ჩემი სტატიები

Cristiano Ronaldo


სრული სახელი: კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირუ
დაბდების თარიღი: 5.02.1985
პოზიცია: ნახევარმცველი
მაისურის ნომერი: 7
საყვარელი ფერი: თეთრი
ბავშვობის მეტსახელი: კლუივერტი
საყვარელი ფეხბურთელი: მარადონა, ლუიშ ფიგუ, ტიერი ანრი
შეხვედრის სურვილი: მაიკლ ტაისონი
საყვარელი მსახიობი: ჟან-კლოდ ვანდამი
საყვარელი ფილმი: მეექვსე გრძნობა და როკი
მსახიობი ქალი: დრიუ ბერიმორი
მუსიკის ჟანრი: საცეკვაო
საყვარელი კერძი: ბაკალჰაუ ა ბრაზ
სასმელი: სანტალი(პორტუგალიური ტკბილი სასმელი)
ჰობი: სეირნობა, კინო, მუსიკის მოსმენა და ხანდახან მარტო ყოფნა
საყვარელი მანქანა: მერსედესი, ფერარი
ქვეყანა: პორტუგალია

როდესაც ის მსოფლიომ გაიცნო, სულ რაღაც 18 წლის იყო. კრიშტიანო გადაჭედილ “ოლდ ტრაფორდზე” გამოვიდა და ინგლისში ახალი ლეგენდის გაზრდაც დაიწყო. რონალდოს პირველივე მატჩში ეტყობოდა, რომ ეს ბიჭი მსოფლიოს ფეხზე დააყენებდა და რატომაც არა, მან ხომ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც ფეხბურთელს შეუძლია. პორტუგალიელმა ეს შეძლო და მანჩესტერში მისი სახელი სამუდამოდ დარჩა. მან 7 ნომერი თავაწეულმა დათმო და მანჩესტერი დატოვა,დატოვა ის ხალხი და ის გუნდი, სადაც მას აღმერთებდნენ. მოკლედ, დღეს მინდა თქვენი ყურადღება მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ერთ ერთ გამორჩეულ ფეხბურთელზე შევაჩერო, რომელმაც გუნდის წარამტებაში უდიდესი როლი შეასრულა და მისი სახელი გუნდის ფანებს არასოდეს დაავიწყდებათ. გთავაზობთ პორტუგალიური ცნობილი გამოცემის A Bola-ს ვრცელ სტატიას

2002 წლის ზაფხულში. მანჩესტერ იუნაიტედი ლისაბონის სპორტინგს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა. ამ შეხვედრას ის მნიშნვნელობა ქონდა, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ნიჭიერი ფეხბურთელის შერჩევა ჰქონდა განზრახული, ხოლო შემდეგ კი მისი ვარსკვლავად დაყენება. ამ მატჩის დროს სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო. ყველანი ელოდნენ მანჩესტერ იუნაიტედის და სპორტინგის შეხვედრის დაწყებას. როდესაც თამაში იწყებოდა და მოედანზე ფეხბურთელები გამოვიდნენ სპორტინგის გულშემატკივარმა ძირითად შემადგენლობაში კრიშტიანო რონალდო იხილა, რომელიც იმ დროს, სულ რაღაც 17 წლის იყო და ის პორტუგალიაში ერთ ერთი ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. რონალდომ ეს შანსი გამოიყენა – მან მთელი მანჩესტერის დაცვა და ნახევარდაცვა მასხრად აიგდო. ახალგაზრდა ბიჭუნამ ფეხებშუა გაუტარა ბურთი თვით როი კინს და სერ ალექსი მიხვდა, რომ ეს ბიჭი მას ჭირდებოდა, და სწორედ ამიტომაც თამაშის დამთავრების შემდეგ, მან კლუბს განუცხადა, რომ რადაც არ უნდა დაჯდენოდათ რონალდო 1 თვეში კარინგტონის ბაზაზე უნდა ყოფილიყო, როგორც მოგეხსენებათ ფერგიუსონის სიტყვას მანჩესტერში ყველა თვალდახუჭული ენდობა და იუნაიტედმა სპორტინგს რონალდოს შესახებ მიმართა. პორტუგალიელებმა ინგლისელებს ახალგაზრდა ფეხბურთელის ნაცვლად 12 მილიონი ფუნტი მოსთხოვა და რონალდო მანჩესტერ იუნაიტედის წევრი გახდა. მას 7 ნომერი ერგო, რომელიც ადრე ჯორჯ ბესტს, ბრაიან რობსონს, ერიკ კანტონას და დევიდ ბექჰემს ეცვათ. თავიდან გულშემატკივარმა ეს არ მიიღო. ფერგიუსონის კარგ ნაბიჯად და ბევრი სერ ალექს აკრიტიკებდა კიდეც, რომ ,,ვიღაც” ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელს ლეგენდარული 7 ნომერი არგო, მაგრამ ფერგიუსონმა განაცხადა ,,მე ვიცი რას ვაკეთებ მე მინდა გულშემატკივარი დავამშვიდო და უთხრა კრიშტიანო რონალდო თქვენს გულებში ადგილს დაიმკვიდრებს”ბევრმა იუნაიტედის ფანმა ეს ფერგიუსონის ხუმრობად ჩათვალა ბევრი კი სერ ალექს ენდო და გუნდში რონალდოს ხანა დაიწყო
როდესაც მანჩესტერ იუნაიტედში, ფეხბურთელს დებიუტი აქვს ის ძალიან ნერვიულობს და მისი ძალების უმაღლესად გამოვლინებას გეგმავს რონალდოს დებიუტი 2003 წელს შედგა ბოლტონის წინააღმდეგ, ის შეცვლაზე გამოვიდა. პორტუგალიელ ფეხბურთელს ოლდ ტრაფორდი ტაშით შეხვდა და კრისტიანომ ამ მინდორზე თავისი ჯადოსნური ფეხები შედგა. პირველივე ბურთის მიღებაზე რონალდომ საოცარი ფინტი გააკეთა და ოლდ ტრაფორდის მაყურებლებიდან კერძოდ ზუსტად 76148 კაციდან ტაში დაიმსახურა იმ მატჩში კრიშტიანომ ასე რომ ვთქვათ, ბოლტონის დაცვა გააბრუა და მანჩესტერის ფანები მიხვდნენ, რომ მათ გუნდში მივიდა ის ვინც გუნდის ისტორიაში თავის სახელს ჩაწერდა და ბევრი მიხვდა რომ ფერგიუსონი არ შეცდა. პორტუგალიელი დღითიდღე უმატებდა, ის ფეხბურთით ცხოვრობდა, მისთვის სხვა არაფერი არსებობდა. 18 წლის ფეხბურთელი ამბობდა ,,მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მოვხვდი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი სახელი გუნდის ისტორიაში დარჩეს”მანჩესტერი რონალდოს ელოდებოდა და მისგან უფრო მეტს მოითხოვდა კრიშტიანოც არ ჩერდებოდა. ფეხბურთელი ყოველ მატჩში საოცრებებს აკეთებდა და მაყურებელი პორტუგალიელ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში ხშირად უყურებდა,ფერგიუსონმა ერთხელ განაცხადა ,,რონალდო საოცარია, მე არ მახსოვს ფეხბურთელი რომელსაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს ბურთის მიმართ. ის ბრწყინვალე მოთამაშეა დარწმუნებული ვარ, ის ისტორიაში შევა”ბევრი ამბობდა, რომ რონალდოს თავში აუვარდებოდა და ის ერთ ერთ რიგით ფეხბურთელად ჩაითვლებოდა, ხოლო შემდეგ რომელიმე დაბალი დონის გუნდში გააგრძელებდა თავის კარიერას, ბევრი კი ამ აზრს არ ეთანხმებოდა და თვლიდა, რომ კრისტიანო მართლაც ფენომენალური ფეხბურთელი იყო და მას მანჩესტერი უყვარდა. კრიშტიანომ თავის პირველ სეზონში 6 გოლი გაიტანა. ეს 2003-04 წლებში მოხდა,შემდეგ სეზონში კი, სადაც მანჩესტერს კოშმარული სეზონი ჰქონდა 9 გოლი. ხოლო 2005-2006 წლებში კრიშტიანომ თავისი მაჩვენებელი 3 გოლით გაზარდა ანუ 12 გოლი. ამის შემდეგ კი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოახლოვდა.როგორც მოგეხსენებათ მუნდიალი საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დიდი მოვლენაა, სადაც არავინ არავის ინდობს და ფეხბურთელებს ავიწყდებათ თავიანთი გუნდელები. მათ გულში მხოლოდ ერთი რამეა ასახელონ თავიანთი ქვეყანა. მოედანზე ისინი თავის ქვეყნის ღირსებას იცავენ მოედნის გარეთ კი ისინი მეგობრები არიან, ეს ფეხბურთის უკვდავი კანონია. კრისტიანო რონალდო რა თქმა უნდა, თავისი თამაშით მანჩესტერის რიგებში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა. ის ძირითადის ფეხბურთელი იყო და მასზე გუნდი დიდ იმედს ამყარებდა. რონალდომ მართლაც კარგად ითამაშა და ნაკრებს დაეხმარა. პორტუგალიის ნაკრებმა გერმანიის მუნდიალზე 1/4 ფინალამდე გააღწია, მეტოქედ კი ინგლისის ნაკრები ერგო. ალბათ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ამ გუნდებს შორის შეხვედრა უდიდეს ინტერესს გამოიწვევდა და მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა ამ მატჩს. თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა, სადაც იყო უამრავი უხეში თამაში და ძალიან დაძაბული ბრძოლა მატჩის მიწურულს კი უეინ რუნიმ – რონალდოს თანაგუნდელმა, რიკადრო კარვალიო წააქცია შემდეგ კი მასზე უხეშად ითამაშა. ეს ყველაფერი რონალდომ დაინახა და მატჩის მთავარ არბიტრს მიეჭრა, სადაც მსაჯმა ყველაფერი გაარკვია და რონალდოს ლაპარაკმა პორტუგალიის ნაკრებისთვის შედეგი გამოიღო. მსაჯმა მოედნიდან რუნი გააძევა და ინგლისის ნაკრები კაცნაკლული დარჩა. ამას გარდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ფრენკ ლამპარდს და სტივენ ჯერარდს მეკარე რიკარდომ აჯობა. გადამწყვეტი პენალტი რონალდომ შეასრულა და პორტუგალია 1/2 ფინალში გავიდა. ამ მატჩის შემდეგ კი რონალდოს ინგლისში ჯოჯოხეთი ელოდა. რუნი მას ემუქრებოდა, როგორც მთელი ინგლისი. მუდნიალის დასრულების შემდეგ, როდესაც ფეხბურთელები გუნდებში დაბრუნდნენ მთავარი კულმინაცია რონალდოს ინგლისში დაბრუნება იყო. ყველა ელოდა, რომ მანჩესტერში სკანდალი ატყდებოდა, მაგრამ საქმეში სერ ალექს ფერგიუსონი ჩაერია და ფეხბურთელები შეარიგა. იმ სეზონში იუნაიტედმა ინგლისის პრემიერლიგა მოიგო რონალდომ 13 საგოლე პასი და 23 გოლი გაიტანა რუნი მისი საუკეთესო მეგობარი გახდა და მანჩესტერსაც მისი საქციელი დაავიწყდა. ის ხომ ოლდ ტრაფორდს ახარებდა. რონალდო ყველაზე პოპულარული ხდებოდა, მისმა ხელფასმა კვირაში 90000 ფუნტს მიაღწია. სეზონი დასრულდა, მანჩესტერმა პრემიერლიგა პირველ ადგილზე დაიწყო და პირველზე დაამთავრა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მილანთან დამარცხდა. რონალდო უკვე შემდეგ სეზონზე ფიქრობდა. გალას ცერემონიაზე ის მესამე ადგილზე გავიდა და ამის შემდეგ, მან განაცხადა ,,მე აუცილებლად დავიკავებ პირველ ადგილს ეს ძალიან მალე მოხდება. მომდევნო სეზონში ჩვენი დამარცხება შეუძლებელი გახდება”ეს სიტყვები რონალდომ გალას ცერემონიის შემდეგ განაცხადა და მსოფლიო მის შემდეგ სეზონს დაელოდა…

მომდევნო სეზონი რონალდომ ძალიან ძლიერად დაიწყო. ყველა მიხვდა, რომ წელს მანჩესტერი მართლაც ძლიერი იყო და მისი დამრტყმელი ძალა აუცილებლად კრიშტიანო იქნებოდა. მას ყველა თითქმის ყველა მატჩში გოლი გაქჰონდა. ის უბრალოდ შეუჩერებელი იყო, ამ დროს მანჩესტერი იყო ისეთი ძლიერი როგორიც არასოდეს ყოფილა. მანჩესტერის ფანები რონალდოზე სრულიად დამოკიდებულნი იყვნენ და ისიც ამართლებდა მათ მოლოდინს. გუნდი ბრწყინავალედ თამაშობდა და მართლაც შეუჩერებელი იყო ყველა ფეხბურთელი მოტივირებული და ძლიერი. ასეთი მანჩესტერი ინგლისს დიდი ხანი არ ენახა, ყველა ფიქრობდა, რომ წელს იუნაიტედი იყო ძალიან ძლიერი და მათი გაჩერება იყო ურთულესი. მანჩესტერი ყოველ თამაშს უმაღლეს დონეზე თამაშობდა. გუნდმა უამრავი გოლი გაიტანა და ამ უამრავში 42 გოლი კრისტიანო რონალდოს ანგარიშზეა ფეხბურთელმა უდიდესი სამსახური გაუწია გუნდს მას სულ რაღაც 4 გოლი დააკლდა რეკორდის მოხსნამდე რომელიც ლეგენდარულ დენის ლოუს ეკუთვნის,რონალდომ თავის სიტყვა შეასრულა მან გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეეძლო და გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა. მოახლოვდა მოსკოვის ფინალი, სადაც ყველაფერი უნდა გაეკეთებია რონალდოს, რათა არ დამარცხებულიყო თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან დაძაბული გამოდგა. ბრაუნის ჩაწოდების შემდეგ რონალდომ თავით აუღებელი დაარტყა და მანჩესტერი დაწინაურდა მაგრამ ზუსთად 17 წუთში ფრენკ ლამპარდმა ანგარიში გაათანაბრა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა და კრისტიანო რონალდომ თავისი 11 მეტრიანი გააფუჭა მთელი მანჩესტერი შოკირებული იყო რომ ამ ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა და გადამწყვეტ მომენტში ვერ შეძლო პენალტის გატანა. პენალტის დასარტყმელად ჯონ ტერი გაემართა რონალდო იხსენებს ,,როდესაც ტერი ბურთს მიუახლოვდა მე ვიფიქრე რომ თუ გაიტანდა მე მანჩესტერის ფანებს თვალებში ვერ შევხედავდი საბედნიეროდ მან ააცილა და შემდეგ უკვე ედვინ ვან დერ სარმა ჩვენ ეს ტიტული გვიბოძა”მანჩესტერმა ჩემპიონთა თასი მოიგო. რონალდო ემოციებს ვერ იკავებდა. ის თავს მსოფლიოში საუკეთესოდ თვლიდა. 2007-08 წლების სეზონში რონალდომ ოქროს ბურთი,ოქროს ბუცი და ბრილიანტის ბურთი მოიგო. მან სამყარო დაიპყრო და ასპარეზზე მადრიდის რეალი გამოჩნდა…

მადრიდის რეალი კრისტიანოს ხელში ჩასაგდებად იბრძვის, მაგრამ მანჩესტერი მას არაფრის დიდებით არ თმობს. ევრო2008-ის შემდეგ, სადაც რონალდომ კოჭის ტრამვა გაიმიზეზა, მან ოპერაცია გაიკეთა. მადრიდის რეალმა მანჩესტერს წინადადებით მიმართა ესპანელები 80 მილიონ ევროს იხდიდნენ, რათა პორტუგალიელი მათ გუნდში გადასულიყო რონალდო გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ იყო მაგრამ საქმეში სერ ალექსი ჩაერია,შოტლანდიელის და რონალდოს საუბარო დახურულ კარს მიღმა შედგა და იქიდან გამოსულ ფერგიუსონს სახეზე ღიმილი ქონდა. ეს იმის ნიშანი იყო რომ რონალდო მანჩესტერში დარჩა და ოლდ ტრაფორდს კვლავ ჰქონდა კრისტიანოს თამაშით მიღებული სიამოვნების განცდა. სეზონი მანჩესტერმა რონალდოს გარეშე დაიწყო კრისტიანომ ტრამვა მოიშუშა და ის ჩემპიონთა ლიგაზე ვილიარეალის წინააღმდეგ დაბრუნდა ბევრი თვლიდა რომ რონალდო ისეთი შემართებით აღარ თამაშობდა როგორც ადრე, მაგრამ ამ აზრს მისი თამაში საერთოდ არ ემთხვეოდა. რონალდომ 26 გოლი გაიტანა მან ძალიან მნიშნველოვანი გოლები გაიტანა. მისი დახმარებით იუნაიტედმა ინგლისის პრემიერლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო. რონალდომ ოქროს მედლით გული ზედიზედ მესამედ დაიმშვენა. ხოლო ყველაზე სასიხარულო ის იყო რომ მანჩესტერმა არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ზედიზედ ორჯერ ითამაშა. გუნდის მეტოქე უძლიერესი ბარსელონა იყო. ბევრი ამ შეხვედრას მესი რონალდოს შეხვედრას უწოდებდა,თამაშზე ბევრი რომ არ ვისაუბროთ, უნდა ვთქვათ რომ ბარსელონამ მანჩესტერი დაჯაბნა გვარდიოლამ კი სერ ალექს ფერგიუსონი, მაგრამ რონალდო ბედნიერი იყო იმით რომ მან ამდენი შეძლო და მსოფლიოში საუკეთესო გახდა ის მადლობას კი მხოლოდ და მხოლოდ მანჩესტერს და სერ ალექს უხდიდა, როდესაც ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მან განაცხადა ,,მე ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვიქნებოდი რომ არა სერ ალექსი მე ამ ადამინის მადლობელი ვარ, არ მიმაჩნია სპეციალისტი, რომელიც მასზე ძლიერია მან მე ვარსკვლავი გამზარდა და ამის გამო მე მას მადლობას უხდი”რონალდომ განაცხადა რომ მას სხვა გუნდში სურდა ძალების მოსინჯვა და თქვა რომ მან მანჩესტერში ყველაფერი მოიგო და გუნდიდან წასვლა მოითხოვა მისი გული კი მადრიდისკენ მიილტვოდა

კრისტიანოს თხოვნას სერ ალექსი წინ ვერ დაუდგა და მან თავისი ხელით შექმნილი ვარსკვლავი დათმო. მადრიდის რეალმა მანჩესტერ იუნაიტედის ანგარიშზე 80 მილიონი ფუნტი ჩარიცხა და რონალდო რეალში გადავიდა ის მანჩესტერს დაემშვიდობა. კრისტიანომ განაცხადა ,,მე უზომოდ მიყვარს მანჩესტერის თითოეული გულშემატკვარი ისინი საოცარი ადამიანები არიან, არასოდეს დამავიწყდება ოლდ ტრაფორდი მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მათ არ დავავიწყდე, მანჩესტერი ჩემს გულშია”კრისტიანომ მანჩესტერი დატოვა. დატოვა ის ხალხი რომელნიც მას აღმერთებდნენ. დატოვა ის ხალხი რომლებიც მთელი ღამის მანძილზე Viva Ronaldo !!! -ს ყვიროდნენ. მანჩესტერმა თავისი გმირი გააცილა,ამ ფეხბურთელმა გუნდში თავისი სიტყვა თქვა და მას არასოდეს დაივიწყებენ. ის ლეგენდაა, ის დაუვიწყარი ბიჭია, რომელსაც ეს სიზმარი დაესიზმრა….


Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s