ჩემი სტატიები

რეალი 1-1 ბარსელონა (ნაწილი I)


გაისმა მსაჯის საფინალო სასტვენი White Hurt Lane-ზე და დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩი სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ლონდონური ტოტენჰემი და მადრიდის რეალი. სწორედ ამ წამს გახდა ცნობილი რომ 1/2 ფინალში ორ ელ-კლასიკოს იხილავდა ფეხბურთის გულშემატკივარი, რადგან სწორედ ამავე წამს დასრულდა მატჩი დონეცკში, იქ ადგილობრივი “შახტიორი” კატალონიის ბარსელონას მასპინძლობდა.

ორივე შეხვერდა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა 0-1. საინტერესოა რომ გოლები კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ გაიტანეს.

მაგრამ სანამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები იქნება მანამდე 16 აპრილს ელ-კლასიკო მადრიდში, ლა ლიგის ეგიდით “სანტიაგო ბერნაბეუზე”  უნდა გაიმართოს.

ორივე გუნდის გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი კლუბების გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ.

აი დადგა 16 აპრილიც, დღე რომელსაც პლანეტაზე ყველა ფეხბურთის ფანი დიდი ინტერესით ელოდა, განსაკუთრებით კი მადრიდისტები(გასაგები მიზეზების გამო).

გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაციები ძირითადი შემადგენლობების შესახებ, რომლის მიხედვითაც რეალის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინოს მთლიანად ცვლიდა შემადგენლობებს, ნათელი იყო რომ იგი განსხვავებული ტაქტიკით აპირებდა თამაშს.

ამ ფაქტმა თავიდან ზოგიერთის აღშფოთება გამოწვია. გაჩნდა კითხვები: რატომ არის ძირითადში ოზილი? რა უნდა დაცვაში ალბიოლს და ა.შ.

ყველა მატჩის დაწყებას ელოდა, რათა საკუთარი თვალით ენახათ თუ რა შემადგელობით გამოვიდოდა თითოეული გუნდი.

საბოლოოდ კი ყველაფერი ასე დაიწყო.

ნათელი იყო რომ რეალი 3 ჩამშლელით აპირებდა თამაშის დაწყებას, ალონსოსა და ხედირას ცენტრში პეპეც გაუწყვილდებოდა, რომლის ადგილასაც ესპანელი რაულ ალბიოლი ითამაშებდა. ბარსელონა კი ჩველებრივი-შემტევი  4-3-3  ტაქტიკით აპირებდა თამაშს

გაისმა სასტვენი. მატჩი რეალის ფეხბურთელებმა დაიწყეს.

ბურთზე კონტროლი თავიდანვე ბარსას ფეხბურთელებმა მოიპოვეს, მათ სურდათ საკუთარი სტილით თამაში: ცენტრის აღება და სწრაფი შეტევების განხორციელება.

მაგრამ პეპ გვარდიოლა შეცდა. მას არ გამოუვიდა რეალთან იმ სტრატეგიით თამაში, როგორითაც აქამდე ათამაშებდა გუნდს.

მაურინიოს შეგირდებმა მოიპოვეს ცენტრში უპირატესობა და მეტოქეს აღარ აძლევდნენ საშუელებას სწრაფი შეტევები განეხორციელებინათ. პერიოდულად კი თავადაც ახორციელებდნენ კონტრშეტევებს. ბარსა იძულებული გახდა მხოლოდ საკუთარ საჯარიმოში ეთამაშა პასების საშუალებით.

პირველი ნახევარი 0-0 სრულდებოდა. გუნდებმა რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს მაგრამ გოლი არ გადიოდა. რეალს ჰქონდა საგოლე მომენტი, მაგრამ ბარსა ამჯერად მცველმა-ადრიანომ გადაარჩინა რომელმაც კარის ხაზიდან გამოიტანა კრიშტიანუ რონალდუს მიერ დარტყმული.

მოგვიანებით კუთხურის შემდეგ რამოსისა და პეპეს დარტყმების შემდეგ მეკარე ვალდესმა მოიგერია ისევ კუთხურზე დარტყები.

უტევდა ბარსაც: დევიდ ვილას მიერ სახიფათოდ დარტყმული-იკერ კასილასმა აიღო. მესის პირველი წუთზე ჰქონდა მომენტი, ისიც კასილასმა მოიგერია. ამის შემდეგ არგენტინელს აღარ ჰქონია დასამახსოვრებელი მომენტები რადგან მას მჭიდროდ მეურვეობდნენ რეალის ფეხბურთელები.

მატჩის პირველი ნახევარის დამთავრებისას ჩანდა რომ მოედანზე შემოსასვლელად ემზადებოდა რეალის “ფლეი მეიქერი” მესუთ ოზილი. ნათელი იყო, რომ მაურინიოს თამაშის მოგება უნდოდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო, ამჯერად რეალმა დაიწყო აქტიური შეტევები რასაც ბარსელონას კოტრშეტევა მოყვა, საჯარიმოში დარჩენილმა რაულ ალბიოლმა დევიდ ვილას შეჩერება ვერ შეძლო და იძულებული გახდა ხელით დაეჭირა იგი. რაზეც მსაჯმა 11 მეტრიანი დანიშნა რეალის კარის მიმართულებით, თავად ალბიოლი კი მოედნიდან გააძევა. კასილასის პირისპირ ლიონელ მესი დადგა, რომელმაც პენალი გაიტანა. ბარსელონა დაწინაურად 0-1. ეს მოხდა 51′ წუთზე.

რეალი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა-კაცნაკლული ითამაშო ბარსელონასთან ძალიან ძნელია, თან ფსიქოლოგიური უპირატესობაც ალბათ სტუმრების მხარეს იყო გატანილი გოლის შემდეგ.

ერთადერთი რაც რეალს მორიგი წაგებისგან იხსნიდა ეს ტაქტიკური ცვლილებების გაკეთება იყო.

ცვლილებებმაც არ დააყოვნა: 57′ წუთზე მოედანზე მესუთ ოზილი გამოჩნდა.

ამ წუთიდან რეალმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავა ბარსელონას კარის მიმართულებით. შეტევაში ძირითადათ სულ მადრიდელები იყვნენ. საპასუხოდ ბარსელონამ შეწყვიტა აქტიური შეტევები და ბურთის ცენტრში კონტროლით იფარგლებოდა მხოლოდ.

კიდევ 10 წუთიც და ჟოზემ ყველასთვის გასაკვირი 2 ცვლილება ერთდროულად განახორციელა: მოედანი დაატოვებინა ხაბი ალონსოს და მის ნაცვლად მარცხენა მცველი არბელოა შემოიყვანა, ხოლო ანხელ დი მარია-ემანუელ ადებაიორმა შეცვალა.

ტაქტიკურმა ცვლილებებმა გაამართლა, მატჩის მეორე ნახევარში თეთრები უფრო მეტ დროს ატარებდნენ შეტევაში ვიდრე სტუმრები, ბარსელონას უჭირდა რეალის ფეხბურთელების შეჩერება. საბოლოოდ კი 82′ წუთზე მარსელოს გარღვევის შემდეგ იგი დანიელ ალვეშმა წააქცია. მსაჯმა მეორე 11 მეტრიანი დანიშნა-ამჯერად ბარსელონას კარში.

11 მეტრიანის ნიშნულთან კრიშტიანუ რონალდუ დადგა. დარტყმა და ვალდესმა უშანსოდ გაუშვა გოლი.

1-1..

გატანილი გოლის შემდეგ რეალის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მიეცა, ფეხბურთელებმა განაგრძეს შტურმი ბარსას კარის მიმართულებით.

გოლის გატანა შეეძლო ხედირას და ადებაიორს, თუმცა მეკარე ვალდესმა მათი დარტყმები მოიგერია.

საბოლოოდ კი ტაბლოზე 1-1 დაფიქსირდა.

საოცარი თამაში იყო, 2 წლიანი მშრალი სერიის შემდეგ რეალმა პირველი გოლი გაუტანა ბარსელონას, პირველად მოახერხა რომ თამაშით ეჯობნა კატალონიელებისთვის. ჩემი აზრით ეს უმეტეს წილად ჟოზე მაურინიოს დამსახურებაა. მაგრამ დავიცადოთ წინ კიდევ 3 კლასიკოა.

ახლა კი მინდა შემოგთავაზოტ პირველი კლასიკოს ფოტორეპორტაჟი:

თამაშის საყურებლად ესპანელი ლამაზმანები ემზადებიან
"
"სანტიაგო ბერნაბეუ" მატჩის საყურებლად ემზადება. ინჩადა სრული თავისი შემადგენლობით აპირებს "მადრიდის" მხარდაჭერას. სურათზე ნათლად არის გამოსახული "თეთრების" ქომაგების სულისკვეთება.
კაპიტნები ერთმანეთს საკმაოდ თბილად ესალმებიან. მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ მატჩის დაწყებამდე.
ინჩადა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა..
ომი ნელ-ნელა ახლოვდება...

საკმაოდ მშვიდად გამოიყურებიან ჟოზე მოურინიო და ხოსეპ გუარდიოლა. ყოველ შემთხვევაში, სურათზე ასე ჩანს.
საინტერესოა, რას უცქერის პორტუგალიელი ამგვარი გატაცებით?
შეხვედრის დაწყების ფორმალური ნაწილი.
უკვე რეპორტაჟის ყველაზე საინტერესო ნაწილზე - თავად თამაშზე გადავედით. აი პირველი სურათიც: ჩავი, რომელსაც პეპე მისდევს.
ანხელ დი მარია ლეო მესის და დანი ალვეშის გარემოცვაში.
კრიშტიანუ რონალდუ ადრიანოს ჩამოშორებას ცდილობს.
გუშინ კატალონიელებიდან საუკეთესო - მესი, ხოლო მადრიდელთაგან პეპე იყო. ამ ფეხბურთელებს ხშირად უწევდათ ბრძოლა. ამ სურათის მსგავს, კიდევ ბევრს ვიხილავთ.
ჩაბი ალონსოს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი საინტერესო პოზებით, არც "კლასიკო" გამოუტოვებია.
ეს კვლავ მესია. ამჯერად მისი მოწინააღმდეგე სამი ხედირაა. ანდა პირიქით...
კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხა ადრიანოს მოტყუება.
დანი ალვეში მარსელოსთვის ბურთის წართმევას ცდილობს.
კრიშტიანუ რონალდუ, რაღაცით უკმაყოფილოა.
დუელი
დი მარია და გუარდიოლა. საკმაოდ საინტერესო ფოტო. გვერდით კი მოურინიო...
ჩავი და ანხელი. ორივეს მზერა ბურთისკენაა მიმართული.
მესის ამაზრზენ მოქმედებას (ბურთის სროლას ტრიბუნისკენ) პეპეს კომენტარი მოჰყვა. "შენ რა გიჟი ხარ?!"
სერხიო რამოსი თავის ჩვეულ სტილში.
მესი პენალტის დასარტყმელად ემზადება. მანამდე კი მას ლაზერს ანათებენ. ყოველი შემთხვევისთვის ხელს უშლიან. იქნებ ააცილოს.
პეპე ნახტომში ცდილობს ბურთის დაჭერას.
სერხიო რამოსი და ნახტომი ბურთისთვის. განუყრელი დუეტი.
83 - ე წუთზე კატალონიელთა კარში პენალტი დაინიშნა. ამ ყველაფერს ვნებათა ღელვა მოჰყვა. თავდაპირველად მარსელოს სურათით დავიწყებ.
83 - ე წუთზე კატალონიელთა კარში პენალტი დაინიშნა. ამ ყველაფერს ვნებათა ღელვა მოჰყვა. თავდაპირველად მარსელოს სურათით დავიწყებ.
83 - ე წუთზე კატალონიელთა კარში პენალტი დაინიშნა. ამ ყველაფერს ვნებათა ღელვა მოჰყვა. თავდაპირველად მარსელოს სურათით დავიწყებ.
კრიშტიანუ რონალდუ ემზადება ერთბაშად სამი რაღაცის გასაკეთებლად: მას შეუძლია პენალტის გატანა, ანგარიშის გათანაბრება და "ბარსელონას" კარში პირველი გოლის გატანა თავისი კარიერის განმავლობაში.
ბურთი უკვე იძვრება ადგილიდან...
გოოლ! კრიშტიანუმ მოახერხა იმედის მომცემი გოლის შეგდება.
უკომენტაროდ...
ახლა კი-სტატისტიკა

ბოლოს ვიდეომიმოხილვა

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s