ჩემი სტატიები

ტრაგედია უგმიროდ 2… ანუ სისხლი რუსთაველზე…


მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება, რადგან ძნელია როცა “შუბლგახვრეტილ” ადამიანს უყურებ რომელიც სისხლისგან იცლება… დღეს ინგლისურის ლექციის შემდეგ, დამირეკეს და სოლოლაკში რაღაც საქმეზე წავედი, იქიდან კი რუსთაველზე ფეხით ამოსეირნება გადავწყვითე, ვიფიქრე თსუმდე ავალ მეთქი. გზაში ბიზნესების მოგებებს ვანგარიშობდი ჩემთვის 😀  რუსთაველის თეატრს ოდნავ გამოვცდი როცა რაღაც ხმა გავიგე, აი საახალწლოდ რომ ბავშვები აფეთქებენ რაღაცეებს იმას ჰგავდა. მერე მეორეც იყო, მესამეც. მე “ჟეშტზე”(არვიცი ქართულად რა ჰქვია) რომ ლურსმანს აჭედებენ იმის ხმას მივამსგავსე, და ნერვები მომეშალა უხმაუროდ ქნან მეთქი. ამ დროს ვიღაცამ იყვირა სროლააო ( მე ჩემით ვერ მივხვდი), მეორემ იყვირა სპეცოპერაციააო. ხალხი დაპანიკდა… უმრავლესობა მაღაზიებში შევარდა, ზოგი კი ძირს დაიხარა.. მე კი დავიწყე ფიქრი საიდან მოდიოდა სროლის ხმა და იქით წავედი. ჩემი აზრით ხმა კონსერვატორიის ჩამოყოლებაზე რომ ქუჩაა, მაქედან მოდიოდა და სწორედ იქით წავედი მეც. (პ.ს შერლოკ ჰოლმსობას არ დავიწყებ ეხლა 😀 ) ცალ ხელში ფაილები და ბლოკნოტი მეჭირა, მეორეთი ტელეფონი ამოვიღე გადაღების რეჟიმი ჩავრთე და წავედი… არვიცი სად მივდიოდი, ალბათ ამ დროს სინდრომი გამიჩნდა ჩემი ინფორმაცია ყველას ყველაზე პირველად გაეგო. და ამის გამო შესაძლოა საკუთარი სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დავაყენე.. წმინდა ჟურნალისტიკური მომენტია 😀

მეგონა კონსერვატორიის მხრიდან ისროდნენ ამიტომ შენობის კედილის ნაპირას მივედი და წავედი იქით მხარეს. კუთხეში რომ მივედი თან იქიდან სროლის ვერაფერი კვალი ვერ შევნიშნე, და გზა კიდევ წინ გავაგრძელე.. მახსოვს ხალხი გაშტერებული მიყურებდა, თუმცა ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე სხვაც მოდიოდა. ამ დროს facebook-ზე ვიყავი თან, და ვცდილობდი მოკლე და ლაკონური წინადადებებით ინფორმაცია გამევრცელებინა.

ბოლოს დავინახე გზის პირას წაქცეული კაცი და იქით წავედი. სროლები შეწყდა…

ადამიანის ირგვლივ რომელიც გზის პირას იწვა დიდი სისხლის გუბე იყო, პრინციპში სიცოცხლის არანაირი კვალი არ აჩნდა. ან რა დაეტყობოდა რაც ჩანდა მინიმუმ 2 ტყვია თავში ჰქონდა მორტყმული და სხვა ადგილებშიც ექნებოდა..

საერთო ჯამში 15-ზე მეტი გასროლა მოხდა.

თუმცა იქ მყოფი ადამიანები რომლებიც მისი დედა და და აღმოჩნდნენ ამბობდნენ რომ პულსი ესინჯებოდა. არვიცი გადარჩებოდა თუ არა ამდენი ტყვიის შემდეგ ის ადამიანი, არც ის ვიცი ვინ იყო, მაგრამ ფაქტს ხმამაღლა ვიტყვი რომ სანამ სასწრაფო მოვიდა გზის ნახევარი ზოლი სისხლით გაივსო. რატომღაც არც ტაქსებმა წაიყვანეს საავადმყოფოში და არც პატრულმა..

არ მინდოდა ბევრი სურათის გადაღება და გავრცელება ამიტომ მხოლოდ 1 გადავიღე

ამის შემდეგ დავტოვე აქაურობა. ცოტა ‘დაზაფრული’ ვიყავი თითქოს, თუმცა არა იმიტომ იმდენად რომ კაცი მოკლეს არამედ უფრო იმიტომ რომ არავინ წაიყვანა საავადმყოფოში.

საღამოს რამდენიმე ჟურნალისტი დამიკავშირდა ტელეფონზე და რაღაც კითხვები დამისვეს. შეგიძლიათ იხილოთ ინტერვიუც.

Advertisements

4 thoughts on “ტრაგედია უგმიროდ 2… ანუ სისხლი რუსთაველზე…

  1. mda…. vai Sens Jurnalistobas, vai Sens iumoris “argrZnobas” , vai Sens qarTulis maswavlebels da mokled vai Sens patrons!. lomgulic xom ar ggonia Tavi? 😀

    Like

  2. მოკლედ მე ვცხოვრობ კონსერვატორიის პირდაპირ გრიბოედოვზე. ზუსტად ორი წუთით ადრე მაგ ამბამდე დავინახე მოკლული და სახლში რომამოვბრუნდი ისიც დავინახე ვინც საბოლოოდ ერთ-ერთი მკვლელი აღმოჩნდა. არადა პატარაობაში ფეხბურთს ვთამაშობდით ერთად, კაცის მოკვლა თუ შეეძლო მაშინ ნამდვილად ვერ ვხვდებოდი

    Like

  3. ჩემო პატარა მეგობარო. ჩემს მეილზე რომ არ მოსულიყო შენი სტატია მას არც კი წავიკითხავდი. მაგრამ რაკი წავიკითხე მომინდა კომენტარის გაკეთება.
    ნამდვილად გაუგებარია რის თქმა გინდა და რის შეტყობინებას ცდილობდი. კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ გაქვს ჩასმული მომღიმარე სმაილიკები და შესაბამისი უაზრო კომენტარები როდესაც მკითხველს ამცნობ ტრაგედიის შესახებ.
    რაც შეეხება სასწრაფოს და დროზე შველას, ეგ ემოციებია, ხოლო ყველამ თავის საქმე მაღალ პროფესინალურ დონეზე უნდა აკეთოს. მათ კი, ვგულისხმობ ტაქსისტებსა და პატრულს დაზარალებულის წაყვანა არ ევალება. უფრო მეტიც. შეიძლება კანონმა ისინი დასაჯოს კიდევაც ამისათვის. ამიტომ ჩემო კარგო ბევრი ისწავლე და ბევრი იფიქრე სანამ დაწერ რაიმეს. თორემ წალეკა ჩვენი ქვეყანა არა პროფესიონალიზმმა. სხვათაშორის ეს ყველაზე მეტათ შენ კოლეგებს ჟურნალისტებს ეხება! ხალხის ცნობიერება გამოტენეს სისულელებით. ჰგონიათ რომ ყველაფერი შეუძლიათ და ყველაფერი ეპატიებათ.
    ისე რომ, დაფიქრდი, რომ რუსიკოს ნაირი კომენტარები არ მიიღო.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s