ჩემი სტატიები

რეალი 4-0 ტოტენჰემი


ამ წუთას დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩი მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე. სადაც მადრიდის რეალმა ლონდონურ ტოტენჰემ ჰოტსპურს დამაჯერებლად 4-0 მოუგო.

აღფრთოვანებული ვარ შედეგით 😀 და მინდა რამდენიმე სიტყვით შევაფასო ეს თამაში.

პირველ რიგში რეალის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მაურინიოს განცხადებით მინდა დავიწყო: გუშინ მან თქვა რომ იგი თანახმა იყო 0-0-ზე. ამან ცოტა იმედები გამიცრუა და ჩემს განწყობაზეც იქონია გავლენა.

დღეს საღამოს როცა ოფიციალური შემადგენლობები დაიდო, ცოტა გამიხარდა რადგან ძირითადში იყვნენ ახალტრამვამოშუშებული მარსელო და კრიშტიანუ რონალდუ. მაგრამ გვაკლდა ბენზემა.

როგორც იცით გონსალო იგუაინი ახალნაოპერაციებია და არ არის სათანადო ფორმაში, თუ ბენზემაც არ იქნებოდა გამოდიოდა რომ მხოლოდ ემანუელ ადებაიორის იმედათ უნდა ვყოფილიყავით თავდასხმაში-რომელიც არცთუ დამაჯერებელი იყო ბოლო მატჩებში.

თუმცა მაინც ჟოზეს იმედი მქონდა ვიცოდი რომ “რამეს იზამდა”.. 😀

დავიწყეთ….

როგორც ყოველთვის თავიდანვე მწვავე შეტევებით.. და მე-4 წუთზე ადებაიორმა გოლი გაიტანა.. ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს მადრიდისტებმა..

მე-15 წუთზე კი მწვავე უხეშობის განმეორებისთვის მოედნიდან გააძევეს ტოტენჰემელი პიტერ კრაუჩი-აი ეს კი უკვე საბოლოო წელში გადატეხა იყო ლონდონელებისთვის.

ამის შემდეგ რეალმა სრული უპირატესობა მოიპოვა თუმცა ძნელია ეთამაშო გუნდს რომელიც მასირებულ დაცვით ფეხბურთს თამაშობს. ამიტომ მატჩის პირველი 45 წუთი 1-0 ანგარიშით დასრულდა.

 

მეორე ტაიმშიც უპირატესობა რეალის მხარეს იყო და 57-ე წუთზე ადებაიორმა მეორე გოლიც გაიტანა თავით.

ამას მოჰყვა დი მარიას ულამაზესი გოლი საჯარიმოს მარჯვენა შორი კუთხიდან და საბოლოოდ კაკას ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ კრიშტიანუ რონალდოს გოლი.

ყველას უკვირდა თუ რატომ დააყენა ძირითადში ადებაიორი ჟოზემ, მაგრამ მაუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ იგი განსაკუთრებული და მართლაც გენიოსია. სიტიში და არსენალში ყოფნისას ემანუელმა 9 თამაშში 8 გოლი გაუტანა ტოტენჰემს ეს გახდა სწორედ ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

ბოლოს კი თითო სიტყვით ფეხბურთელებზე:

კასილასი: საქმე არაფერი ჰქონდა და ზაგარს იღებდა თავისთვის იჯდა 😀

პეპე-კარვალიო:საიმედოდ თამაშობდნენ.

მარსელო: უბრალოდ მაგარი კაცი, წითელი აკიდა პეტერას 😀 მგონი მალე ფორვარდათ ითამაშებს 😀

რამოსი: ბეილის ფეხი არ გაანძრევინა, და 1 კარგი მომენტიც შეუქმნა ემანუელს.

ალონსო: გუნდის ხერხემალი.

და ბოლოს რეალმა კარში 32 ჯერ დაარტყა აქედან 13 ჯერ რონალდომ, იმედია აღარინ იტყვის რომ მაურინიო დაცვით ფეხბურთს თამაშობს.. 🙂

მაგალითად მილანი 13 ჯერ 2 თამაშში ვერ ურტყამს კარში.. 😀 😀

 

ოზილი: ეს არ იყო საუკეთესო თამაში 🙂

დი მარია: ძალიან აქტიური და ულამაზესი გოლის ავტორი.

ხედირა: ეგეც საიმედო.

რონალდუ: პირველ ტაიმში ვერ იყო “ისეთი”, მაგრამ შესვენებაზე მაუმ “მოქოქა” და.. 😀 😀

და კაკა: დაბრუნდაა….

იგუაინი: არაა ფორმაში.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s