ჩემი სტატიები

გურული სიტყვების ლექსიკონი


  • ა კიდო! – ისევ
  • აანცება – აკლება
  • აასკდა – სწრაფად ავიდა
  • აბარბალდება – აალდება
  • აბარძღვა – წაქცევა
  • ადამ კოკოს დროინდელი – ძალიან ძველი
  • ათხრიშინებს ,თხრიშინი – წყლის ჩხრიალი
  • აი –ეს
  • ალაგე – ღობეზე გადასასვლელი
  • ამოჩაგვიება – რაიმეს იღლიაში ამოდება
  • არიქა – დროზე, სწრაფად
  • არჩივი – წილი
  • აქანე – აქ
  • აშვატიება – ხელში აყვანა


         ბ

  • ბადიში – შვილიშვილი
  • ბანდალი – ფეხარეული სიარული
  • ბარეღამ – ბარემ
  • ბაღანა – ბავშვი
  • ბენტერა – დაბნეული
  • ბია – კომში
  • ბობორიკე – ობობა
  • ბოლი – ტოტი
  • ბჟოლა – თუთა
  • ბჟუტური – უაზრო ლაპარაკი
  • ბჟუტური – უაზრო, უშინაარსო საუბარი
  • ბუდუა – ნათლია
  • ბუნდღა – ბუმბული
  • ბურკა – კურკა
  • ბურძგატებიანი – ეკლიანი
  • ბუჯგური – ძებნა
  • ბღორინობს – ხმამაღლა ტირის
  • გაბარბალებული სახლი – კეითლმოწყობილი
  • გაბდღალული – გაბადრული
  • გაბლიგვებული – გაცივებული, გაშეშებული
  • გაბურსალებული – გაბრუებული
  • გადაცრიალება – გამოდარება
  • გადახაპიწებული – მომკვდარუნებული
  • გადელება – გაგიჟება
  • გაკუჭდა – გაბრაზდა
  • გამბუზია – თავკომბალა
  • გამიშპა – დამისხლტა
  • განკლოვილი – მიხვედრილი
  • გაპალაჩებული – განადგურებული
  • გასკვანჩვა – დაჭერა
  • გატიალებული – მაგარი მთვრალი
  • გაუშომაულა – გაურიგა
  • გაფშიკინბული – გამომშრალი
  • გაშპა – გაქრა
  • გახაზირება – გამზადება
  • გახიკინებული – გამხმარი
  • გახუჭული – შეჭრილი
  • გაჯგუშული – გაწეწილი
  • გესამანიე – ჭკვიანი
  • გვანი – ნაგავი
  • გინდებლარიენ? – გინდათ?
  • გოუნკლოველი  – მიუხვედრელი
  • გოჟოიანი – მუცელგაბერილი
  • გულობიზა – თვის ბოლოსართი (მაგ.ბაღნის გულობიზა ბავშვისთვის)
  • გულუღმა – ღრმა თეფში
  • გუშხამ – უსასრულო წარსული
  • დაბლეცილი – დაუნი
  • დაბღოტილი – დაკაწრული
  • დაგაჩინჩქვალებ! – დაგამტვრევ!
  • დაგიყვლეპია, დაგინჭყერია – დაგიჭყეტია
  • დათქიშინობენ – დარბიან
  • დაკოტავება – გადაკეცვა
  • დამაყურე – მისმინე
  • დანდურება – დამდურება
  • დაჟღერტება – ძირს დაგდება
  • დასირსვალებდენ – დაფუთფუთებდნენ
  • დასპარტული – გადატყავებული
  • დაფილენჯული, მისკირენჯული – დანჯღრეული
  • დახლიფართული, დასკიპარჭული – დაგრეხილი
  • დეეთხუე – თავი დაანებე ,შეეშვი
  • დევიფსე – დავიღუპე
  • დობირა – მდინარის პირი
  • დღვაბერა – დონდლო
  • ელანძე – უსასრულოდ გაწელილი მომავალი
  • ვიჯეი – ვიჯექი
  • ზიპლიპიტო – წვრილმანი უსარგებლო ნივთი
  • ზლოკვი – პატარა გველი
  • თვალი – ოთახი
  • თხლე – ჭაჭის გამოხდის შემდეგ დარჩენილი ნარჩენი
  • იალონი – განთიადი, აისი
  • იბღოჭინა – ებღაუჭებოდა
  • იი – ის
  • იმიზა – იმიტომ
  • იჟღლემს – ისრესს
  • იქინე – იქ
  • კაკვი – მოხრილი ჯოხი ხილის მოსაკრეფად
  • კალანდა – ახალი წელი
  • კარდალა – ჯამი
  • კაძახი – გლეხი კაცი
  • კვატა –  იხვი
  • კოხი, ხოშკეკალი – სეტყვა
  • კუთვა – კვნესა
  • კურმუხეთი – ჯოჯოხეთი
  • კურცხალი – ცრემლი
  • კურცხალს აღვარღვალებდა – ცრემლი ჩამოსდიოდა
  • ლაფერა – დიდი ხის კოვზი
  • ლახანკა – ვარცლი
  • ლენგერა – მსხვილი ჯოხი
  • ლოპორწიე – ლოკოკინა
  • მათხუე – მათხოვე
  • მაი – ეგ
  • მაკვარანცხი – მოხერხებული
  • მაკვარანცხი – ხიფათიანი, ცელქი
  • მალაზონი, პროხი – ძალიან მოხუცი
  • მარცხი ელანძეა – მოულოდნელი ხიფათი
  • მეიზუკუტურე – ზურგზე მოიკიდე
  • მეიკუტა – მოიკრუხა
  • მეიცა – მოიცადე
  • მეტოშა – გამიკვირდა
  • მიგანგალებიებ – მიგარტყმევინებ
  • მიპოჭიკე – დამეხმარე
  • მოგესიანთა – მოგინდა
  • მოდღურული – მოტხუპნული
  • მოკაკვული – მოხრილი
  • მოკვარახჭინება – მოგვარება საქმის
  • მომიბორიე – მომინიავე
  • მოტიალებული – მოცარიელებული, მოსუფთავებული, ვაკე
  • მოჭვა – კრუხი
  • მოჭვა – კრუხი
  • მოხჩა – მოტყდა
  • მოჯაყვა, მომჯაყველი, მოჯაყული – შერცხვენა, შემარცხვენელი, შერცხვენილი
  • მრეჩხა – დამარტყა, ვიგრძენი, მივხვდი
  • მწათხე – მლაშე
  • ნაგულა, ნაკოტა – დაფშვნილი სიმინდის ტარო
  • ნალია – სასიმინდე
  • ნაფუნჩხები – ნაფხვენები
  • ნაქურჩელა – სიმინდის ფუჩეჩი
  • ნეზვი – დედალი
  • ორპოჭიკე – (მარტასავით) გამხდარი
  • ოჭვათო – საწვიმარი ღარი
  • ოჯგუში – ქვევრის საწმენდი
  • პეტელი – თხის კიკინი
  • პწკალა – კიბე
  • ჟვანთქი – წყლიანი ღვინო
  • ჟვერო – სველი ბალახი
  • რა ზორი აქვს? – რა უჭირს?
  • რასალაგა? – რა ადგილას
  • რაცხა – რაღაც
  • რეთი? – რამდენი
  • რეიზა – რატომ?
  • როფავს – ყინავს
  • საკარია – საქათმე
  • სამიდღემჩიო – სამუდამო
  • სიკორწიალა –საქანელა
  • სკვარამი – სიბნელე
  • სოხვი – ხახვი
  • სტორი – მართალი
  • ტარაბუა – თავბრუ
  • ტინტილა – ხვლიკი
  • უუბორნია – ტუალეტი
  • უზნეური – უხასიათო
  • უჯიკე – უბიძგე
  • ფარშივი – ყალბი
  • ფინთი – ავი
  • ფიჟვერა – ფილტვი
  • ფუტი, ბოლი – კვამლი
  • ფუფაიკა – თბილი მაისური
  • ფხუკიანი – ფიცხი
  • ქარჩხავი – კაპასი
  • ქენქერა – დაუკვირვებელი
  • ქვიჯა – სანაყი, ფილთაქვა
  • ღენჭეპო – ნაჭუჭი
  • ღჯა, სარი – ჭიგო
  • ყაზირალი – მოზრდილი ბავშვი
  • ყვაჭიჭა – ბაყაყი
  • ყია – კისერი
  • ყინტორა – კისერმოშიშვლებული
  • ყოლისფერი – ყველაფერი
  • ყოლიფერი – ყველაფერი
  • შლუ – დებილი
  • შომაული – შუაკაცი
  • ჩამეეტიე – დროზე ჩამოდი
  • ჩარხი,სენთი,მარიფათი – მოხერხება
  • ჩახანა – ქვაბი
  • ჩემზა – ჩემთვის
  • ჩივა – ამბობს
  • ჩიოდა – ამბობდა
  • ჩომპო – ღიპი
  • ჩხაპუტები, ფოსტლები – ჩუსტები
  • ცა – გოგო
  • ცახოცი – თავსაფარი
  • ცინტალი – კნუტი
  • ცხვირ–პირი დეისკიპარტა
  •  ცხვირ–პირი დაიმტვრია
  • ძნეყვა – დავარდა
  • ძღინკიანი – ცუდი გაფუჭებული ნივთი
  • წაი, იქინე, იმაში იგია და მეიტანე – გურულისთვის ჩვეული გამოთქმა, რომელიც უნდა გამოიცნო
  • წახანა – რამდენიმე წუთის ან საათის წინ
  • ჭური – ქვევრი
  • ხიბაკი – ბარგი
  • ხიბაკობს – იბარგება, ემზადება
  • ხინტრი – ხრტილი
  • ჯანჯუხა – ჩურჩხელა
  • ჯახირობს – წვალობს
  • ჯორკო – დაბალი სკამი
Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s