კომუნიკაცია · პოლიტიკა · ჩემი სტატიები

სპეცდანიშნულების მედია


ორიენტირად დემოკრატიული განვითარება ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აირჩია. მაგრამ რეალურად ცოტამ თუ იცოდა იმ დროს რას ნიშნავდა სიტყვა “დემოკრატია” სინამდვილეში. შეიძლება ვინმეს განაგონი ჰქონდა ეს სიტყვა, რომელიმე დისიდენტური შეკრებიდან ან პოლიტიკოსების მიერ მასების ანკესზე წამოსაგებად, ერთგვარ სატყუარად – ტრიბუნიდან გადმოგდებული სიტყვისთვის მოუკრავს ყური. ვინ იცის? იქნებ მავანმა მთავარ იდეალადაც კი გაიხადა. ლამაზი სიტყვაა “დემოკრატია”, თითქოს ზედმატად ლამაზიც კი… მაგრამ საზოგადოების დიდ უმრავლესობას არ ან ვერ ესმოდა ამ სიტყვის არსი. არ დამძრახოთ წინა თაობებმა. ამ დასკვნას საქართველოს ბოლო 20 წლის არსებობის ციკლზე დაკვირვების  შედეგად ვაკეთებ. დემოკრატიაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, როგორც ქართველები იტყვიან “ის ვერც გვაჭმევს და ვერ გვასმევს”, არ ღირს…

დროა სტატიის მთავარ სათქმელზე გადავიდე. დღეს დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად თავისუფალი სიტყვა ითვლება. რას ნიშნავს “თავისუფალი სიტყვა”? მგონი ძალიან ზოგადი სიტყვებია. ბევრისთვის ეს ცნება ერთგვარ დისიდენტიზმთან ასოცირდება. ამ შემთხვევაში იგი ყველაფერი საწინააღმდეგოს დაფიქსირებას ნიშნავს.

ჩემთვის თავისუფალი სიტყვა უპირველეს ყოვლისა დამოუკიდებელი მედიის არსებობას ნიშნავს. სივრცის რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იქნება ნებისმიერი სხვა პოლიტიკური თუ აპოლიტიკური ძალისგან. ამ პირობის შესრულება ადვილი არ არის, გავითვალისწინოთ რა 21-ე საუკუნეში მედიის მასებზე გავლენა ალბათ ყველა პოლიტკური ძალა ეცდება გარკვეული მონოპოლია ჰქონდეს მედიის ნაწილზე. მაგრამ ნორმალურია ეს? არა. პოლიტიკოსები ამას ყოველთვის ცდილობენ მაგრამ დემოკრატიულ დასავლეთში არსებობს ინსტიტუბი რომლებიც აკონტროლებენ მედიის დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და გამჭირვალეობას.

რა ვქნათ საქართველოში? სადაც არც ეს ინსტიტუტები არსებობს ან ფორმალურად თუ არსებობს მათაც პოლიტიკური ძალა აკონტროლებს და მხოლოდ სატელიტის ფუნქციით ამარაგებს.

თამამად შემიძლია ვთქვა რომ 21-ე საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში ინფორმაციული ვაკუუმის სერიოზული საფრთხეა. არავისთვისაა ახალი ამბავი რომ სატელევიზიო მედია გაყოფილია 2 ნაწილად ე.წ ნაციონალურ ტელევიზიებად (რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი),რომელთაც უშუალოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ და რომლებიც მთელს საქართველოზე მაუწყებლობენ და ე.წ ოპოზიციური ტელევიზიები (მაესტრო, კავკასია) რომლებიც ძირითადათ მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენს ფარავენ.

პრინციპში საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელის საზოგადოების ფულით ფინანსდება, რატომ არის იმ ტელევიზიათა სიაში ვერ ვხვდები. საერთოდ ცალკე მარაზმია საზოგადოებრივი ტელევიზიის ინსტიტუტის არსებობა საქართველოში, თუმცა ეს ცალკე თემაა. ტელევიზია რომელსაც აფინანსებს საზოგადოება და ამ დროს ხელისუფლებაში მყოფი პირები წყვეტენ რა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის რომ არხზე გავიდეს და რა არა.

კავკასია და მაესტროს რაც შეეხება, პირადათ მე არც ამ ტელევიზიებს ვენდობი, მიზეზი მარტივია – ჩემთვის მიუღებელია მედიაზე ხელოვნული კოტროლის გავრცელება და არ მაქვს მნიშვნელობა ამას რომელი პოლიტიკური ჯგუფი გააკეთებს. მართალია ეს 2 ტელევიზია  შედარებით ახლოს არის ობიექტურობასთან, მაგრამ ვფიქრობ მაინც არ არიან ამ იდეის ტელევიზიების ეტალონები.

არ მინდა გამომრჩეს რეგიონალური ტელევიზიები. უბრალოდ მათზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ეს ტელევიზიები ძირითადათ კონკრეტულ რეგიონებს ფარავენ, მაგალითად “თრიალეთი”. მათ გავლენა არ აქვთ მთლიან ქვეყანაზე.

იგივე სიტუაციაა ინტერნეტ მედიაშიც, რომელსაც ვფიქრობ უკვე ჰყავს საკმაო რაოდენობის აუდიენცია. რადგან ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ნელა მაგრამ თანდათან მაინც იზრდება.

ინტერნეტ მედიაზე საუბარი მინდა დავიწყო იმ ჰოლდინგის მიმოხილვით რომელიც აერთიანებს შემდეგ საიტებს: droni.ge, presa.ge, itv.ge და რომელიც ნაციონალური მოძრაობის სატელიტიზმით გამოირჩევა.

გთავაზობთ გუშინდელ მთავარ გვერდს presa.ge-ზე.

ამას გასახალისებლად გაჩვენებთ, რადგან არასერიოზულად მიმაჩნია დავწერო ამ “სტატიების”(სტატიებსაც ვერ ვუწოდებ) ავტორების პროფესიონალიზმის, ეთიკისა თუ ვაზელილიზმის შესახებაც კი. არ ღირს… უბრალოდ რომ გადახედო ამათ საიტებს შეიძლება ღიმილი მოგეძალოს + ცოტა ბილწი აზრებიც =)) მე მხოლოდ ერთი მაინტერესებს – ამ სტატიებს რომ წერენ ნეტა თვითონ რას ფიქრობენ? ან ვინ კითხულობს მათ შემოქმედებას?(ჩემნაირ მკითხველებს არ ვგულისხმობ) არვიცი ერთია, სერიოზული “სამუშაოა” ამ ადამიანებზე დაკვირვება – 20-22 წლის გოგოებზე თავი ჟურნალისტები რომ ჰგონიათ, არა მათ რას ვერჩი? იმაზე ვღადაობ ვინც მათ ჟურნალისტი უწოდა. ადრე ჩემს facebook-ზე დავწერე, და მართლა ვაპირებ, მეორე სემესტრში ფსიქოლოგიის შესავალს ავირჩევ და ალბათ თეორიებს რომ ვისწავლი მშვენიერი ვაზელინწასმული ხალხი მოიძებნება რომ იმ თეორიების ფრაქტიკული რეალობა მათზე მოვარგო. უბრალოდ თქვენ იცოდეთ რომ ესენი იტყუებიან!! მაგრამ ეხლა არ დავიწყებ – ამ საიტებზე არ შეხვიდე, ხიხაა და ა.შ. პირიქით შედით და იღადავეთ, ნათქვამია სიცილი და დადებითი განწყობა სიცოცხლეს ახანგრძლივებსო(ისე ეს რა შუაში იყო? :O) არაფერს დავწერ tabula.ge-ზე, მკითხველი მიხვდება თვითონ…

ამ ჰოლდინგის გარდა არსებობს ინტერნეტ მედიის სხვა ნაწილი, რომელთა ინფორმაციებიც ჩემთვის უფრო სანდოა. ასეთებია: tribuna.ge, netgazeti.ge, journalist.ge ჩემთვის მეტნაკლები ობიექტურობით გამოირჩევა ipn.ge, აქ ძირითადათ მხოლოდ ფაქტები იდება და ალბათ იმიტომ არ მაქვს უფრო კონკრეტული შეფასება.

სხვა საიტებზე კი ბევრი არაფრის თქმა შემიძლია.

მინდა ბეჭდურ მედიაზეც დავწერო, მაგრამ ელექტრონული მასალების გამოჩენასთან ერთად მე უფრო იშვიათად ვეცნობი გაზეთებს. უფრო სწორედ როგორ არ ვეცნობი, უბრალოდ მათაც ინტერნეტში, გაზეთს არ ვყიდულობ ხოლმე. აქ გამოვყოფ კვირის პალიტრას და რეზონანს. ესენი ახალი ამბების შედარებით ობიექტურ სპექტს ქმნიან. სხვა გაზეთები იმდენად არაპროფესიონალური და მიკერძოებული მეჩვენება რომ არ მინდა აქ მათი მიმოხილვა დავიწყო.

“სპეცდანიშნულების მედიის” ცნება სულ ახლახა დავამკვიდრე, სწორედ ასე მივმართავ ამის შემდეგ იმ საინფორმაციო საშუალებების (ჟ)ურნალისტებს, რომლებიც ზევით ჩამოვთვალე.

Advertisements

13 thoughts on “სპეცდანიშნულების მედია

  1. თამამად შემიძლია ვთქვა რომ 21-ე საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში ინფორმაციული ვაკუუმის სერიოზული საფრთხეა. +1

    Like

  2. ეს ყველაფერი თავისთავად… ცხადია და ნათელი :დ

    ისე კი ჩვენამდე მხოლოდ ის აღწევს და მაშინ, როცა მთავარი უკვე კულისებშია ხოლმე გაკეთებული :დ ნუ ეს რა შუაშია, მაგრამ მაინც = )
    ობიექტური მედიის დროსაც…

    Like

    1. პოლიტიკა საერთოდ ძირითადათ კულისებში კეთდება, თუმცა დემოკრატიულ ქვეყნებში და ისეც თუ მოინდომებ კულისების ინფორმაციაზეც მიაწვდენ ხელს..))

      Like

    2. “იმ” ქვეყნებში არც ინტერესდებიან კულისების ინფორმაციებით ძირითადათ

      Like

  3. ხო, თუ მოინდომებ და დემოკრატიულ ქვეყნებში = ) მაგრამ მაინც უმნიშვნელოდ მიაწვდენ :პ

    Like

  4. განაგონი არა უფრო გაგონილი.
    ვერ დაგეთანხმები როცა კავკასიას და მაესტროს ერთ დონეზე აყენებ, ჟურნალისტიკის სფეროში კავკასია სრულიად არაპროფესიონალია, ყველაზე უფრო მეტად კი – ალეკო ელისაშვილი, ხოლო მაესტრო პოლიტიკური ტენდენციისა რა გითხრა მარა მართლა პროფ.ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული
    უბრალოდ თქვენ იცოდეთ რომ ესენი იტყუებიან!! – ეს მაგარი იყო გიო :დდ

    Like

    1. ხო მაგრამ კავკასიისა და მაესტროს ჟურნალისტების პროფესიონალიზმი არ შემიდარებია, უბრალოდ ის ავღნიშნე რომ დანარჩენ ტელევიზიებთან შედარებით ობიექტურობით გამოირჩევიან და მკვეთრად სახელოსუფლებო მიმართულბები არ აქვთ, თუმცა მე არც ის მომწონს რომ ოპოზიციას მიემხრონ აქტიურად.. )) სხვათაშორის როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა შესაძლოა ამ ოპოზიციონერ ტელევიზიობით სხვა თამაშს თამაშობენ-ხელისუფლების თამაშს..
      ეს აზრი სხვისგანაც გავიგე ადრე

      Like

    1. მართალი ხარ 95% ინტრიგანია :დ მაგრამ ეს ინტრიგნობაც ხელოვნულია და უაზრობა გამოდის :დ მაგალითად აშშ-ში ინტრიგან ჟურნალისტებს სერიოზული face აქვთ.. :დ

      Like

  5. სერიოზული “სამუშაოა” ამ ადამიანებზე დაკვირვება – 20-22 წლის გოგოებზე თავი ჟურნალისტები რომ ჰგონიათ, არა მათ რას ვერჩი? იმაზე ვღადაობ ვინც მათ ჟურნალისტი უწოდა. ეს ყველაზე მააგრი იყო :))

    Like

    1. მე-9 არხს მე უფრო ნაკლებად ვუწოდებდი სატელიტს. სატელიტი არის დღეს რუსთავი 2, იმედი და საზოგადოებრივი. როდესაც ისინი ავრცელებენ 1 პოლიტიკური ძალიან სასარგებლო ინფორმაციას მხოლოდ. და მე9 არხს ივანიშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებდა. მეტიც არც 1.165 მილიარდი გამოუყენებია პოლიტიკური მიზნებისთვის. 🙂

      ტენდენციურობას რაც შეეხება, ეს ბლოგია და მე ჩემს აზრს ვაფიქსირებ. ბოლო პოსტები ძირითადათ ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხება და ალბათ იმიტომ გგონია შენ ასე. 🙂

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s