ჩემი სტატიები

სტუდენტური არჩევანი – პოლიტიკური ანალიზი


ეს პოსტი გახლავთ გაგრძელება იმ სოციოლოგიური კვლევისა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ჩემს მიერ, მედიის როლის განსასაზღვრად. კვლევის პირველი ნაწილი შედეგების სახით ინტერნეტ სივრცეში უკვე გამოქვეყნდა, რამდენიმე დღეში მსა გაეცნო უკვე 1500-მდე ადამიანი, და ეს რიცხვი კიდევ მატულობს. აქვე მინდა ვთქვა რომ ამ შედეგების პრეზენტაცია მოხდება მომდევნო ხუთშაბათს ანუ 1 დეკემბერს უნივერსიტეტში პირველკურსელთა სოციოლოგიის ლექციაზე.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მინდა რომ ამ ყველაფრის ერთგვარი ჩემეული პოლიტიკური ანალიზი წარმოგიდგინოთ. არვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ რიცხვების თვლა არ შემრჩეს(თუმცა ეს მე არც დამითვლია Microsoft Exel-მა დათვალა).

აქ წარმოდგენილი არგუმენტები და მოსაზრებები ჩემი პირადია, შეიძლება მას ბევრი დაეთანხმოს, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ბევრისთვის მიუღებელიც იყოს.

დასაწყისი მინდა კითხვარის მიმოხილვით დავიწყო. კითხვარი შევადგინე ისე, რომ მაქსიმალურად გამემიჯა ერთმანეთისგან რეგიონების და დედაქალაქის შედეგები. მოგეხსენებათ კვლევის მიზანი ხომ მედიის როლის დადგენაა საქართველოში, თბილისსა და რეგიონებს შორის განსხვავება კი იმ ინფორმაციაშია რომელიც ამ 2 ობიექტს მიეწოდება. თბილისი იღებს ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით, მათ ასევე ინფომაციაზე ხელი მიუწვდებათ მაესტროსა და კავკასიის ტელევიზიების საშუალებით, რომლებიც მეტნაკლებად თავისუფლები არიან სახელისუფლებო გავლენისაგან. რეგიონებშიც არის ინტერნეტი, მაგრამ არა ფართო მასშტაბებით. სატელიტური თეფში კი, რომელიც მაესტროს იჭერს, ფინანსური შეუძლებლობის გამო ყველა ოჯახს არ აქვს. ამიტომ ისინი ძირითადათ დამოკიდებული არიან არხებზე, რომლებიც მთლიანად არიან 1 პოლიტიკური ძალიან კერძოდ კი ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდით დაკავებულნი.

ნათქვამია მედია მეოთხე ხელისუფლებააო. ვეთანხმები, თუმცა არა, იძულებული ვარ დავეთანხმო კიდევ ერთხელ, მას შემდეგ რაც ამ კვლევის შედეგები ვნახე. თუმცა ეს ცოტა მოგვიანებით.
აქამდეც არავისთვის იყო უცხო, რომ სახელისუფლებო ტელევიზიები(იმედი, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეალ TV) მკვეთრად მიკერძოებულ და მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებზე მორგებულ საინფორმაციო პოლიტიკას ატარებდნენ, ეს იმდენად შესამჩნევი იყო რომ ზოგჯერ კომიკური სიტუაციების იქმებოდა ხოლმე. ასე მაგალითად: თუ ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა აღვიქვათ როგორც მხარეები და მათთან ინდივიდუალურად უნდა ვაწარმოოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები, ამ ტელევიზიებმა ეს ინფორმაცია გაავრცელეს როგორც -“ბიძინა ივანიშვილის განცხადებით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა ვაღიაროთ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად”. კიდევ ერთი შედარება: როცა ირაკლი ალასანია ამბობს რომ ნატო უალტერნატივოა, იმედია ჟურნალისტი მის ამ სიტყვებს ასეთი ინტერპრეტირებით ავრცელებს: “ირაკლი ალასანიას აზრით საქართველო ნატოში ვერასოდეს შევა”. ასეთები მაგალითები კიდევ ბევრია და მასე იმ სტატიებში მოვიშველიებ, როცა მკითხველის კარგ განწყობაზე დაყენებას დავაპირებ. 
თუ ამ ტელევიზიებს ასეთი პოლიტიკა აქვთ, ბუნებრივია ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მათ უყურებენ, ექნებათ საზოგადოების მეორე ნაწილისაგან განსხვავებული აზრი. სწორედ ამ საზოგადოების ნაწილებად შეიძლება აღვიქვათ თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებლები.
რაც შეეხება კითხვარს, ვფიქრობ იგი კარგად შევადგინე, რადგან საჭირო დროს გადავდივარ 1 თემიდან მეორე თემაზე. შეიძლება ვინმეს გაუჩნდა კითხვა(და ვიცი რომ ასეთები ბევრნი იყვნენ) თუ კვლევა მედიაზეა, რა შუაში იყო პოლიტიკა? მაგრამ ამაზე მარტივი პასუხი არსებობს, დღეს მედიის primetime-ში სწორედ ეს პოლიტიკური სიტუაციაა. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა იყო იმ დროს ყველაზე აქტუალური და ამიტომაც მაინტერესებდა თუ როგორ უყურებდნენ ამ ფაქტს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მაყურებლები.  მიუხედავად იმისა რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი კერძოდ 62% თბილისელი იყო და 59% ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებდა, სულაც არ გამჭირვებია დასკვნების გამეკეთებინა. საინტერესოა და ჩემთვის სასიამოვნო ის ფაქტი რომ ტელევიზიების ობიექტურობას ეჭვქვეშ ჩემს მსგავსად გამოკითხულთა დაახლოებით 74% აყენებს, ისინი აცხადებენ რომ არცერთ ქართულ ტელეკომპანიას არ ენდობიან. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
იმ ფაქტის შეფასებისას თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ გამოკითხულებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით 48%-მა დადებითი პასუხი დააფიქსირდა, 8%-მა უარყოფითი, ხოლო 44%-მა ნეიტრალური. რას ნიშნავს ეს? იმას რომ მომავალი თაობა(ახლანდელი სტუდენტობა, პირველკურსელები ძირითადათ) სიტუაციას შედარებით ადეკვატურად აფასებენ, ისინი არ არიან ფანატიკოსები განსხვავებით წინა წლების ახალგაზდობისგან.
ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილის რუსეთის აგენტად “შერაცხვა” სპეცდანიშნულების მედიის წარუმატებელი პროექტია, რადგან გამოკითხულ სტუდენტთა 73% თვლის რომ ქართული ოცნების ავტორს, არაფერი აქვს საერთოდ კრემლთან. ხოლო 76% თვლის რომ თუ ბიზნესმენი ხელისუფლებაში მოვა იგი საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ გარემოს დადებითად შეცვლის. ესეც საკმაოდ დიდი რიცხვია და ზედმეტ კომენტირებას არ ექვემდებარება ალბათ.

 

რაც შეეხება გამოკითხვის იმ ნაწილის სადაც არჩევნების შესახებ იყო კითხვა ხმები ასე გადანაწილდა. ეს არის გადანაწილება საერთო მონაცემების მიხედვით. ჩემთვის საინტერესო ისაა რომ 26% არ აძლევს ხმას  არც ბიძინა ივანიშვილის პარტიას და არც ნაციონალურ მოძრაობას? ჩნდება კითხვა ვინ რჩება სხვა? ნუთუ 26% გადაინაწილებენ ფსევდოოპოზიციოური ძალები როგორებიც არიან: ლეიბორისტები, ქრისტიან-დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, და ედპ?! არა ამ 26%-ში სულ სხვა რამე ჩანს. დღეს საზოგადოება დაშინებულია, შიში იგრძობა ყველგან, გამონაკლისი არც სტუდენტობაა. ამას იმით დავადასტურებ, რომ როცა კითხვარებს ვარიგებდი, ბავშვები ჩუმად მეკითხებოდნენ, “ნაციონალების აგენტი” ხომ არ ვიყავი, ესეც მახსოვს – ” ამ კითხვარებს ხომ არავინ ნახავს ისეთი?” აი, ეს არის იმ 26%-ის დიდი ნაწილი რომელთაც ნაციონალურ მოძრაობას არ მისცეს ხმა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერც ბიძინა ივანიშვილის პარტიისადმი დააფიქსირეს მხარდაჭერა. კიდევ ერთი დეტალი – კითხვარში საერთოდ არ მქონდა პასუხი “არვიცი” მაგრამ 2%-მა ეს პასუხი დააფიქსირა, არ მინდოდა ეს ხმები დამეკარგა ამიტომ შედეგებში ავსახე მაინც.

ახლა კი განვიხილოთ თბილისის შედეგები, შემდეგ კი რეგიონები.

  

თბილისის სიტუაცია ნათელია აქ 67%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის პარტია და 11%-ს აგროვებს ნაციონალური მოძრაობა. სხვაობა დიდია. 22%-ს რომელიც მწვანე ფერით არის აღნიშნული, განმარტება ზევით გავუკეთე და აღარ გავიმეორებ. საინტერესოა თბილისის სხა მონაცემებიც. მაგალითად თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 52% ინფორმაციის მისაღებად იყენებს ტელევიზორს, მაგრამ მათი 55% აცხადებს რომ არცერთ არსებულ ტელეკომპანიას არ ენდობა. აქ ყველაზე დიდი პოპულარობით 16%-ით მაესტრო სარგებლობს. თბილისელების ზუსტად 54% ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას დადებითად აფასებს, და 8% უარყოფითად. ხოლო დედაქალაქელების 67%-ის აზრით კი ბიზნესმენს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან, 19% კი თვლის რომ იგი რუსეთის ინტერესებს ატარებს.

თუ თვალს რეგიონების მონაცემებსაც გადავავლებთ შეუძლებელია ვერ შევამჩნიოთ ის განსხვავება კონკრეტულ დეტალებში რომლებიც შეგხვდება.

თბილისისა და რეგიონების დიაგრამას შორის სხვაობა მართლაც შესამჩევია. როგორც ხედავთ უფრო გაზრდილია ნაციონალური მოძრაობის სექტორი ასევე მწვანე ფერის სექტორი “სხვა”, ხოლო შემცირებულია ბიძინა ივანიშვილის პარტიის სექტორი რომელიც თუ თბილისში იყო 67% აქ მხოლოდ 45%-ია. შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის შედეგი 11%-დან თითქმის გაორმაგდა და უკვე 23%-იან ნიშნულთან არის, ხოლო “სხვა” 22%-დან 32%-მდე გაიზარდა. 
გთავაზობთ სხვა მონაცემებსაც: აღმოჩნდა რომ რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების 54% ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებდა. რადგან მათი 80% ქართულ ტელეკომპანიებს არ ენდობა. დარჩენილთა 14% თვლის ე.წ სამთავრობო ტელეარხები(რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი) ყველაზე ობიექტურები არიან, მხოლოდ 6% კი უყურებს მაესტროსა და კავკასიას ერთად. განსხვავებით თბილისისგან, აქ მხოლოდ 29% აფასებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას დადებითად, 8% კი უარყოფითად. მეტიც 30% თვლის რომ იგი რუსეთს ინტერესებს ემსახურება, 59%-ის აზრით კი ბიზნესმენს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან.

(ფერებში იმიტომ წარმოვადგინე რომ სხვაობა კარგად დაინახოთ)
დიახ, ეს არის იმ ტელეარხების სინდრომი, რომლებიც ამ მომენტშიც მუშაობენ სიცრუის გავრცელებაზე.
ვფიქრობ შედეგები თვალსაჩინოა, არც დასკვნების გაკეთებაა იმდენად ძნელი რომ ამაში დრო დაიკარგოს… 
მთავარია რომ კითხვაზე “რატომ?!” –  პასუხი არსებობს!
Advertisements

7 thoughts on “სტუდენტური არჩევანი – პოლიტიკური ანალიზი

  1. ნუთუ 26% გადაინაწილებენ ფსევდოოპოზიციოური ძალები როგორებიც არიან: ლეიბორისტები, ქრისტიან-დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, და ედპ?! არა ამ 26%-ში სულ სხვა რამე ჩანს. დღეს საზოგადოება დაშინებულია, შიში იგრძობა ყველგან, გამონაკლისი არც სტუდენტობაა. – yvelaze metad…

    Like

  2. ხალხის აზრზე ტელევიზიის გავლენა საინტერესოა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, მაგრამ მე მაგალითად არა მგონია, რომ მიკერძოებულობა მხოლოდ ქართული ტელევიზიების სენი იყოს. საქმე ისაა, რომ ტელევიზიები, რომლებიც მიკერძოებულობაში დაადანაშაულე ( საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა) კერძო დაფინანსებით მუშაობენ და გამოდის, რომ მათი თანამშრომლების უპირველესი საზრუნავია დამქირავებელს მოაწონოს თავის ნამუშევარი (ის ხომ გასაგებია, რომ ყველა დასაქმებული ცდილობს სამსახურის შენარჩუნებას). ხოდა ამ ჯურნალისტებს რეალურად მოეთხოვებათ, რომ დამქირავებლის ინტერესი გააშუქონ. მეტ-ნაკლებად ეს ყველა ქვეყანაში ასეა. ( მაგ. ევროკავშირის წევრ ესპანეთში “მარკას” და “ას”-ის “მიუკერძოებლობაზე” გაგონილი გექნება, იმით თუ ვიმსჯელებ, რომ რეალის გულშემატკივარი ხარ (ჩემსავით).) ეს მარტო ჩვენი კი არა თანამედროვე დემოკრატიის წარმომადგენლობითი არჩევნების პრობლემაა, თუ მე საინფორმაციო საშუალება წლების მანძილზე მატყუებს, ჩემი ხმა არჩევნებზე არცთუ ჩემი თავისუფალი არჩევანის გამოხატულება გამოდის.
    რაც შეეხება იმას, რომ შენი თქმით დღვანდელი სტუდენტობა “ნაკლებად ფანატიკოსები არიან,” ეს კარგია თუ მართლაც ასეა, მაგრამ პოლიტიკაში “პიროვნების კულტი” როგორც ხედავ ჯერ ისევ ძლიერია ( საკმაოდ დიდმა პროცენტმა უკვე გადაწყვიტა იმ პარტიას მისცეს ხმა, რომელიც ჯერ არ არსებობს) ანუ დიდი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებშიაც კი 1 პიროვნებას აძლევს ხმას და არა პარტიას. (ან მითუმეტეს პარტიის იდეოლოგიას ან პროგრამას, თუმცა აქამდე ძალიან შორია) ჩემი აზრით არასწორია კითხვარში იმ პარტიის არჩევის შესაძლებლობა შეიტანო, რომელიც არ არსებობს, რადგან ეს “პარტია” მხოლოდ მოწინაამღდეგისადმი ნეგატიურად განწყობილი ადამიანებისგან შეიძლება იღებდეს ხმებს. (ან პირადად ბიძინასადმი სიმპათიის გამო) ორივე შემთხვევაში გაკეთებული არჩევანი არცთუ სწორად გამოხატავს არჩევითობის პრინციპის არსს..

    Like

  3. ერთი იმ ხალხის თავში ჩამახედა სხვას როამბობენ. იმათზე აღარაფერს ვიტყვი ნაციონალებს როირჩევს კიდე, გიჟი თავისუფალია და ჩლუნგთან რამის კითხვას აზრი არააქ. ესე რამ დააბრმავა ეს ხალხი მაინტერესებს, ან რამ დააშინათ გამაგებინა ერთი. რორამე იყოს კივერ ათქმევინებ როარეშინით, რასამბობ თავს გაგიტეხავენ ისეთი მაგრები არიან. მეტის ღირსები ვართ ასეთ დიქტატორულ მთავრობასთან ერთად, ამდენი უგუნური მოსახლეობაც რომ გვყავს!!!

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s