ჩემი სტატიები

კანტორა აქტიურობს…


მოგეხსენებათ სოციალური მედია დღეს თავისი არსებობით მნიშვნელობის პიკშია. საზოგადოება უკვე იმდენად იქცა ამ ვირტუალური სამყაროს ნაწილად, რომ ძნელია გაავლო მკვეთრი ზღვარი რეალობასა და ვირტუალიზმს შორის.

სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა ბიზნესმა – თავისი რეკლამების სახითა და ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობებით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, პოლიტიკამ, და უბრალოდ ცნობილმა სახეებმა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ალბათ არავისთვისაა უცნობი რომ აფრიკის რევოლუციები სწორედ სოციალური ქსელის კერძოდ კი facebook-ის საშუალებით მოხდა.

პოლიტიკის “კეთება” დროსთან ერთად იცვლება, სწორედ ამ თემაზე საუბრობდა თსუში ჩვენი პოლიტიკის ლექტორი, მართლაც ასეა. აბა ვინ წარმოიდგებნდა თუნდაც 20-30 წლის წინ რომ მინისტრებს, პრეზიდენტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს facebook-ზე ექნებოდათ თავიანთი გვერდები, აქ გამართავდნენ ოფიციალურ კონფერენციებს და ა.შ? ვერც ვერავინ. ისიც არარეალური იყო მაშინ, რომ facebook-ზე event შეიქმნებოდა, სახელწოდებით “მოვაწყოთ რევოლუცია” ან სხვა რამე მსგავსი. ამ მოწოდებაზე კი მილიონობით ადამიანი, ლიბიასა და ეგვიპტეში ქუჩაში გამოვიდოდა და ათწლეულიან რეჟიმებს დაამხობდა. თუმცა დღეს ეს რეალობაა.

ეხლა მსურს საქართველოს მაგალითი განვიხილო. ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად 630 000-მდე ადამიანია facebook-ში დარეგისტრირებული. აქ რამდენიმე კომპანიას სერიოზული კამპანიაც აქვს წამოწყებული, თავიანთი ბიზნესის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში. აქტიურობენ პოლიტიკოსებიც, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობიდან. საკუთარი გვერდი აქვს დავით ბაქრაძეს, გიგი უგულავას და ა.შ (სხვათაშორის პარლამენტის თავმჯდომარეს 27 000 ლარალმდე დაუხარჯავს facebook-ში რეკლამისთვის)

ასეა თუ ისე მარკ ცუკენბერგის პროდუქტი მსოფლიოს მსგავსად ქართულ პოლიტიკაშიც აქტუალურია.

რამდენიმე დღის წინ, facebook-ის გვერდზე, რეკლამების ადგილას შევნიშნე ასეთი ტექსტი: “უკეთ გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი, გავიგოთ ყველაფერი მისი გავლილი გზის შესახებ”. ბუნებრივია თავიდან გამიკვირდა, ადამიანმა რომელმაც 1.1 მილიარდზე მეტი დახარჯა ქველმოქმედებაში 200 $-იანი რეკლამა რაში სჭირდება მეთქი. შევედი ამ გვერდი, ოღონდ არ მომიწონებია. გვერდი ახალგახსნილი იყო და ისეთი არაფერი იდო თავიდან.

მაგრამ დიდი დრო არ დამჭირვებია მივხვედრილიყავი ეს გვერდი ვისია და რა მიზანს ემსახურებოდა რეალურად. გვერდზე იდება სრულიად ამაზრზენი წყაროები ბიძინა ივანიშვილის შესახებ, მაგრამ როგორც ამ წყაროების კომენტარებიდან ჩანს ხალხისთვის ეს გვერდი ფრიად სასაცილო გართობის საშუალება ყოფილა =))

ჩემთვის უფრო საინტერესოა ვინ არის ამ გვერდის ავტორი, ამისთვის პატარა დაკვირვება ჩავატარე.

ერთ-ერთ პოსტზე შევნიშნე ეს კომენტარი:

შემდეგ შევედი ამ კომენტარის ავტორის გვერდზე და რაც ვიხილე თავადაც შეაფასეთ.

ზედმეტ ახსნების დაწყება ვფიქრობ აქ უადგილოა.

ცნობისთვის ეს არის ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ოფიციალური FB გვერდი, ყველა სხვა გვერდი არის ყალბი.

Advertisements

3 thoughts on “კანტორა აქტიურობს…

  1. ნუ რას იზამ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ გვერდის სათაური ამაზრზენია და მე მაგალითად დავარეპორტე.
    ჩვეულებრივი პროექტია რეალტივისნაირი ჯგუფებისა
    მარა მე–8 კითხვა მეც დამებადა თუმცა არა ნიჭიერებაზე

    Like

    1. ხო სასაცილოა ამ ინტერნეტში აქტიურობა =)) ბერაზე კი მიწერია პოსტი აქ და მანდ მაქვს ჩემი აზრი დაფიქსირებული..

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s