ინტერვიუ · პოლიტიკა · ჩემი სტატიები

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია


ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაანონსდა რომ საზოგადოებრივი მაუწყებელსა და ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურს შორის მოხდა შეთანხმება და მაუწყებელი დათანხმა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გადაცემას. პრესკონფერენცია 1 ნოემბერს დაიგეგმა 16:00 საათზე. რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა რომ კონფერენციას 100-ზე მეტი ჟურნალისტი დაესწრებოდა როგორც ქართველი ისე უცხოელი.

მე გაკვირვებას ვერ ვმალავდი, და ეს ვუთხარი კიდეც რამდენიმე ადამიანს, თუ რატომ სურდა ბიძინა ივანიშვილს ამხელა პრესკონფერენციის გაკეთება. ალბათ არავისთვის იყო განუსაზღვრელი რომ ე.წ ნაცTV-ები ეცდებოდნენ ამ პრესკონფერენციის სხვა ფორმატში გადატანას და უაზრო კითხვების დასმით შეეცდებოდნენ მის ჩაშლას. მე ეს ვარაუდის სისწორეში მაშინ დავრწმუნდი როცა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა განაცხადა რომ პირდაპირ ჩართვას შეწყვეტდა მაშინ როცა ‘იგი’ საჭიროდ ჩათვლიდა რომ ის აღარ იყო საზოგადოებისთვის საინტერესო იყო.(საინტერესოა ვინ საზღვრავს ამას საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერი როდის არის საინტერესო საზოგადოებისთვის და როდის არა)

ქართული ჟურნალისტიკის სახე რომ ყველაზე მიყრუებულ სოფელში მცხოვრები ადამიანების გარდა, (სადაც მხოლოდ იმედი და რუსთავი 2 “იჭერამს”), ცნობილია ახალი ამბავი სულაც არ არის.

თუმცა ამ ვიდეოს ხილვის შემთხვევაში იმ ყველაზე მიყრუებულ სოფელში მცხოვრებიც მიხვდება ალბათ ქართული ჟურნალისტიკის არსს თუ მოინდომებს.

დიახ, ზემოთ ნახული ვიდეოს მთავარ მოქმედ გმირთან პრესკონფერენციის გამართვა მართლაც რომ ძნელია.

შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია სრულად.

შესაძლებელი იყო რომ ამ პრესკონფერენციაზე მეც მოვხვედრილიყავი როგორც ბლოგერი, თუმცა ბლოგერებთან ერთად ვერ მოვახარხე შესვლა, ინფორმაციის დამოუკიდებლად გაგზავნა კი აკრედიტაციის მოსაპოვებლად რატომღაც დამავიწყდა.. 😦

სპეცდანიშნულების მედიამ(მე ასე ვუწოდებ დღეიდან მათ) მართლაც სცადა დასაწყისშივე ბატონი ბიძინას პრესკონფერენცია აყალმაყალისა და ჩოჩქოლის რეჟიმში გადაეყვანა და დრო გაეყვანათ ისეთი მარაზმი კითხვებით როგორიცაა, ლებედისთან და რუსეთთან კავშირი. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი იმდენად კარგად “გამოვიდა” ამ სიტუაციიდან რომ სპეცები დაიბნენ. და აქვე მინდა ავღნიშნო რომ ლებედის დაფინანსებასთან არსეული კითხვები ვფიქრობ აღარ უნდა იყოს საზოგადოებაში. სხვათაშორის ქალბატონ ნინო გომართელს ვურჩევდი გრამატიკაში შანიძის წიგნისთვის გადაეხედა, რადგან როგორც მინიმუმ მის მიერ ნათქვამი 5 წინადადებიდან 4 გრამატიკულ-ლექსიკურ გაუმართაობას განიცდიდა.

აღარაფერს ვიტყვი რეალ ტევეს, პრესა და დრონი.გე-ს კითხვებზე. ძნელია შეაფასო ასეთი ჟურნალისტები, ცალკე საკითხია მათ თუ ეწოდებათ ჟურნალისტები. თუმცა თვითლუსტრაციისთვის ალბათ მშვენიერი დღე იყო.

მაგრამ მე ის მომეწონა რომ ამ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილი შეუცდომლად ლაპარაკობდა. მართალია როგორც დასაწყისშივე ავღნიშნე მე არ მომეწონა ამხელა პრესკონფერენცია რომ გამართა, მაგრამ საჭირო იყო ესეც რაღაც მიზეზების გამო.

გამოვყოფდი რამდენიმე კითხვას, რომელმაც ჩემი მოწონება დაიმსახურა. ერთი რუსი ჟურნალისტის კითხვა, რომელზეც პასუხი “ქართული” იყო, და მეორე კითხვა კავკასიის შესახებ. სხვა კითხვები ნორმალური იყო გამონაკლისია ნაცTV-ების კითხვები.

მე როგორც იცით არ ვუყურებ საერთოდ ტელევიზორს, შესაბასად არც ის ვიცი რას აშუქებენ ესენი. დაახლოებით კი მოვკრავ ხოლმე ყურს ხანდახან ისიც სხვა ადამიანების საშუალებით.

ალბათ ამ საღამოს პრაიმტაიმის მთავარი ამბები იქნება ამ სათაურებით: ” ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს შეურაწყოფა მიაყენა”, “ბიძინა ივანიშვილმა კითხვებს თავი აარიდა” ან ასეთი ” ბევრს არ მიეცა საშუალება რომ კითხვა დაესვა”.

მოკლედ არაფერი მიკვირს უკვე, უბრალოდ ის ადამიანები მეცოდებიან ვინც რეგიონებში ცხოვრობს და ობიექტურ ინფორმაციაზე არ მიუწვდებათ ხელი, თუმცა როგორც ვიცი მზადდება პროექტი ამასთან დაკავშირებით და მალე განხორციელდება.

P.S ისა ზევით “მიყრუებული სოფლის საზოგადოება” ბუნებრივია პირობითია, მკითხველი მიხვდება ვისაც ვგულისხმობ..

Advertisements

6 thoughts on “ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

  1. დღეს სამუშაოზე ვიყავი და სამწუხაროდ ვერ ვნახე ბოლომდე, თუმცა რაღაცას კი შევესწარი და გასაგები იყო უკვე სიტუაცია…
    სახლში მოსვლისთანავე კომპიუტერს ვეტაკე :დ და ეს პრესკონფერენცია ჩავრთე, ახლა ვუყურებ…
    + ტელევიზორი ჩართული დამხვდა და რუსთავი 2-ის ტყუილებით გაძეძგილი სიუჟეტი შემეფეთა… სირცხვილია იყო ასეთი ”ჟურნალისტი”, ”ტელევიზია”…

    Like

    1. მეც დამაგვიანდა სახლში მოსვლა და 20 წუთით გვიან დავიწყე ყურება.. :)) ხო მე ველოდი ასეთ სიტუაციას დილით ვუთხარი დედაჩემს რატომ მოიწვია 200 კაცი მეთქი =))))))) მაგრამ აუცილებელიც იყო ერთხელ ასეთის მოწყობა

      Like

  2. ჯერ ხო პრესკონფერენცია იყო საცოდაობა, თვითონ ჟურნალისები, ერთნი მლიქვნელები, მეორენი შემზადებულები და აგრესიულები, ბიძინას განუკითხაობა და ნინიას ბაღი ხო ცალკე ამბავია და ამას ემატება ეს საცოდავი სტატია,

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s