ჩემი სტატიები

რას უპირებენ “ქართუ”(ლ) ბანკს?!


დღეს რომ არსებული ხელისუფლება საწინააღმდეგო აზრის ყველა ფორმითა და რესურსით ებრძვის სიახლე არავისთვის არის. პოლიტოლოგიას ვსწავლობ და შეიძლება არც უნდა მიკვირდეს ეს, რადგან 1 პოლიტიკური ძალის ბრძოლა მეორეს რესურსის მოსაპოვებლად ან პირიქით ქმნის სწორედ დიდ პოლიტიკურ თამაშს. მაგრამ საქმე ის არის რომ ეს ბრძოლა სცილდება არამხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებს, არამედ მინიმალურ ზნეობრივ პრინციპებსაც. სწორედ ასეთ კომენტარს გავუკეთებდი ბანკი “ქართუს” წინააღმდე ატეხილ კამპანიას. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა საქართველოს კეთილდღეობისთვის. ყველაფერი იმით დაიწყო რომ შეიარაღებული სპეცრაზმი თავს დაესხა “ქართუს” საინკასაციო მანქანას და დიდი რაოდენობით თანხა “გაიტაცა”.(2 მლნ. აშშ $ და 1 მლნ. ევრო) ამ სიტყვებს ცოტა ემოციურად ვწერ. არ მესმის პოლიციამ როგორ უნდა გაიტაცოს ბანკის მანქანა. ვფიქრობ ეს უფრო ხუმრობის სამყარო უნდა იყოს. თუმცა არა, რეალურად მათ გაიტაცეს საინკასაციო მანქანა და ბანკის დაცვა. როგორც გაირკვა ეს ჩვეულებრივი თანხის განაღდების ოპერაცია ყოფილა. ამ თანხის ასავალ-დასავალის შესახებ ინფორმაცია დღემდე არ გავრცელებულა.

ბანკი ცოცხალი ორგანიზმია რომლის მუშაობაც გათვლილია მოგებაზე. მოგება კი საბანკო პროდუქტების რეალიზაციით ხდება. კრედიტები, გადარიცხვები და ა.შ ბანკის მოგების ძირითადი წყაროა. თუ ბანკს არ ექნება ამ პროდუქტების რეალიზაციის საშუალება ცხადია მას არ ექნება მოგება და შესაბამისად იმუშავებს ზარალზე. ასეთ დროს მოქმედების 2 ვარიანტია: პირველი ბანკის მფლობელმა(მფლობელებმა) გაზარდონ ე.წ საწესდებო კაპიტალი ხელოვნურად ან მეორე ვარიანტი – მოხდეს ბანკის ლიკვიდაცია, ანუ დახურვა. 

სწორედ ამ უკანასკნელ ზღვრამდე მიყავს დღეს ხელისუფლებას “ქართუ ბანკი”. ძალადობრივი ქმედებების შედაგად ცდილობენ ბანკის მეანაბრეებზე იმოქმედონ და მათ კუთვნილი ფული ბანკიდან გამოატანინონ. მაგრამ ყველაზე მთავარი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია არის ის რომ საკანონმდებლო ინიციატივით ცდილობენ მიიღონ საბანკო სფეროსთვის სრულიად წარმოუდგენელი კანონი.

ამის გაკეთება მავანს იმ უპრეცედენტო მხარდაჭერამ აიძულა რომელიც საზოგადოებამ გამოხატა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკის მიმართ. რამდენიმე დღეში 5 000-მდე ადამიანმა გახსნა ანგარიშები ბანკში. რითაც ხელისუფლებას აჩვენეს რომ ივანიშვილის ფულით კი არ არიან დაინტერესებული, როგორც ამას სპეცდანიშნულების მედია ახმოვანდებდა, პირიქით აქეთ შეაქვთ მილიარდელის ბანკში ფული.

ახლა ისევ ზემოთ დაწყებულ აზრს გავავრცობ და გთავაზობთ “ქართუ” ბანკის პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის ინტერვიუს:

ხელისუფლების სათავეში მოკალათებული პირები, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გასანეიტრალებლად ისეთი სანქციები, როგორიც მოქალაქეობის ჩამორთმევა და ბანკის მანქანაზე თავდასხმაა, პოლიტიკურად ძალზე წამგებიანია. ამიტომ  სხვა გზა გამოძებნეს და საზოგადოებისათვის ძნელად გასაგები მექანიზმების შექმნას მიჰყვეს ხელი. ამ მიზნის მისაღწევად კი პარლამენტისა და კანონის გამოყენება გადაწყვიტეს.

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
კანონპროექტის მიხედვით, “როდესაც მოვალის საგადასახადო გირავნობით-იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება, საკუთრების გადასვლის შედეგად (მათ შორის სახელმწიფოსთვის ქონების ნატურით გადასვლის შედეგად) უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომელიც რეგისტრირებულია იმ ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, რომლის საფუძველზეც ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლება”, – ამ ჩვეულებრივი მოკვდავისათვის გაუგებარი კანონპროექტის დედააზრი მეტად მზაკვრულია და როგორც სპეციალისტები ამბობენ, სამ თვეში დააქცევს საბანკო სისტემას, უპირველესად კი “ქართუ ბანკს”.

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის მიღების აუცილებლობას კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესების დაცვით ხსნის. ამბობენ, კანონპროექტის მიზანია, თუ პირი დაყადაღებულ ქონებას შეიძენს, მას ეს ქონება ვალდებულებებისგან თავისუფალი გადაეცეს და არ დაზარალდესო.

ნოდარ ჯავახიშვილი, “ქართუ ბანკის” პრეზიდენტი: – უკვე ვიცი, რომ ამ კანონს მხოლოდ “ქართუ ბანკის” კლიენტების მეშვეობით აამოქმედებენ. საქმე ის არის, რომ  თვითონ კანონის ჩანაწერია აბსოლუტურად მიუღებელი და გამოიყენებენ გაცილებით მიუღებლად, ვიდრე თვითონ კანონშია. ვთქვათ, რომელიმე კლიენტისთვის სესხად მაქვს მიცემული 2 მილიონი. მას სესხის უზრუნველსაყოფად 3 მილიონის ქონება აქვს ჩადებული. მოგეხსენებათ “ქართუ ბანკი” სამომხმარებლო სესხებს არ იძლევა, მხოლოდ მსხვილ ბიზნესს აქვს აღებული. შევა საგადასახადო ამ ბიზნესმენების ორგანიზაციაში,  აღმოაჩენს რაღაც დარღვევას და დაარიცხავს ჯარიმას, ვთქვათ, 500.000-ს. ამ კანონის გამო ბიზნესმენს აწყობს, არ გადაიხადოს  ჯარიმა და მისი ქონება აუქციონზე გაყიდოს სახელმწიფომ. ამ კანონის თანახმად, აუქციონზე ამონაგებ თანხას ფინანსთა სამინისტრო წაიღებს, ბანკის ვალი კი ვალად დარჩება, რადგან ჩვენს ბანკში ჩადებულ ქონებას სახელმწიფო გაყიდის. შესაბამისად, ახალი  მყიდველი თავისუფალი იქნება ყოველგვარი ვალდებულებისაგან.

– ასეთი სქემა რაში აძლევს ხელს ქონების პატრონს, ის ხომ ქონებას დაკარგავს?
– პირიქით, ეს იქნება ძალზე მაცდუნებელი წინადადება იმ პირებისთვის, ვისაც სესხები აქვთ აღებული ბანკში. სქემა კი ასეთი იქნება: გაუყიდიან ქონებას აუქციონზე, მას მობილიზებული ეყოლება ეგრეთ წოდებული “პადსტავნოი” პირი და თვითონვე შეისყიდის აუქციონზე გატანილ თავის ქონებას, რეალური ღირებულების 25, მაქსიმუმ 50%-ად. ქონების მფლობელი არაფერს დაკარგავს, პირიქით, მოიგებს. ქონებას იმის ნახევარ ფასად დაიბრუნებს, რაც სესხის სახით ბანკში აქვს გადასახდელი…

– “ქართუ” ბანკიდან” სოლიდური სესხები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებსაც აქვთ აღებული. მაგალითად, როგორც ამბობენ, ერეკლე კოდუას დედას ლაურა ღაჭავას 15 მილიონზე მეტი აქვს გატანილი. სოლიდური სესხები ჰქონიათ ხელისუფლებასთან დაახლოებულ სხვა პირებსაც.
– სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, ვის რამდენი და როგორ, მაგრამ გარწმუნებთ, ხელისუფლების წარმომადგენელიც რომ არ იყოს და იყოს ყველაფრისგან აბსოლუტურად თავისუფალი ბიზნესმენი, იმდენად მომგებიანი იქნება ეს მაქინაცია, რომ ყველა სიამოვნებით დათანხმდება, მით უმეტეს, თუ ხელისუფლებაც ოდნავ დააძალებს. ჩვენ კი პრაქტიკულად არც ერთი სესხის დაფარვის  პერსპექტივა არ გვექნება. გარდა იმისა, რომ “ქართუ ბანკი” დაკარგავს მრავალმილიონიანი სესხების ამოღების საშუალებას, ერთი იმდენი იქით უნდა დავდოთ, რომ ბანკი არ დაიხუროს. ეროვნული ბანკის ნორმატივებიდან გამომდინარე, არაუზრუნველყოფილი სესხის წარმოქმნა ავტომატურად მოითხოვს არაუზრუნველყოფილი სესხის ოდენობის თანხის დარეზერვებას ჩვენი რესურსებიდან. რა სესხებიც გვაქვს გაცემული, ერთი იმდენი დამატებითი თანხები დაგვჭირდება, რომ არ დავარღვიოთ ეროვნული ბანკის ნორმატივები, რაც თითქმის შეუძლებელია.

ეს მთელ ჩვენს პორტფელს დააზარალებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ კიდევ 300 მილიონის მობილიზება, რომ ბანკმა შეძლოს ეროვნული ბანკის ნორმატივების დაკმაყოფილება, რომ არ მოექცეს დროებითი ადმინისტრაციის ხელში ან არ დაიწყოს ბანკის ლიკვიდაცია.

– დროებითი ადმინისტრაციის შემოსვლა რა საფრთხეს შეიცავს?
– დროებითი ადმინისტრაციის შემოსვლა ნიშნავს, რომ ბანკის საქმეები წარიმართება ისე, როგორც ადმინისტრაცია და ეროვნული ბანკის მესვეურები მოინდომებენ. როგორ გგონიათ, ამ შემთხვევაში როგორ იმუშავებს ბანკი? თუმცა ამ მზაკვრული კანონის სრულყოფილად ამოქმედება ბანკს ისედაც დახურავს! რასაკვირველია, ჩვენი დამფუძნებელი თუU არ გადაწყვეტს, რომ დამატებით 300 მილიონის გამოყოფა ღირს იმისათვის, რომ “ქართუ ბანკი” არ დაიხუროს. ცხადია, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური დაბრკოლების შექმნას ცდილობს, მაგრამ ამით მის პოლიტიკურ საქმიანობას უწყობს ხელს. ფინანსურად ეს დიდი დარტყმა და რყევა იქნება, მაგრამ ბიძინა ამას გადაიტანს როგორმე, საბოლოოდ ამით მთელ მოსახლეობას მის გვერდით დააყენებენ! როგორც ბანკის მანქანაზე თავდასხმამ და მოქალაქეობის ჩამორთმევამ გამოიწვია უკურეაქცია, ისე მოხდება ამ შემთხვევაშიც.

როგორც ხედავთ ყველა არსებულ რესურსს იყენებენ ამ ბანკის ჩასაძირად. სწორედ ამიტომ გთხოვთ შემოგვიერთდეთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაგიხსნიათ ანგარიში “ქართუში”. დავუდგეთ მხარში ამ ბანკს!

Advertisements

3 thoughts on “რას უპირებენ “ქართუ”(ლ) ბანკს?!

    1. სიმართლე გითხრათ არვიცი ქართუს ამ პროდუქტის შესახებ.. მხოლოდ e-card ის შესახებ ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ :))

      მაგრამ მგონი ქართუ მხოლოდ ბიზნეს სექტორს აკრედიტებს, მაგრამ როგორც ვიცი ეხლა იგეგმება ფიზიკურ პირებზეც საკრედიტო ხაზის გახსნა ))

      Like

  1. რეგისტრირებული სესხის კრედიტორების. მე უზრუნველყოფს სესხების კერძო პირებისა და კომპანიების 3% განაკვეთით უგირავნოდ.

    თუ დაინტერესებულ საკონტაქტო ჩემს Email: antoneloan.firm@gmail.com და არ უზრუნველყოფს ამ მონაცემები ქვემოთ.

    * სრული სახელი:
    * მისამართი:
    * ქვეყანა:
    * საკონტაქტო ტელეფონი:
    * თანხა საჭირო:
    * სესხის ხანგრძლივობა:
    * მიზანი სესხის:
    * ასაკი:

    მე დაელოდება თქვენს სწრაფ რეაგირებას.

    ამასთან დაკავშირებით,
    ბატონი Antone Bale
    CEO ANTONE სესხის კომპანია

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s