ჩემი სტატიები

პირველი დღის მოლოდინში…


მახსოვს 1 წლის წინ ჩემი აბიტურიენტობა იწყებოდა, მომზადებას ვიწყებდი, ვგეგმავდი ყველაფერს წინასწარ.. შემდეგ დაძაბული წელი – ალბათ უფრო სიმბოლურად, თუ არა მეცადინეობით არასდროს მომიკლავს თავი… (უნარების გარდა ყველა მასწავლებელი გაგდებით მემუქრებოდა, მაგრამ ამაზე სხვა დროს დავწერ)

შემდეგ გამოცდები.. ჯერ საატესტატო, შემდეგ ეროვნული და ბოლოს 29 აგვისტოს(არასოდეს არ დამავიწყდება ეს დღე) გავიგე რომ თსუს სოციალურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე მოვხვდი.

ალბათ თსუს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ისეთი აქტიური ნაკადი და კურსი როგორც 2011 წლის სოცპოლის პირველკურსელები(ყოველშემთხვევაში დასაწყისმა ეს შთაბეჭდილება დამიტოვა და იმედია მე-4 კურსის ბოლოსაც იგივეს ვიტყვი.
P.S თუ რა თქმა უნდა ამ დროს მეტეორების წვიმაში არ “გავიწკუმპლეთ”)

მოკლედ რაში მდგომარეობს ეს ჩვენი ზეაქტიურობა ამასაც ვიტყვი. გამოცდების შედეგები ჯერ ცნობილიც არ იყო როცა fb-ზე შეიქმნა ჯგუფი TSU – social-political faculty, რომელიც თორნიკემ შექმნა. აქ შევიკრიბეთ ისინი(ჯერ კიდევ აბიტურიენტის სტატუსით) ვისაც განაცხადში თსუს სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტი ჰქონდა მითითებული. როცა ჩარიცხვები დაიდო მე უკვე ბევრ ჩემს კურსელს ვიცნობდი…

აქ გავიგე სწორედ ჩემი აქ ჩარიცხვის ინფორმაციაც პირველად, რომელიც ქეთიმ მომაწოდა 😀 (ამის გამო ეს ბავშვი არასდროს დამავიწყდება ცხოვრებაში. ახალგაღვიძებული ფბ-ზე შევედი და მომახარა “აქ ხარო” > ჰმმ.. კარგი იყო…

ჩარიცხვების გამოცხადების დღიდან, ჯგუფი ზოგმა დატოვა(თუმცა იმედი მაქვს რამდენიმე მათგანი სულ მალე შემოგვიერთდება, რადგან ძალიან დავუახლოვდი მათ)
ახლებიც შემოგვიერთდნე. ასე ჩამოყალიბდა სოცპოლის პირველიკურსელთა საზოგადოება 😀

დღემდე ამ ჯგუფიდან ბევრი გავიცანი. (რამდენიმეს მანამდეც ვიცნობდი) ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ შორის აღმოვაჩინე ისეთები ვინც განსხვავებულები და საინტერესონი არიან, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის სასურველია. იმედი მაქვს რომ, სწორედ მათთან ერთად საუკეთესო სტუდენტობის წლებს შევქმნით.

რამდენიმე ვნახე კიდეც თსუში…

ჩარიცხვის დღიდან მოუთმენლად ველოდებოდი 3 ოქტომბერს-სტუდენტობის დაწყების თარიღს. ამ დღის “მალე მოსვლის” სურვილი უფრო მიმძაფრდებოდა როცა ბავშვებს ვესაუბრებოდი. ბოლოს კი როცა საგნებიც ავირჩიე უკვე საათებს ვითვლიდი 3-მდე.

ხოდა… ხვალ 3 ოქტომბერია 29 აგვისტოს შემდეგ, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენს ცხოვრებაში (tag all). ერთადერთი რაზეც ეხლა ვფიქრობ ის არის რამდენად გაამართლებს ხვალინდელი და მომდევნო დღეები ჩემს იმედებს..

Advertisements

17 thoughts on “პირველი დღის მოლოდინში…

  1. უკვე ხვალ, რა მალე გავიდა დრო, არადა როგორ მახსოვს ვამბობდი ერთი თვე კიდე წინ მაქვს უნისამდე თქო .. 😛

    Like

    1. ცუდია.. :(( მაგრამ იმედია ხვალიდან შეიცვლება შენი განწყობა, ცოტათი მაინც :))

      Like

  2. მე,ასე მძაფრად არ განმიცდის თსუს სტუდენტობა,მაგრამ იმაში გეთანხმები,რომ ბავშვებთან საუბრის დროს,ერთი სული მქონდა მალე მოსულიყო 3 ოქტომბერი.
    მართლა საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ და იმედია ასე გაგრძელდება შემდეგი 4 წელი.

    Like

    1. მართლა აქტიურად დავიწყეთ მაგრამ მხოლოდ ნეტში ჯერჯერობით..

      ძალიან აქტიურობა გაგრძელდეს :დ და ხვალინდელმა დღემ ისე ჩაიაროს რომ რამე სამახსოვრო დაგვრჩეს.. ❤

      Like

      1. ჯერჯერობიტ ნეტში ვართ ძალიან აქტიურები. საქმეზე რო მიდგა საქმე,უმრავლესობამ უკან დაიხია და იმედია,გამოსწორდება და ხვალინდელი დღე ცუდად არ დამამახსოვრდება.
        მე მჯერა თქვენი!

        Like

    2. ეს ალბათ პირველი შეხვედრის ბრალია მაინც : ))

      იმედია ასეთი პასიურობა არ იქნება მერეც 🙂

      მეც მჯერა – ჩვენი..

      Like

  3. იმედია 😛 და თუ კაი სიტუაცია დამხვდა ძაან კაი იქნება .. ბედნიერ სტუდენტობას გისურვებ 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s