ზემოთ ჩემს მიერვე ნაჩვენებ ვიდეოში, სადაც ის მეუღლესთან ერთად თვალს ადევნებდა “ბლანკოსების” ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას.
3. პენელოპა კრუზი
პენელოპა კრუზ სანჩესი, ცნობილი როგორც პენელოპა კრუზი ცნობილი ესპანელი მსახიობია, 36 წლის ვარსკვლავი თამაშობს ძალიან ბევრ ცნობილ ფილმში (მოუთმენლად ველი მის როლს “კარიბის ზღვის მეკობრეების” ბოლო სერიაში, სადაც იგი პარტნიორობას ჯონი დეპის უწევს), ისეთებში, როგორიცაა: “ვიკი კრისტინა ბარსელონა” , “ელეგია” , “ცხრა” , “ღამე მშვიდობისა”, “ბანდიტები” და ა.შ.

შესაძლოა ის სულაც არ გავდეს ფეხბურთის მოყვარულს, მაგრამ ერთ–ერთია იმათგან , ვინც “მადრიდის რეალს” უმაღლეს შეფასებას აძლევს.

3. ვიგო მორტენსენი
ვიგო პეტერ მორტენსენი დაიბადა 1958 წლის 20 ოქტომბერს–გახლავთ დანიელ–ამერიკელი მსახიობი, პოეტი, მუსიკოსი, ფოტოგრაფი და მხატვარი. იგი ცნობილია როლებით პიტერ ჯეკსონის გახმაურებულ ფილმ “ბეჭდების მბრძანებელში”, დავიდ კრონენბერგის ფილმ “ძალადობის ისტორიაში” , ასევე კრონენბერგის ფილმ “აღმოსავლური დაპირებებში”.

ვიგო მარტენსენმა აღიარა, რომ “მადრიდის რეალის” გულშემატკივარია და თუ დრო აქვს, მის თამაშებსაც თვალს ადევნებს.

4. ხულიო იგლესიასი

ხულიო ხოსე იგლესიას დე ლა კუევა, ცნობილი როგორც ხულიო იგლესიასი ესპანელი მომღერალი და სიმღერების მწერალია. ეს მომღერალი “მადრიდის რეალის” გულსემატკივრებისთვის იმითაა საინტერესეო, რომ იგი ახალგაზრდობისას “ბლანკოსების” ერთ–ერთი ასაკობრივი ჯგუფის გოლკიპერი გახლდათ, მაგრამ ავტოავარიაში მოყვა და მისი კარიერაც დასრულდა.დღესდღეობით ხულიო იგლესიასი “თეთრების” ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია.
5. უსეინ ბოლტი

თუ საერთოდ სპორტი გიყვარს, მაშინ აუცილებლად გეცოდინება უსეინ ბოლტი. ეს უკანასკნელი, დედამიწის ყველაზე სწრაფ ადამიანად ოფიციალურადაა აღიარებული. მას ეკუთვნის მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების რეკორდები 100, 200 მეტრიან დისტანციებზე სირბილში.

ბოლტი კრიშტიანო რონალდუს ახლო მეგობარია და რა თქმა უნდა, სპრინტერს “მადრიდის რეალი” უყვარს და “ბლანკოსებს” გულშემატკივრობს.

6. რაფაელ ნადალი


რაფაელ “რაფა” ნადალ ფარერა დაიბადა 1986 წლის 3 ივნისს–გახლავთ ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი. ამჟამად იგი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ე.წ. ATP–ს რეიტინგში პირველ ადგილზეა განთესილი. ის აღიარებულია, როგორც ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე. მისმა წარმატებებმა თიხის კორტებზე მას “თიხის მეფის” ზედმეტსახელის კი მოუტანა. ბევრი ექსპერტი დაჟინებით მოითხოვს , რომ იგი აღიარებულ იქნას თიხის კორტების ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად. ნადალს დიდი მუზარადის ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული, 2008 წელს იგი ილიმპიადის ოქროს მედალსაც დაეპატრონა, ამის გარდა რაფას ძალიან ბევრი ტიტული აქვს მოგებული და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ნადალი სერიოზულადაა შეყვარებული ესპანურ ფეხბურთზე. რაფა “მადრიდის რეალის” დიდი გულშემატკივარია. 2010 წლის 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რაფა ნადალი გახდა “მალიორკას” აქციების მფლობელი. როგორც ჟურნალ–გაზეთები იუწყებიან რაფა აქციათა 10%–ს ფლობს, მას შესთავაზე ვიცე–პრეზიდენტის პოსტიც, მაგრამ ამაზე უარი განაცხადა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რაფა “მადრიდის რეალის” დიდი გულშემატკივარია, ESPN.com–ის მიმომხილველი გრაჰამ ჰანთერი წერდა, რომ “ის ისეთივე მადრიდისტაა, როგორიც რაული, იკერ კასილასი და ალფრედო დი სტეფანო.”

7.რასელ ქროუ


რასელ ქროუ 2010 წლის აპრილი თვეში სტუმრობდა კიდეც “სანტიაგო ბერნაბეუს” და საყვარელი კლუბის მაისური მიიღო საჩუქრად, რომელზეც მისი სახელი იყო დაწერილი.
8. ანტონიო ბანდერასი

მას შემდეგ, რაც პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე ოცნება დაემსხვა მომტვრეული ფეხის გამო, იგი ცნობილი მსახიობი გახდა. ის ამჟამად ჰოლივუდში მოღვაწეობს. მიუხედავად ამისა, ის სპორტსთვის მაინც იცლის, მისი ერთ–ერთი საყვარელი კლუბი კი “მადრიდის რეალია”.
9. რობი უილიამსი/დიეგო მარადონა

რობი უილიამსი რამოდენიმეჯერ შეამჩნიეს “მადრიდის რეალის” მაისურში. ხოლო, რაც შეეხება დიეგო მარადონას, “ბარსელონას” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც არგენტინის ეროვნულ ნაკრებსაც ედგა სათავეში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც აღმოჩნდა ჟოზე მოურინიოსა და “მადრიდის რეალის” გუშლშემატკივარი ყოფილა. 2010 წლის ნოემბრის თვეში “სანტიაგო ბერნაბეუზე” სტუმრობისას მარადონამ გამოხატა საკუთარი თბილი დამოკიდებულება ჟოზე მოურინიოსა და “ბლანკოსების” მისამართით, მან აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიოს კლუბი მიმდინარე გათამაშებას მოგიებს.
10. შაკირა

მომღერარი, სიმრერების მწერალი, მუსიკოსი, პროდიუსერი, მოცეკვავე და ფილანტროპისტი. შაკირა რამოდენიმეჯერ დაუკავშირეს “ბარსელონას” ცენტრალურ მცველ პიკეს, მაგრამ როგორც ჩანს, ფეხბურთელის გარდა სხვა მხრივ “ბლაუგრანა” მის გემოვნებაში არ ჯდება. “ბლანკოსები” უფრო მეტად ერგება მის გემოვნებას.


Advertisements

5 thoughts on ““მადრიდის რეალის” ცნობილ მხარდამჭერთა ათეული

      1. გემოვნებიანი კაცი მეგონა : დ
        პ.ს არ გეწყინოს ანტიმადრიდისტა ვარ ))))

        Like

    1. აჰააა.. :დ
      ნადალს სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ რეალის საპატიო პრეზიდენტის ტიტულიც მიანიჭეს.. :))

      ნუ თუ ანტიმადრიდიზმია გასაგებია ყველაფერი.. :))

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s