საქართველო VS რუსეთი · ჩემი სტატიები

მე მახსოვს…


ძნელია იმ დღეების გახსენება, თუმცა ომიდან 3 წლის შემდეგ არ შემიძლია არ დავწერო… ვერასოდეს აღიქვამ სხვის პრობლემას და ტკივილს თუ შენც არ გამოცდი იგივეს. ომზეც ასე ყოფილა… იცით ომი 2008-მდე როგორ წარმომედგინა? აი, როგორც ფილმებში იყო: “ბაღდადში ამერიკული ჯარები-ბრძოლა ქუჩებში, ან რუსები ავღანეთში, დაბომბვები პალესტინაში უკვე ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნდა. ასე მეგონა უბრალოდ-ომში ვიღაც მოკვდება, ვიღაც გადარჩებაა, ცივილიზაცია განადგურდება. შემდეგ კი ყველაფერი ახლიდან დაიწყება ახალი ომის წამოწყებამდე. ” ასე  ზუსტად 2008 წლის 9 აგვისტოს ღამემდე ვფიქრობდი.

დასასვენებლად თითქმის ყველა ზაფხულს დასავლეთ საქართველოში მივდივარ ხოლმე, ამ წელსაც არ ყოფილა გამონაკლისი. ურეკში ვიყავი. იქ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით არ ვიყავი განებივრებული, მაგთი ფიქსით კი მიჭირდა ინფორმაციების მოძიება. ამიტომ სიახლეებს ძირითადათ ტელევიზიისა და პრესის საშუალებით ვეცნობოდი ხოლმე.

ყოველდღიურად მესმოდა თითქოს ომის მაუწყებელი რიტორიკა, სროლები და დაბომბვები ცხინვალის რეგიონში, მაგრამ სერიოზულად არცერთი დეტალი არ აღმიქვამს. “აქ ასეთი ამბები ჩვეულებრივი მოვლენაა ალბათ”-ამით ვინუგეშებდი თავს და ვცდილობდი ზაფხულის დღეები მშვიდათ გამეტარებინა. თან  ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა.

მაგრამ 7 აგვისტოს, საღამოს როდესაც ქართული სამშვიდობო ძალების სარდალმა ეს განცხადება გააკეთა

და შემდეგ ისიც დაამატა რომ საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას შეეცდებოდა, მაშინ მივხვდი რომ საქართველოში ომი დაიწყო… ომი რუსეთის წინააღმდეგ… სცენარი ზუსტად იგივე იყო რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში. სეპარატისტებსა და ე.წ დაქირავებულ მეომრებს ზურგსამოფარებული რუსული არმია ინტერვენციას მოაწყობდა საქართველოში.

დრო ზუსტად შეარჩიეს-8 აგვისტო. დღე როდესაც პეკინში მსოფლიო ოლიმპიური თამაშების გახსნა იყო დაგეგმილი. ბუნებრივია ასეთ მოვლენას არცერთი პოლიტიკური ლიდერი გამოაკლდებოდა, მათ შორის არც საქართველოს “მფარველი” სახელმწიფოების ლიდერები.

მივყვეთ სცენარს. რუსეთის გეგმით მათ ოსი სეპარატისტები უნდა გამოეყენებინათ ერთვარ სატყუარად, კერძოდ მათ უნდა მიეტანათ იერიშები ქართულ სოფლებზე და პოზიციებზე, რაც თავისთავად გააღიზიანებდა საქართველოს ხელისუფლებას და მათ წინააღმდეგ ადეკვატურ ძალას გამოიყენებდა. ამ დროს როკის გვირაბიდან რუსეთის არმია შემოვიდოდა და ოსების დასახმარებლად ქართული ჯარის წინააღმდეგ დაიწყებდა ბრძოლას. ახლა მთავარი ის იყო რამდენად წამოეგებოდა ამ პროვოკაციას ქართული მხარე. ახლანდელი გადმოსახედიდან, რუსეთის ეს გეგმა საკმაოდ ჭკვიანური იყო. რადგან ქართული მხარის აყოლის შემთხვევაში ისინი ისე დაიკავებდნენ ქართულ ტეროტორიებს რომ სიტუაციაში საქართველოს პარტნიორი დიპლომატები ჩართვას ვერც მოასწრებდნენ-მათი დიდი ნაწილი ხომ პეკინში იყვნენ, დანარჩენები კი შვებულებას მშვიდათ ატარებდნენ.

ერთი შეხედვით რუსეთის გეგმის განხორციელებას ხელს არაფერი უშლიდა გარდა ქართული მხარის მოქმედება. რუსებს ისე სურდათ დაენახვებინათ დასავლეთისთვის სიტუაცია თითქოს ქართველებმა საბრალო ოსები და რუსი “მშვიდობისმყოფელები” დაჩაგრეს, მათ დასახმარებლად კი რუსეთის არმია აღმოჩდა საჭირო დროს და საჭირო ადგილას როკის გვირაბის გაღმა მხარეს.(რუსებმა ხომ ჩრდ. კავკასიაში დიდი რაოდენობით შეიარაღებული ძალების მობილიზება ჯერ კიდევ გაზაფხულიდან დაიწყეს)

ომის დასრულების შემდეგ არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თუ ცნობილმა პოლიტოლოგმა უშუალოდ საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს მიაწერე. ეს აზრი აისახა ტალიავინის დასკვნაშიც, რომელიც ომის შემდგომ დასავლეთმა მოამზადა. მათ აზრს ვეთანხმები მეც. შევეცდები ახლა ავხსნა თუ როგორ დაიწყო საქართველომ ომი. საქმე ის არის, რომ ცხინვალი რეგიონში, მსგავსი მასშტაბის სროლები და დაბომბვები 1991-წლიდან მეტნაკლები სიხშირით ყოველთვის მიმდინარეობდა და ამ ყველაფრის რეალური მიზეზი ზევითაც დავწერე. თუმცა საქმე ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებამდე არასოდეს მისულა(თუმცა იყო 2005 წელს ამის პრეცენდენტი, მაგრამ მაშინ ერთი ნაბიჯით დაიხია ქართულმა მხარემ უკან და ომი თავიდან ავიცილეთ). ხოლო 7 აგვისტოს, საღამოს სეპარატისტების საპასუხოთ ქართულმა მხარემ რეგიონში ქართული არმიის ნაწილები შეიყვანა და რეგიონის ჩრდილოეთით როკის გვირაბის გამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვა დაიწყო, სავარაუდოთ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რომ იქიდან რუსული სამხედრო ტექნიკა მოდიოდა საქართველოსკენ. რეალურად, ალბათ არავის გაუჭირდება განასხვავოს რამდენიმე სეპარატისტის მიერ მცირეკალიბრიანი იარაღით რამდენიმეწუთიანი სროლა  და ქვეყნის არმიის მიერ არტილერიით რეგიონის დაბომბვა. სწორედ ამიტომ მოგვაკრეს იარლიყი რომ საქართველომ ომი დაიწყო. ეს იარლიყი კარგად გამოიყენა რუსეთმა რათა “გაეპრავებინა” თავისი არმიის საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოყვანა. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია და ამას ვერსაც გავექცევით.

ალბათ არასდროს დამავიწყდება ეს კადრები, 7 აგვისტოს საღამოს. ამ დროს მეგონა რომ სულ მალე ცხინვალს დავიბრუნებდით და ათიათასობით ჩემი თანამოქალაქე, რომელიც წლების წინ თავიანთი სახლებიდან გამოდევნეს, მალე ისევ შინ დაბრუნდებოდნენ.

ომის დაწყებას რაც შეეხება, ჩემთვის აბსოლიტურად გასაგებია იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებმაც შეტევის დაწყების ბრძანება გასცეს. ძნელია როცა ყოველ წამს გებულობ ინფორმაციას, როგორ მოკლეს ან დაჭრეს ქართველი პოლიციელი, მშვიდობიანი მოსახლე, თუმცა ესეც არაფერი, როდესაც იგებ რომ შენი ქვეყნისკენ მოემართება რუსული კოლონა, რომელშიც შემავალი ტექნიკისა თუ ცოცხალი ჯარის ოდენობა იმდენია, რომ მისი დათვლა აგენტებმაც ვერ შეძლეს ძნელია მშვიდათ იჯდე და იმაზე იფიქრო რომ პროვოკაციას არ უნდა აყვე. თან წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც თუ ხელისუფლება სიტუაციას ვერ გააკონტროლებდა ეს მომავალში მას არც თუ ისე კარგ შედეგს უქადდა არც გარეთ და არც შიგნით. მოკლედ, ერთადერთი გამოსავალი მტრის ღირსეული დახვედრა იყო, იმ დროს როცა უკვე დიპლომატები უძლურნი იყვნენ და თავისუფლად შეეძლოთ თუნდაც შვებულებაში წასულიყვნენ.

მახსოვს დურბინდით ვუყურებდი ფოთს. ვერაფერს ვხედავდი, გარდა კვამლისა…

ძნელია როცა შენი თანამოქალაქეების დაცემის ხმა გესმის, მაგრამ უფრო ძნელია როცა მათ ვერ ვერ ეხმარები…

9-ში ღამე როცა რუსები უკვე იგოეთთან იყვნენ ცხოვრებაში ყველაზე ძალიან შემეშინდა, რადგან ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებდი, რას აპირებდნენ ამის შემდეგ ისინი…

მთვარეს ვუყურებდი და ცალი თვალიდან ცრემლი მომდიოდა…

Advertisements

One thought on “მე მახსოვს…

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s