ჩემი სტატიები

რაღაც დამთავრდა..


ეს დღეები რაღაც უცნაურად ვარ, ამიტომ არ შემიძლია არ დავწერო რასაც ვგრძნობ.

11 წლის წინ, როდესაც 2000 წლის სექტემბერი იყო სკოლაში მიმიყვანეს. 7 წლის ვიყავი ახლა 17 წლის ვარ, შესაბამისად 10 წელზე მეტია რაც სკოლაში ვიყავი. თითქმის ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა.. 07:30-ზე ადგომა,  გაკვეთილის გადამეორევა, სკოლაში წასვლა. იქ კი მუდმივი სწრაფვა წარმატებისკენ. ყოველდღიურმა ჩემს თავზე მუშაობამ ჩამომიყალიბა ბევრი ის უნარი, რომლებითაც დღეს ვამაყობ.. ასე რომ რამდენიც არ უნდა ვიძახო:”სკოლა უვარგისია-მეთქი(და ამას ჩემი პირიდან არც თუ იშვიათად გაიგონებდით) ვაღიარებ რომ ამ წლებმა მაპოვნინე გზა საკუთარი თავისკენ, და საშუალება მომცა განვვითარებულიყავი.

11 წლის განმავლობაში, მე საკუთარ თავს ვასწავლე, როგორ უნდა ვყოფილიყავი მუდმივად ფორმაში და როგორ უნდა მომეღწია წარმატებული შედეგებისთვის.

ამ ყველაფრის დროს კი ვაკეთებდი იმ ადამიანების გვერდზე, რომლებთანაც ამ დროისთვის გატარებული ცხოვრების ნახევარი მაკავშირებს.

ძნელია ყველაფრის დაწერა, მაგრამ ეხლა მახსენდება ის დღეეები და წამები, თვალწინ მიდგას მათი სახეები და ცრემლი მომდის.. ნუთუ დამთავრდა ყველაფერი?

დიახ, დამთავრდა.. მაგრამ ახლა იწყება ცხოვრების მომდევნო ეტაპი რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოდ, წარმატებულად და შედეგიანად მინდა გავატარო.

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s