პოლიტიკა · ჩემი სტატიები

რას ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილისგან?


ამ სტატიის დაწერამდე, მრავალი პოლიტოლოგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იჯდა და ფიქრობდა განესაზღვრათ პოლიტიკის ზუსტი 1 წინადადებიანი განმარტება. აი, ისე მაგალითად, ფიზიკაში რომ გვხვდება რაღაც მოვლენის განმარტებები. მაგრამ ისე მოხდა რომ მათ ეს ვერ მოახერხეს. პოლიტიკას არ აქვს 1 ზუსტი განმარტება. რომ ადგნენ და ჩამოწერეს პოლიტიკის განმარტებები რამდენიმე ფურცელი აივსო. 1 აზრი რომელიც ყველა განმარტებას მოიცავდა მაინც ვერ იპოვეს.

პოლიტოლოგიაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, არც მაქვს და არც ოდესმე მექნება პრეტენცია პოლიტოლოგიის ლექტორობაზე. ეს ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ ერთ-ერთ განმარტებას მივაქცევ ყურადღებას რომელმაც ჩემი დაინტერესდება გამოიწვია – “პოლიტიკა ეს არის ბრძოლა, სხვისი რესურსის მოსაპოვებლად”.

 

ეს ფრაზა გადმოვიტანე სწორედ დღევანდელ ქართულ რეალობაში. დღეს ასეთი სიტუაცია: პოლიტიკურ ნიჰილიზმში ჩაძირული ქართული საზოგადოება, პოლიტიკაში მილიარდელი მაგნატის ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ გამოაცოცხლა, ახალი იმედები ჩაუსახა. ხელისუფლება კიდე ერთგვარად სანგრების პოზიციაში დატოვა. ივანიშვილმა მკვეთრად დასავლური ორიენტაცია აირჩია, განაცხადა რა რესპუბლიკელებთან და ირაკლი ალასანიასთან თანამშრომლობის შესახებ, რომლებიც ლიბერალურ ძალებად მოიაზრებიან დასავლეთში. ბიზნესმენმა ისიც განაცხადა რომ ნატოს ალტერნატივა არ აქვს, რაც სახელიწუფლებო სპეცდანიშნულების მედიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო მის გამოცხადებამდე.

ასე დროს ხელისუფლება ცდილობს 1 ბერკეტის გამოყენებას. ეს ბერკეტი ვფიქრობ სერიოზული ფსიქოლოგიური გათვლების შედეგად დაინერგა. ქართველები მიჩვეული ვართ ქარიზმატულ ლიდერებს ბოლო 10 წელია. ჩვენ მოგვწონს ადამიანი ვინც 1 დღეში აწყობს მიტინგს, ლაპარაკობს ჩქარა, და ა.შ მოკლედ ქარიზმით დატვირთული პიროვნება. მოგვწონს ერთია და ვინც არ არის ასეთი ის რომ დებილი გვგონია ეგ მეორე. ბიძინა ივანიშვილმა უკვე რამდენიმე სატელევიზიო თუ საგაზეთი ინტერვიუ ჩაწერა, მას უკვე აქვს ერთგვარი Face როგორც დინჯი, ჩამოყალიბებული და სერიოზული ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს გონივრულად და დაფიქრებით იღებს. იგი არ არის ქარიზმატული.

სიმართლე რომ ვთქვათ რა შედეგიც მოგვიტანა ქარიზმატული ლიდერების გაკერპებამ დღეს დიდი განხილვა არ სჭირდება.

ასეთ დროს პროვოცირება სწორედ ამ თემაზე, ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებისთვის კარგი საშუალება. გუშინ facebook-ზე 1 ჩემი მეგობრების გვერდზე სწორედ ამ შინაარსის ჩანაწერი შევნიშნე. “რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი?, როგორ შეარჩია მან გუნდი? ნუთუ ბიგვავა, ჯანიკაშვილი და ა.შ შეძლებს რაიმეს შეცვლას? თუ მას ფული არ აქვს რომ მოიწვიოს დასავლელი პოლიტ. ტექნოლოგები?” ამ შინაარსის წერილის გავრცელებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ამის მიზეზი ზევით ავხსენი. საინტერესოდ მეჩვენება ის რომ ეს წერილი უკვე გამქრალია.(!)

მე მართლა მაინტერესებს რას ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილისგან?

Advertisements

2 thoughts on “რას ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილისგან?

  1. “ქოთანს რომელი მხრიდანაც გინდა, იქედან მოაბავ ყურს” -ასეა შენი ფბ მეგობრის საქმე. ვისგანაც მოსათხოვია, იმას ხომ მოსთხოვა საზოგადოებამ?! ჯერ ივანიშვილის პარტია არ დაბადებულა და უკვე “აბრამს არქმევენ”.

    შენგან კარგი ჟურნალისტი დადგება, გიორგი, ახლა რომ არიან, იმათნაირი კი არა.

    Like

    1. “რატომ არ ჩამოჰყავს კლინტონი მრჩევლად? ან სადაც ყაზახებმა გადაუხადეს ტონი ბლერს 6 მლნ, ბიძინამ 12 გადაუხადოს და ჩამოიყვანოს მრჩევლად!”

      ასეა ჩვენი საქმე, ჩემს თანასოფლელ მიხოს დავიჯერო ბლერი ჩაუტარებს პოლიტ ტექნოლოგიის მასტერკლასს?

      სწორედ მაგიტომ ვირჩევ minor-ად ჟურნალისტიკას და მასობრივ კომუნიკაციებს :))

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s