პოლიტიკა · ჩემი სტატიები

რეჟიმის რეაქცია…


დღეს რომ საქართველოში დიქტატორული პოლიტიკური რეჟიმის ექსპანსია მიმდინარეობს ამაში ალბათ თვით ყველაზე მძიმე დემაგოგობის გზაზე მიმავალი “ხუთოსნებიც” არ უარყოფენ. საწინააღმდეგო აზრი რომ მიუღებელია ეს არც არის ახალი ამბავი, მაგრამ ჩემი შეშფოთება მინდა გამოვხატო ქართველი ბიზნესმენისა და მეცენატის ბატონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ.

საკმაო ხანია ქართულ პოლიტიკაში სიჩუმე იყო, ჩემი შეფასებით 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში არანაირი ცვლილება არ ყოფილა.(არ განვიხილავ ე.წ 8-იანისა თუ 6-იანის შექმნასა და შემდეგ დაშლას) რას ნიშნავს ეს? ალბათ, იმას რომ დღეს ქვეყანაში 1 რეჟიმია, რომელის მიერაც არის მონოპოლირებული ყველაფერი, დაწყებული ეკონომიკითა და მედიით დამთავრებული იმ ადამიანებით, რომლებიც თავს პოლიტიკურ ოპოზიციას უწოდებენ. ამ ყველაფერმა ბუნებრივია, საზოგადოებაზეც მოახდინა გავლენა. უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდამ შეიპყრო მისი დიდი ნაწილი. ახლოვდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები. გზა-რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების მშვიდობიანად და რაც მთავარია თანხმობით გადაბარების საშუალებაა. მაგრამ მერე რაა? ილუზია გვაქვს რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, თუ იმის იმედი გვქონდა, რომ თუნდაც არჩევნებით რეალურად რამე შეიცვლებოდა? ალბათ, არა… დიახ, საქართველოს მომავალის პროგნოზირება ყველაზე ჭკვიან ქართველსაც გაუჭირდებოდა. ნათელი იყო ქვეყნის “განვითარების” არსებული რეალობა, თუმცა კატასტროფა ის იყო რომ ალტერნატიული პოლიტიკური ძალაც არ არსებობდა. არ იყო არავინ ვინც, საკუთარი იდეოლოგია მოწინააღმდეგეს არ მიყიდა და ხალხი თუნდაც ერთხელ არ გააწბილა. უიმედობა კი ჩემი აზრით ერისთვის ყველაზე დამღუპველია.

ასეთ დროს პოლიტიკაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ყველა ქართველისთვის ქველმოქმედების და კეთილი საქმეების კეთების სიმბოლო იყო. ბიძინა ივანიშვილი-რომლის სახელსაც უკავშირდება სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, მილიარდელი რომლის კაპიტალიც 5,5 მილიარდს აჭარბებს და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში 185-ე ადგილი უკავია.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში სკანდალური განცხადებებით მოვიდა, რომელიც ვფიქრობ ერთგვარი ცივი შხაპი იყო ხელისუფლებისთვის, პრეზიდენტ სარკოზის ვიზიტის დროს. განცხადებაში მოკლედ იყო მიმოხილული როგორც პოლიტიკური ისე საზოგადოებრივი სიტუაცია. ამას მოყვა ღია წერილი.

და რა საპასუხო ქმედებები მოყვა ამას ხელისუფლებისგან? ალბათ არავინ ელოდა წარსული გამოცდილებიდან რომ ოპონენტს საქართველოში ისე შეხვდებოდნენ როგორც ეს დასავლურ დემოკრატიებს ახასიათებს, თავისუფალ არჩევნებში ჯანსაღი კონკურენციის სახით. თუმცა რაც ბოლო დღეებში ხდება ბატონი ბიძინასა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ძალიან მაშფოთებს. ბანკი “ქართუს” საინკასაციო მანქანის გატაცება, მოქალაქეობის ჩამორთმევა და მაისურების კამპანია მაფიქრებინებს რომ საქმე გვაქვს დიქტატურასთან, ზუსტად ისეთივე რეჟიმთან რომელიც სულ ახლახან დაასრულეს ეგვიპტესა და ლიბიაში. ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ თამამად ვავლებ პარალელებს ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან, “სტანდარტ ბანკთან” და მისი გარემოცვის დატერორების ფაქტებთან.

ჩემთვის სრულიად მისაღებია პოლიტიკური ბრძოლა, ჯანსაღი, ცივილური მეთოდებით, მაგრამ მეშინია როცა დღევანდელ რეალობას განვიხილავ.

არ მინდა რეჟიმის პირობებში ცხოვრება… არც საქართველოს დატოვება მინდა…

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s