პოლიტიკა

Open Democracy – საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა


     საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა, _ წერს ინტერნეტგამოცემა Open Democracy-ს ჟურნალისტი იან კარვერი.
გამოცემა წერს, რომ იან კარვერი თბილისში პროდემოკრატიული პროტესტის სასტიკი დარბევის მოწმე გახდა.
კრავერი წერს, რომ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა, ისეთივე ტანკებით, რაკეტებით და თვითმფრინავებით, რომლებსაც ის 2008 წელს რუსეთთან მის წარუმატებელ ომში იყენებდა.
“აღლუმი სულ რაღაც რამდენიმე საათში ჩატარდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ არაადამიანურად დაარბია მანიფესტანტები, რომლებიც დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩაშლის მიზნით საქართველოს დედაქალაქის მთავარ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ”, _ წერს დარბევის თვითმხილველი ჟურნალისტი.
კრამერი ყვება, რომ 26 მაისს შუაღამით, ასობით მომიტინგესთან ერთად კოკისპირულ წვიმაში იდგა, როდესაც მეგობარმა ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა: “მათ ალყაში მოგაქციეს. გაიქეცი!”
“ანტისამთავრობო აქცია, რომელსაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა, ოფიციალურად არასანქცირებული და უკანონო გახდა, მაგრამ მანიფესტანტებმა დაშლაზე უარი თქვეს და ფეხს არ იცვლიდნენ თბილისის საკულტო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. ისინი გულუბრყვილოდ ემზადებოდნენ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ასობით კარგად გაწრთვნილ და ეკიპირებულ სპეცრაზმთან და პოლიციასთან. დროის ამოწურვასთან ერთად, კბილებამდე შეიარაღებულმა პოლიციამ ტერიტორია ყველა მხრიდან ალყაში მოქცია და მანიფესტანტებს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები დაუშინა, მათ შორის მათაც, ვინც უსაფრთხო ადგილის ძიებაში თავს მეზობლად მდებარე მართლმადიდებლური ქაშუეთის ეკლესიის შესასვლელს აფარებდა. წყალმა აქციის პერიმეტრზე განთავსებული ხელნაკეთი ბარიკადები წალეკა და მომიტინგეები (ბევრი ხანშიშესული ადამიანი და სასოწარკვეთილი ახლაგაზრდა) ურიცხვმა პოლიციელმა ძალადობრივი გზით დაარბია”, _ წერს იან კრამერი.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დაჯავშნულმა და სახანძრო მანქანებმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეების ნაწილს პარლამენტის შენობის სიღრმისკენ, ნაწილს კი თავისუფლების მოედნისკენ უბიძგა, სადაც კიდევ უფრო მეტი პოლიციელი მათ თითქოს როგორც ფარას გასაჟლეტად ელოდებოდა. ისინი ვინც სწრაფად გაქცევა ვერ მოახერხა პლასტიკური ხელბორკილები დაადეს, ცემეს და მიწაზე დაყარეს. მათ გარშემო პატარა ჯგუფები მორიგეობდნენ, რომლებიც ამ ადამიანების საპატიმროებში გადაყვანისთვის ტრანსპორტს ელოდებოდნენ.
“ამ დროს ასეთი ფაქტის მოწმე გავხდი: შეშფოთებული მოხუცი მამაკაცი, ორ სპეცრაზმელს ეკლესიის ტერიტორიიდან მოჰყავდა; მან გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა. თავდაპირველად პოლიცია მე და სხვა ჟურნალისტებს ადგილს არ გვაკარებდა, გვერდით იდგა და არაფერს აკეთებდა მოხუცის დასახმარებლად, რომელიც მიწაზე ეგდო და როგორც ჩანს გულის შეტევის გამო კონვულსიებში ბორგავდა. ამ დროს მეგობარი ამერიკელი ჟურნალისტი (ჯეფრი სილვერმანი) და მე მოხუცის გადარჩენას შევაცადეთ და დაჟინებით მოვითხოვეთ სასწრაფო დახმარების გამოძახება. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, თავისუფლების მოედნიდან სასწრაფო დახმარების ესკორტი გამოჩნდა. ეს მკვრივი აღნაგობის მამაკაცი მანქანამდე ექიმმა, სილვერმანმა და მე გადავიყვანეთ, მაშინ როდესაც პოლიცია სასტიკად ესხმოდა თავს მამაკაცების ჯგუფს, რომლებიც სასოწარკვეთილები ცდილობდნენ პარლამენტის შენობის დატოვებას და თითქოს ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ მათ სამათალდამცველთა ჯგუფი უსაფრდებოდა. პოლიციას აშკარად ნებისმიერი წინააღდეგობის მოსპობა უფრო აღელვებდა, ვიდრე იმ დაკავებული მომიტინგეების ან მოწმეების მოწოდებები დამხარებაზე, რომლებსაც გატეხილი თავებიდან სისხლი სდიოდათ”, _ იხსენებს კრამერი.
Open Democracy-ს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ახლა უკვე დათრგუნულ და დემორალიზებულ, ყველა მხრიდან პოლიციელებით გარშემორტყმულ ტყვეებს მარშით მიაცილებდნენ, როგორც აღლუმზე ადგილობრივი და უცხოური მედიის კამერების დასანახად. პოლიციელთა გრძელმა კოლონებმა იმ მიმართულების გადაკეტვა დაიწყეს, საიდანაც თავად მოვიდნენ ისე, თითქოს ეს მეორე დღის მოვლენებისთვის მოსამზადებელი მარში გახლდათ.
“სილვერმანმა და მე ნელ-ნელა თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილება გადავწყვიტეთ, ჩავუარეთ პარლამენტის წინ აღლუმისთვის განთავსებულ დალეწილ ხის სცენას და საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ მიმდინარეობდა კინოს მოყვარულთა ევაკუაცია კინოთეტრ რუსთაველის შენობიდან, რომლის ვიტრინებიც მთლიანად ჩამსხვრეული იყო. საპროტესტო აქცია უკვე სრულად დარბეული იყო და პოლიციელთა მრავალრიცხოვანი კორდონი ტერიტორიას ჯერ არ ტოვებდა, რომ სილვერმანმა მიწაზე დაცემული უყურადღებოდ მიტოვებული ადამიანი დაინახა, რომელიც ერთი შეხედვით ან კვდებოდა ან უკვე გარდაცვლილი იყო. ეს მომიტინგე კინოთეტრთან ახლოს, რუსთაველის გამზირზე ტროტუართან იწვა”, _ აღნიშნავს ჟურნალისტი.
კრამერი წერს, რომ ამ ადამიანის შესამოწმებლად ექიმები მხოლოდ სილვერმანის აღშფოთებისა და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოვიდნენ. მიუხედავად ამისა, უკვე გვიანი იყო და ადამიანი გარდაცვლილი გახლდათ. მას არ ჩაუტარდა არანაირი სამედიცინო დახმარება, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი, ექიმებიც და პოლიციელებიც ჩვენ გვემუქრებოდნენ და იმაზე იყვნენ კონცენტრირებულები, რომ როგორმე ჩვენ და სხვა ჟურნალისტებს ამ გარდაცვლილი ადამიანის ფოტო არ გადაეღოთ.
“შემდეგ ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანას გადაადგილება სთხოვეს ისე, რომ მედიას ვერ დაენახა ის, თუ როგორ გადაჰყავდათ გარდაცვლილი ადამიანი საკაცეზე, რადგან ის უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ჩანს განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ სილვერმანის სიტყვები ვერავის გაეგო; ის გარდაცვლილისკენ მიუთითებდა და ქართულ და რუსულ ენებზე გაჰყვიროდა “ის – ადამიანია და არა ნაგავი. რამე გააკეთეთ!” _ იხსენებს სტატიის ავტორი.
კრამერი აგრძელებს თხრობას: პოლიცია სულ უფრო გაღიზიანებული ჩანდა, ამიტომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით მალევე დატოვა ტერიტორია, თუმცა მანამდე კიდევ რამდენიმე ფოტო გადაიღო.
“მეორე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა (ერთი მომიტინგე და ერთი პოლიციელი) და ბევრი ჰოსპიტალიზირებულია. შსს-ს თანახმად, ორივე ადამიანის დაღუპვაში ბურჯანაძის მხარდამჭერთა ესკორტია დამნაშავე, რომელიც პოლიციის თავდასხმით გამოწვეული ქაოსისთვის თავის დაღწევას უხეშად ცდილობდა. ჩვენ ვეჭვობთ, რომ მსხვერპლი მეტია, და ის გარდაცვლილი ადამიანი რომელიც ჩვენ ვნახეთ, დაღუპულთა ოფიციალურ სიაში არ იქნება. ყველა შემთხვევაში, ის თუ როგორ ეპყრობოდნენ მას, პოლიტიკური ჩიხის ორივე სუბიექტის მხრიდან უდიდესი უპატივცემულობისა და უგუნურების დემონსტრირებაა.
გათენდა, კოკისპირულმა წვიმამ გადაიღო და უკანონო საპროტესტო აქციისა და მისი სასტიკი დარბევის ყველა კვალი გაქრა. სამხედრო აღლუმი გეგმის თანახმად ჩატარდა და ქართველი მაყურებლები აკვირდებოდნენ,  თუ როგორ ჩაიარა მისმა ერთ დროს დამარცხებულმა არმიამ იმ ქუჩაზე, რომელზეც იმავე დილას, მისმა ძლევამოსილმა პოლიციამ ძალის გამოყენებით სასტიკად დაარბია ის, რასაც  გარემოებების გათვალისწინებით, ყველაზე უკეთ პროდემოკრატიული პროტესტის სახელდება მოუხდება”, _ წერს Open Democracy-ს ჟურნალისტი.
წერილის ქართულ ვერსიას Foreignpress.ge აქვეყნებს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s