ჩემი სტატიები

პირველი დღეები…


დიდი ემოციებით ვწერდი 2 ოქტომბერს-სწავლის დაწყების წინ დღეს-პირველი დღის მოლოდინებს. მაშინ გადავწყვიტე რომ პირველ დღესაც დავწერდი რეაქციებს იმ დღის შესახებ. მართალია დღევანდელ დღეს პირველ დღესთან არაფერი აქვს კავშირი, რადგან დღეს უკვე მეორე დღეა, მაგრამ ვაპირებ სწორედ ეხლა დავწერო ყველაფერი, რადგან, გუშინ დაღლილი ვიყავი და სულაც არ მქონდა წერის თავი.. 😀

2 ოქტომბრის ღამეს ვფიქრობდი თუ როგორ შეიცვლებოდა რამდენიმე საათში ჩემი ცხოვრება. პირველი ცვლილელა ის იქნებოდა რომ ნაცვლად 12:00+ საათზე ადგომისა 09:00-ზე უნდა ავმდგარიყავი.

დილით რომ გავიღვიძე ცოტა ვნერვიულობდი.. არასოდეს მქონია პრობლემა ახალ საზოგადოებაში ინტერგრაციის პროცესზე, მაგრამ ახლა იმ ასაკში ვართ ადამიანების განსხვავებულობა ყველაზე მეტად თვალსაჩინოა. ამიტომ მოსვენებას არ მაძლევდა ფიქრები – როგორები იქნებოდნენ.

მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები ვისთვისაც პირველადი შთაბეჭდილებები ბევრს ნიშნავს შემდგომი ურთიერთობების განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ ვფიქრობდ ასე ძალიან ამ შთაბეჭდილებებზე. მიუხედავად იმისა რომ ბევრ კურსელს უკვე “ისეთ პონტში” ვიცნობდი facebook-ის საშუალებით, პირადი პირველი შეხვედრა მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა.

 

პირველ დღეს როცა თსუში მივედი ზუსტად ისეთი სიტუაცია იყო, როგორიც წარმომედგინა მანამდე იდეაში.

ბავშვებიც გავიცანი… ბუნებრივია ყველა კურსელი ჯერ არა, მაგრამ უკვე საკმაო რაოდენობა. პირველად შთაბეჭდილებებს რაც შეეხება ბევრზე ჩამომიყალიბდა უკვე დადებითი, რამდენიმეზე ძალიან დადებითი, ზოგზე კი ჩვეულებრივი შთაბეჭდილება. რამდენიმე იმდენად საინტერესოა რომ ეს პოსტი სწორედ მათ გამო არ დავწერე 3-ში ან 4-ში და ვწერ დღეს.
თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანებს შორის ბევრია ისეთი ვის გაცნობასაც ყოველთვის ვისურვებდი და გამიხარდა რომ იმ დღეს გავიცანი.. იმედია ერთად ბედნიერი სტუდენტობა გვექნება.. და არამარტო.. 🙂

ალბათ ეს დღე არასოდეს დამავიწყდება არც მე და არც იმ ბავშვებს ვინც ნახევარი თბილისი ფეხით შემოვიარეთ რესტორნის საძებნელად. 😀  სადაც შემდეგ პირველი ძალიან ლამაზი საღამო გავატარეთ..

არაერთხელ მითქვამს რომ მე ძალიან იშვიათად ვარ რაიმეთი კმაყოფილი(და არა ვინმეთი), ალბათ ეს ზედმეტად რეალისტობის ბრალია, მაგრამ 3 ოქტომბერი მართლა დასამახსოვრებელი თარიღი იქნება ჩემს ცხოვრებაში მანამ სანამ მეტეორები დაგვეჯახებიან, ან უცხოპლანეტელები გვესტუმრებიან(ამ მეორეზე ვღადაობთ 😀 )

Advertisements

4 thoughts on “პირველი დღეები…

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s