ჩემი სტატიები

ჩავაბარე.. სოც-პოლელი ვარ..


ალბათ ზოგი იტყვის, და მეც ვფიქრობ რომ ეს სტატია დაგვიანებულია. 29 აგვისტოს გავიღვიძე,  11 საათი იყო დაწყებული შედეგები რომ დაიდო. მაგრამ რა ვქნათ რომ ეხლა მომინდა წერა?

ერთი წლის წინ გეგმებს ვაწყობდი, აბიტურიენტობისთვის ვემზადებოდი. იდეა ბევრი იყო, გზები კიდევ უფრო ბევრი.. მაგრამ ვიცოდი რომ წინ ურთულესი წელი მელოდა.

ძნელია ეხლა ამ ერთ სტატიაში ვწერო აბიტურიენტობის შესახებ, თუ ყოფილი აბიტურიენტები წაიკითხავენ ალბათ დამეთანხმებიან კიდეც.

ზამთარში სიცივეში, წვიმასა და ქარში თვალებისტკივილით მასწავლების კარზე მიდგომა; ავტობუსში და მარშუტკაში სკამზეე ჩამოძინება, ოთახში მიმოფენილი წიგნები, ფურცლები, რვეულები.. ალბათ ეს სურათები არასოდეს დამავიწყებს აბიტურიენტობის წელს..

მაგრამ ეს უკვე წარსულია.. და მე არასოდეს მიყვარს წარსულში დარჩენა. 29 აგვისტოს ჩემმა მომავალმა კურსელებმა მახარეს რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალულ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩავირიცხე. წარმოუდგენელი სიხარული იყო, თუმცა ქულების გამოცხადების დროს უკვე ვიცოდი ალბათობით რომ თსუში ვიყავი.

შემდეგ სერვერიც გაიხსნა და ჩემი თვალითაც ვნახე..

წლები ვნატრობდი სტუდენტობას. ველოდი დროს როდესაც ჩემთვის სასურველ განათლებას მივიღებდი, შევიძენდი კიდევ უფრო ბევრ მეგობარს და ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდით.

ყველაფერი დასრულდა, აბიტურიენტობაც, გამოცდებიც, ქულებიც, ჩარიცხვების მტანჯველი ლოდინიც, და ეხლა მოუთმენლად ველი 3 ოქტომბერს, როდესაც წავალ უნივერსიტეტში. ძალიან მინდა მალე გავიცნო ჩემი მომავალი კურსელები, ალბათ ყველა მათგანს დაახლოებით იგივე ინტერესები ექნება რაც მე. ამიტომ მაინტერესებს მათთან ურთიერთობა.

ვეცდები უახლოესი წლები ნაყოფიერად გავატარო, ბევრი ახალი ვისწავლო, და საჭირო გამოცდილებაც მივიღო.

Advertisements

6 thoughts on “ჩავაბარე.. სოც-პოლელი ვარ..

  1. წენ 1 თვე გვაქვს …როდის გავა რა!
    არასდროს დამავიწყდება,მთელი წლის განმავლობაში ისტორიიის მასწავლებელთან დილის 7 საათზე სიარული და მერე პირდაპირ სკოლისაკენ ჰერი-ჰერი 🙂

    Like

    1. მე თებერვალში ყინვაში 07:30ზე ინგლისურზე სიარული არ დამავიწყდება არასდროს 😀 კიდევ ქიმიის მასწავლებელი რომ მემუქრებოდა და დირექტორი საატესტატოში ჩაიჭრებიო 😀

      ძალიან მინდა საინტერესო წლები გავატაროთ თსუში..

      Like

      1. მასწავლებლების შეგონებებს,რომ ვერ ჩააბარებთო,რა დამავიწყებს 🙂
        არა,მაინც კარგი წელი იყოს,მაგრამ მეორედ აღარ ვისურვებდი იმავეს გამოვლას 🙂

        Like

  2. ხო არ დაგვავიწყდება არასდროს 😀
    მეორედ ამ წლის გამოვლა უკვე შეუძლებელია თეორიულადაც კი 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s