ჩემი სტატიები

სტუდენტური არჩევანი – სოციოლოგიური გამოკითხვა


როდესაც თსუში სწავლა დავიწყე და დრო მოვიდა რომ ამერჩია საგნები რომელსაც პირველ სემესტრში ვისწავლიდი, დაუფიქრებლად ავირჩიე ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების შესავალი. ამ საგანში ლექტორად ბატონი ნიკო ნერგაძე მყავს. ძნელი საგანი არ არის, რაც ვისწავლე დიდი ნაწილი არც მის უსწავლელობამდე იყო ჩემთვის უცნობი. მაგრამ ეს საგანი იმიტომ მომწონს ბევრი საუბარი შეიძლება, დისკუსია მედიასაშუალებებზე და ზოგადათ ჟურნალიზმზე. ბატონი ნიკო ჭეშმარიტად კარგი მოსაუბრეა, მართლაც სასიამოვნოა მასთან იმ საკითხებზე საუბარი, რაც მაინტერესებს. მოკლედ პირველივე ლექციის შემდეგ მოვიხიბლე. ძირითადათ აქ ვსაუბრობთ მედიის გავლენის ხარისხებზე საზოგადოებაზე(დასაწყის ლექციებზე).
დღეს იმის მტკიცება რომ მედიას საზოგადოებაზე გავლენა აქვს უკვე აღარაა აქტუალური. თუმცა საინტერესო რჩება მეორე ფაქტი. ინტერნეტი აქტიურად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და სოლიდური ადგილიც დაიმკვიდრა. ამ მხრივ სოციალურმა მედიამ თითქოს ინფორმაციის გავრცელების ახალი სტილი შემოიტანა. ინტერნეტი დღეს უფრო ინფორმაციის უფრო სწრაფი და თავისუფალი გადაცემის საშუალებას წარმოადგენს. მაგრამ, მოგეხსენებათ, საქართველო ინტერნეტით დიდათ არ არის განებივრებული. ის მხოლოდ დედაქალაქს და რამდენიმე დიდ ქალაქს მიეწოდება. რეგიონებს კი  მასზე ხელი არ მიუწვდება.  აქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება  ტელევიზიაა.
ამ ყველაფრის შემდეგ კი მოვიფიქრე  ჩამეტარებინა სოცოლოგიური კვლევა სოციოლოგიის ლექციაზე, ბატონ ამირან ბერძენიშვილის დახმარებით. მოგეხსენებათ ქართული მედია დღეს 2 ნაწილად არის გაყოფილი ე.წ „სამთავრობო ტელევიზიებად“ (რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი) და ე.წ „ოპოზიციურ ტელევიზიებად“(მაესტრო, კავკასია, რეგიონალური ტელევიზიები).ჩემთვის საინტერესო იყო გამეკეთებინა კვლევა ჩვენს სტუდენტებთან. რომელიც დამანახვებდა 2 პოლუსიან გავლენას საზოგადოებაში. კვლევაში შევიტანე შემდეგი დეტალები:სად ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ ისინი, რა საშუალებებს იყენებენ ინფორმაციის მისაღებად, და რა დამოკიდებულება აქვთ მათ კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებთან. ამ კითხვების ანალიზით ჩვენ გავიგებთ რეგიონებსა და თბილისში მედიის სხვადასხვა საშუალებების გავლენას და გავაკეთებთ სოციოლოგიურ და პოლიტიკურ დასკვნებს.
ეს იდეა გავუზიარე ჩვენს სოციოლოგიის ლექტორს ბატონ ამირან ბერძენიშვილს, რომლემაც იგი მოიწონა და მის განხორციელებაში დახმარებას დამპირდა.
კითხვარი ასეთი იყო:
სად ცხოვრობდი სანამ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებდი? *

  •  თბილისში
  •  რეგიონში
როგორ იღებდი ინფორმაციას ახალი ამბების შესახებ?(აირჩიეთ ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო)

  •  ტელევიზიით
  •  გაზეთით
  •  ინტერნეტით
რომელ ტელევიზიას ენდობი ყველაზე მეტად?

  •  რუსთავი 2
  •  იმედი
  •  საზოგადოებრივი მაუწყებელი
  •  კავკასია
  •  მაესტრო
  •  არცერთი
როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას?

  •  დადებითად
  •  ნეიტრალურად
  •  უარყოფითად
როგორ გგონიათ ატარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს?

  •  კი
  •  არა
შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას დადებითად?

  •  კი
  •  არა
მოახლოებულ არჩევნები ვის დაუჭერდით მხარს?

  •  ნაციონალურ მოძრაობას
  •  ბიძინა ივანიშვილის პარტიას
  •  სხვას
სანამ დეტალურ ანალიზზე გადავიდოდე, წარმოგიდგენთ მონაცემებს რომელიც დაფიქსირდა ამ გამოკითხვისას. სულ გამოკითხულია პირველ, მეორე და მესამე კურსის 191 სტუდენტი. 90-მდე მათგანს ლექციაზე დავურიგე კითხვარები, დანარჩენმა კი გამოკითხვაში მონაწილეობა ინტერნეტში განთავსებული სპეციალური ფორმის საშუალებით მიიღო.
	არცერთი - 73.8% 	მაესტრო - 10.47% 	რუსთავი 2 – 5.23% 	იმედი - 4.71% 	კავკასია - 4.18%
  • არცერთი – 73.8%
  • მაესტრო – 10.47%
  • რუსთავი 2 –  5.23%
  • იმედი – 4.71%
  • კავკასია – 4.18%

აქ მინდა დავამატო რომ გამოკითხულმა 0.5% არ აპირებს არჩევნებზე წასვლას, ისევე როგორც 4% არცერთს არ აძლევს ხმას.
ახლა გთავაზობთ მონაცემებს დაჯგუფებულს თბილისისა და რეგიონების მიხედვით.
თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 52% ინფორმაციის მისაღებად იყენებს ტელევიზორს, მაგრამ მათი 55% აცხადებს რომ არცერთ არსებულ ტელეკომპანიას არ ენდობა. აქ ყველაზე დიდი პოპულარობით 16%-ით მაესტრო სარგებლობს. თბილისელების ზუსტად 54% ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას დადებითად აფასებს, და 8% უარყოფითად. ხოლო დედაქალაქელების 67%-ის აზრით კი ბიზნესმენს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან, 19% კი თვლის რომ იგი რუსეთის ინტერესებს ატარებს.
აღმოჩნდა რომ რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების 54% ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებდა. რადგან მათი 80% ქართულ ტელეკომპანიებს არ ენდობა. დარჩენილთა 14% თვლის ე.წ სამთავრობო ტელეარხები(რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი) ყველაზე ობიექტურები არიან, მხოლოდ 6% კი უყურებს მაესტროსა და კავკასიას ერთად. განსხვავებით თბილისისგან, აქ მხოლოდ 29% აფასებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას დადებითად, 8% კი უარყოფითად. მეტიც 30% თვლის რომ იგი რუსეთს ინტერესებს ემსახურება, 59%-ის აზრით კი ბიზნესმენს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან.
(ფერებში იმიტომ წარმოვადგინე რომ სხვაობა კარგად დაინახოთ)
 დაწერა იმ განსხვავებული აზროვნებისა ვინც ე.წ სამთავრობო არხებს უყურებს და ვინც ე.წ ოპოზიციურს, ვფიქრობ ზედმეტია, ამას მომავალ სტატიაში შემოგთავაზებთ რომელსაც დასკვნის სახით ვამზადებ. 
ვფიქრობ საინტერესო და დამაფიქრებელი ციფრებია, შეადარეთ რეგიონებისა და თბილისის შედეგები ერთმანეთს, მე კი ამასობაში საბოლოო დასკვანს მოვამზადებ.
ამ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება ასევე თსუ-ში სოციოლოგიის ლექციაზე.

თანდართული ფაილი

Advertisements

40 thoughts on “სტუდენტური არჩევანი – სოციოლოგიური გამოკითხვა

  1. უჰ რა გიწვალია 🙂 ყოჩაღ, კარგია. შედეგები მოსალოდნელი იყო ისე..

    Like

  2. მოხიბლული ვარ გრაფიკებით :დ
    დანარჩენი “გადანაწილება” მოსალოდნელი იყო = ) მაგრამ ფაქტის ფორმა რომ აქვს, უკვე სხვა საქმეა… მეტი ნდობა და გამართლება მოსალოდნელობას = )

    Like

    1. მადლობა :* =))))) მოიცა მერე ნაწილი უფრო მოგხიბლავს :დდ

      Like

  3. შესავალში პოლიტიკა საერთოდ არ გიხსენებია, არადა კითხვარის დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკას, კერძოდ კი ივანიშვილს ეთმობოდა. კარგი იქნებოდა კვლევის შედეგები უფრო გაგავრცო დასკვნაში.

    ნამდვილად საინტრესო იყო, მაგრამ მე არ მიმიღია ამ კვლევაში მონაწილეობა და არადა გული დამწყდა :შ

    Like

    1. არაუშავს მსგავს კვლევებს მომავალშიც ჩავატარებ და აუცილებლად მიიღებ შენც მონაწილეობას.

      რაც შეეხება პოლიტიკას ეს გამოკითხვა პოლიტიკას არ ეხებოდა, აქცენტები უფრო თბილისსა და რეგიონების ხმების სხვაობაზე გავაკეთე, და ამ საკითხს უფრო განვავრცობ დასკვნაში..

      მადლობა მოწონებისთვის :))

      Like

  4. შთამბეჭდავი იყო დიაგრამებიც და პროცენტებში დათვილილი სტატისტიკა, ძალიან კარგად გიმუშავია, რაც შეეხება შედგებს პოსტის კითხვის დაწყებისას უკვე მონახაზი მქონდა როგორი იქნებოდა შედეგები, და ნაწილობრივ გამოვიცანი კიდეც :))))

    Like

  5. helou helou! pirvelad var am saitze

    kargi postia

    prosta 1 ram mainteresbes, arc nacmodzraobas da arc ivanishvils rom ar adzleven xmas da sxvas uweriat 😀 mati xvedriti wili nacebis momxreta xvedrit wilze titqmis 2jer metia 😀 ar dagafiqrat aman?

    Like

    1. helou 😀 mixaria da kidev shemodi xolme 😀 :))

      magis ganxilvas meore postshi davcer mag xalxis umravlesobac ivanishvilis xmaa, me vanos agenti vegone da dashindnen 😀 😀 bolos meubnebodnen mogzavnili xom ar xaro 😀

      aba qristian demokratebi aigeben magdens? 😀

      Like

    1. მადლობა :)) მაგრამ შეგიძლია მითხრა რას არ ეთანხმები და ერთად ვიმსჯელოთ :))

      Like

  6. გიორგი, კარგი პოსტია და ბოლოს მომეწონა რეგიონების და დედაქალაქის მონაცემების ცალკე დაჯგუფება 🙂

    Like

    1. მადლობა, შემდეგ სტატიას ვამზადებ ამ ყველაფრის დეტალურ ანალიზზე.. :))

      Like

  7. kargi iyo magram kitxvaris uket shedgena sheidzleboda. tan diagramebhi shetanilia iseti shedegebi romlebic savaraudo pasuxebshi ar iyo. 😀

    Like

    1. მადლობა, კითხვარში 2 ადგილას არ იყო პასუხი ” არვიცი” მაგრამ რამდენიმემ ეს თავად მიაწერა და გადავწყვიტე ეს ხმები არ დამეკარგა.. :))

      Like

  8. ძალიან მომეწონა. თუ “შემთხვევითი შერჩევის” პრინციპი დარღვეული არაა, შეიძლება კვლევას გარკვეული რეპრეზენტატიულობაც ჰქონდეს. ვგონებ, რეალურ სურათს ასახავს..

    წარმატებები!

    Like

  9. საინტერესოა ძალიან…
    კვლევა რამდენ რესპონდენტზე ჩაატარე და შერჩევა როგორი გქონდა?

    Like

  10. გამოკითხვის შედგები რომ ასეთი იქნებოდა, მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მომეწონა, რომ ასე კარგად არის გაკეთებული, ტექნიკურ მხარეს ვგულისხმობ, ეს დიაგრამები ძალიან კარგია 🙂

    Like

  11. შერჩევაზე კითხვა იმის გამო დავსვი, რომ მაინტერესებდა გამეგო სტატისტიკური შეცდომა როგორი იქნებოდა.
    იმ ინფორმაციით, რაც ზემოთ გაქვს მოცემული გამოთვლილი სტატისტიკური შეცდომა (იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ შერჩევა შემთხვევითი იყო – სინამდვილეში არ არის შემთხვევითი) ტელევიზიების ნდობასთან დაკავშირებით
    б=6.24. ე.ი. ამ კითხვაზე მიღებული შედეგების სტატისტიკური შეცდომა 0,98 ალბთობით ±6,2%-ს შეადგენს.
    თუმცა აქ საშიში არაფერია: CNN-ის წინასაარჩევნო სატელეფონო კვლევები 1200-1500 რესპონდენტს არ აღემატება, სტატისტიკური შეცდომა კი როგორც წესი ±5%-ს შეადგენს.
    კითხვები კარგად გაქვს დასმული (სასურველია “კი” და ”არა” პასუხებისას იყოს პასუხი “არ ვიციც”, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში “არ ვიცი” რესპონდენტს პასუხზე თავის არიდების საშუალებას აძლევს).

    Like

  12. p.s.
    რახან სოციოლოგიის ნიჭი კაქვს შეეცადე კარგად ისწავლო სტატისტიკური პროგრამა SPSS (ძველი ვერსიები უფრო სტაბილურად მუშაობს), მაგრად გამოგადგება.

    Like

  13. კარგად გიმუშავია გიო,მომეწონა შენეული თვალსაჩინოება. შედეგებს მეც დაახლოებით მასეთს ველოდი.
    როდის იქნება გაგრძელება?
    გმადლობთ.

    Like

    1. გმადლობ, გაიხარეთ.
      ხუთშაბათს გამოქვეყნდება მეორე ნაწილი-ანალიზი, ან ოთხშაბათს

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s