ჩემი სტატიები

რებრენდინგი 2 წლის შემდეგ


ალბათ ჩემს მეგობრებს ახსოვთ, 2 რამდენიმე დღის წინ ჩემი ბლოგის რებრენდინგი რომ დავაანონსე. სწორედ ეხლა, ჩემი ბლოგის შექმნიდან 2 წლის შემდეგ აზრად მომივიდა ბლოგის არსებობაში რაღაც შემეცვალა.

არასოდეს მითქვამს ბლოგერი ვარ მეთქი, უბრალოდ 2009 წლის 22 ოქტომბერს გადავწყვიტე ბლოგი შემექმნა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა… მახსოვს თავიდან არაფერი ვიცოდი ბლოგი “მოწყობის” შესახებ, ეხლა კი ალბათ ტექნიკურად და ვიზუალურად ერთ-ერთი გამართული ბლოგი მაქვს. იმ ადამიანებს ვინც აქ ხშირად შემოდიოდნენ ალბათ ემახსოვრებათ თუ რა სისწრაფით ვცვლიდი დიზაინებს ზოგჯერ. ეს იმისთვის რომ ბევრი ქართული ბლოგის მსგავსად ერთფეროვანი არ ყოფილიყო ჩემი ბლოგი. ბლოგს  Primetime დავარქვი, ძნელია ავხსნა რატომ, ალბათ იმიტომ რომ ვაპირებდი ქართულ ინტერნეტ სივრცეში ერთგვარი პრაიმტაიმის როლი შეესრულებინა. დევიზათ კი (არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ სინონიმიც არვიცი სხვა) “თავისუფალი სიტყვა – თავისუფალი ადამიანებისთვის” მქონდა. ამ სიტყვებში ბევრი რამ ჩავდე და რადგან ეხლა ცვლილებები გადავწყვიტე არ ნიშნავს რომ ეს სიტყვები მოძველდა ან აღარ მომწონს. ისევ ძალიან მომწონს, და ისევ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, თუმცა რადგან რებრენდინგია იყოს რებრენდგი და შესაბამისად ცვლილებები.

ახლა მინდა მცირე სტატისტიკა მოვიშველიო 2 წლიანი ფუნქციონირების შესაფასებლად. 2009 წლის 22 ოქტომბრიდან ჩემს ბლოგზე დაიწერა 166 პოსტი, აქედან 76 სტატია პირადათ ჩემი დაწერილია, ასევე მაქვს 3 ფოტო რეპორტაჟიც. სულ მკითხველმა დაწერა 352 კომენტარი.

სულ 55 033 პოსტი იქნა წაკითხული, ყველაზე “ხალხმრავალი დღე” 7 სექტემბერი იყო, ამ დღეს 2000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა საიტზე(ცნობისთვის ეს ის დღეა გრანტების გამოთვლები რომ გამოვაქვეყნე)

ყველაზე მეტი ადამიანი ბუნებრივია facebook-დან შემოვიდა, ეს ალბათ არც სხვა ბლოგერებს გაუკვირდებათ. თუმცა მე ის მომწონს რომ ჩემი ბლოგი google-შიც forum.ge-ზეც და სხვა საძიებო სისტემებშიც ნორმალური პოპულარობით სარგებლობს.

ალბათ საინტერესოა ისიც თუ რას ეძებენ ჩემს ბლოგზე. თქვენი აზრით? 🙂

კიდევ სხვა “საინტერესო” და სასაცილო “search”-ებიც არის, მაგალითად არვიცი ვინ ეძებდა აქ მწვანე ევგლენას ან ჰეროინს 😀

ეხლა ბლოგის გლობალური ნაწილი განვიხილოთ.

ეს მთვლელი მხოლოდ 2011 წლის სექტემბერში დავაყენე, არა ადრეც მეყენა უბრალოდ შემდეგ წამეშალა.

როგორ ხედავთ სექტემბრიდან აქ მსოფლიოს 41 ქვეყნიდან შემოვიდნენ ადამიანები, მათი 90% საქართველოდან.

ეს კი ალბათ საერთო სურათი. არვიცი როგორი შედეგია 2 წელიწადში 40 142 ვიზიტორი თუმცა ჩემი ბლოგი აგრძელებს არსებობას და აქ გამოქვეყნებული მასალებით ყველას სთავაზობს დაინტერესებას.

დროა top.ge-ის სტატისტიკასაც გადავხედოთ

ესეც ალბათ ჩემი რეკორდია 🙂

გამოვარჩევდი რამდენიმე სტატიას რომელიც ასევე ძალიან პოპულარული იყო ამ დროის განმავლობაში

ამ რეიტინგში ვერ მოხვდა, თუმცა არ შემიძლია არ გამოვყო ჩემი აზრით რამდენიმე გამორჩეული სტატია, კიდევ ეს, და ესეც

სულ ეს იყო ბლოგოსფეროში მოღვაწეობის 2 წლის შედეგი.

რაც შეეხება რებრენდინგის შესახებ, აქაც ვიტყვი ორიოდე სიტყვას. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რაც არის გახლავთ ის რომ ეს ბლოგი გადავა giorgibenashvili.com-ზე, ეს მისამართი უკვე ნაყიდი მაქვს, და გარკვეული ტექნიკური სამუშაოების შემდეგ(რომელსაც პირადათ ვატარებ და გარკვეული დრო სჭირდება, გადავიყვან ამ ახალ მისამართზე, / თავიდან ვაპირებდი სხვა სერვერზე გადავსულიყავი, თუმცა ამ ბლოგს ვერ შეველიე 🙂 )

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის რომ ჩემს ბლოგს დღეიდან ერქმევა – თავისუფალი ბლოგი. რატომ? აქ დაწერილი პოსტებისა თუ სტატიების მკითხველები ამას უკეთეს მიხვდებიაბ. თუ მაინც ვერ ხვდები შენ, მაშინ შეგიძლია წაიკითხო და მალე მიხვდები, დამიჯერე.

მესამე სიახლე ის არის რომ დღეიდან ამ საიტზე იქნება ჩემი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “მოღვაწეობის” დროს შექმნილი ყველა პრეზენტაცია თუ ნაშრომი.

სულ ეს იყო 🙂 ამ ეტაპზე ამ 3 მნიშვნელოანი სიახლით შემოვიფარგლე მხოლოდ. იმედია ამ რივიუს შემდეგ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მკითხველების რაოდენობაც მოიმატებს კიდევ უფრო.

Advertisements

One thought on “რებრენდინგი 2 წლის შემდეგ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s