ჩემი სტატიები

რეალი 0-2 ბარსელონა Barcelona+Referee=Winning(ნაწილი III)


ვოლფგანგ შტანკი-ადამიანი, რომელიც უბრალოდ ვერ იტანს მადრიდისტებს..

ვოლფგანგ შტანკი – ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გააძევა ჟოზე მაურინიო მოედნიდან, როდესაც იგი პორტოს მწვრთნელი იყო.

ვოლფგანგ შტანკი – ადამიანი, რომელმაც მოედნიდან გააძევა რაული-გერმანიის ბუნდესლიგაში.

შტანკის სახელს მიეწერება ასევე მრავალი არდანიშნული თერთმეტმეტრიანი და სხვა დაპირისპირებები მადრიდისტებთან.

და მაინც როგორ დაიწყო ყველაფერი?

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე თითქმის გადაწყვეტილი იყო რომ კლასიკოს პორტუგალიელ მსაჯთან ბრიგადა განსჯიდა, თუმცა ამაზე პრეტენზია გამოთქვა ხოსეპ გვარდიოლმა და საბოლოოდ არბიტრად მესის ფანი ვოლფგან შტარკი დაინიშნა.

”ლიონელი – ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს” – აცხადებს ფიფას არბიტრი.

ივნისში, მუნდიალის დროს, როდესაც არგენტინა ნიგერიას ეთამაშებოდა, შტარკმა მიმართა ფიფას, რომ მათ დაეცვათ ლეო მესი სხვადასხვა საშიშროებებისგან და ასევე ვოლფგანგმა მოითხოვა არგენტინელის მაისური.

”ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ლეო საკუთარ მაისურს მომცემს” – ეს სიტყვებიც, ხსენებულ მსაჯს ეკუთვნის.

დიახ, სწორედ ეს სიტყვები ეკუთვნის შტარკს.

მაგრამ ახლა უშუალოდ მატჩს მივხედოთ.

კლასიკოს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა ოფიციალური სასტარტო შემადგენლობები.

როგორც ხედავთ ორივე გუნდს აქვს გარკვეული საკადრო პრობლემები: ბარსელონას ტრამვირებული ინიესტა, ადრიანო და მაქსველი აკლდა. რეალს კი: დისკვალიფიცირებული-რიკარდუ კარვალიო და ტრამვირებული სამი ხედირა.

დაიწყო მატჩი.

წინა 2 კლასიკოს მსგავსად ეს თამაშიც ბარსელონას ბურთის ფლობით დაიწყო. კატალონიელებს არსად ეჩქარებოდათ ამიტომ მშვიდათ ათამაშებდნენ ბურთს საკუთარი საჯარიმოს ხაზთან. თეთრები კი ძირითადათ მოედნის ცენტრთან იყვნენ მობილიზებულნი და ბარსელონას ცენტრის ხაზის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ. ამ ტაქტიკამ გაამართლა ბარსელონა ძირითადათ საკუთარ ნახევარზე დომინირებდა და ვერ უტევდა, თუმცა არც რეალი იყო აქტიურ შეტევებში ჩართული. თუ არ ჩავთვლით კრიშტიანუ რონალდუს რამდენიმე დარტყმას. 1 მათგანი ვალდესმა მოიგერია, 1 კი მოხვდა.

საბოლოოდ პირველი ნახევარი ამ შედეგით დასრულდა 0-0.

ყველა ფიქრობდა რომ მეორე ტაიმში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა.

ასეც მოხდა.

მაგრამ მანამდე პირველი ტაიმის მიწურულს ჩხუბი მოხდა. როდესაც ბარსელონას სათადარიგო მეკარემ-პინტომ რეალის ერთ-ერთ მწვრთნელს ხელი დაარტყა. რაზეც წითელი ბარათი დაიმსახურა.

თუმცა დაძაბულობა არც ამ მომენტის გარდა აკლდა პირველ ტაიმს. თითქმის ყველა რამდენიმე წუთში, ყველა ჯარიმაზე კამათი იწყებოდა ფეხბურთელებს შორის.

მეორე ნახევარი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. თუმცა პირველ ნომრად თამაში არ გარისკა მაინც მაურინიომ.

ყველაფერი 61 წუთზე მოხდა.

შეტევაში მყოფმა მადრიდის რეალის ფეხბურთელმა პეპემ უხეშად ითამაშა დანიელ ალვეშის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელმა კი ეს ყველაფერი ისე გააფორმა რომ ზემოთხსენებულმა ვოლგანგ შტანკმა პეპე მოედნიდან გააძევა.

უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა რეალი. გუნდი ფსიქოლოგიურად ტყდებოდა. ამის გარდა მოედანი დადოვა ტაქტიკურად მნიშნველოვანმა ფიგურამ, რომელზეც დაფუძნებული იყო მთელი რეალის ნახევარდაცვა და შეტევების ჩაშლა.

მალე ამ ყველაფერს კიდევ უფრო მძიმე ფაქტები მოყვა მადრიდისტებისთვის. კამათის გამო მოედნიდან გააძევეს მადრიდელთან დამრიგებელიც.

პეპეს გაგდებიდან სულ ცოტა ხანში რეალს ტაქტკური შლა შეეტყო.

დიახ, გუნდი ჩამოიშალა და საკუთარ კარში 2 გოლიც მიიღო.

0-2 ტაბლოზე და უმძიმესი სიტუაცია 1/2 ფინალში.

ახლა კი ისევ წითელ ბარათი, რომელიც ჩემი აზრით უსამართლოდ აჩვენა მსაჯმა პეპეს.

ამ სურათზე კარგად ჩანს რომ პეპეს ფეხი მხოლოდ ბურთს ეხება.

მაგრამ ვნახოთ ვიდეოც..

უყურეთ ვიდეოს და ამოიცანით ის ფაქტი რაც არავის გვიყვარს თანამედროვე ფეხბურთში. დანიელ ალვეშმა შესაძლოა გააკეთა ის და იმაზე უარესიც რაც რივალდომ ჩაიდინა მუნდიალზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

იქნებ ამ სიმულაციამ გადაწყვიტოს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის ბედი წელს?!

თუმცა ბარსელონასა და უეფას მხრიდან მსგავსი ფაქტი პირველად არ ხდება გადავხედოთ ისტორიას..

“დიახ, მადრიდის “რეალი” გამოეთიშა “ჩემპიონთა ლიგის” მიმდინარე გათამაშებას. თუ სტუმრად გოლს გავიტანთ და თამაშს გავხსნით, ისინი კიდევ ერთხელ გაგვანადგურებენ. მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს: რატომ? რატომ გააძევა მსაჯმა პეპე, მოტა, ვან პერსი? რატომ მიიღო წითელი ბარათი პეპემ, რომელსაც საამისო არაფერი გაუკეთებია, რატომ გააფრთხილა არბიტრმა რამოსი, რომელიც არ იმსახურებდა ყვითელ ბარათს? რატომ არ დაინიშნა ოთხი პენალტი “ჩელსის” სასარგებლოდ? რატომ მოუხდა სამირ ნასრის საპასუხო შეხვედრის გამოტოვება? ხოსეპ გუარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია, მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მე პირადად შემრცხვებოდა, “ჩემპიონთა ლიგა” რომ “სტემბორდ ბრიჯის” სკანდალის შემდეგ მომეგო. თუ “ბარსელონა” ახლაც გაიმარჯვებს, მას სამუდამოდ გაჰყვება თან “სანტიაგო ბერნაბეუს” სკანდალი”.

დიახ, რეალობა ეს არის.


Barcelona + Referee = Winning

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s