საზოგადოება

ID ბარათის შესახებ – ტოტალური კონტროლის ახალი ერა


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის მიხედვით (თებერვალი 2004 _ თებერვალი 2005) ნათქვამი იყო, რომ “შემუშავების პროცესშია საქართველოს მოქალაქის პლასტიკური მოწმობა” _ რომელიც შეიცავს ე.წ ჩიპს (და რიცხვს 666).
საქართველოს საინფორმაციო საშუალებებმა გაზაფხულზე დიდი სიამაყით გვამცნეს, რომ საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების გაცემა დაიწყო. აქვე განმარტეს, რომ ბიომეტრიულ ცენტრში დამზადებული პასპორტი ჩვეულებრივი დოკუმენტია, რომელსაც დამატებული აქვს პიროვნების საიდენტიფიკაციო ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი. მისი დამზადება 7 მლნ ევრო დაჯდა და დაფინანსების სოლიდური ნაწილი ევროკავშირმა გამოჰყო. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ტიპის პასპორტების სისტემაზე გადასვლა მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში გასვლას კიდევ უფრო გაამარტივებს.
ეს ხომ დაცინვას ჰგავს, _ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტი დეპორტზე ხდება და რა მნიშვნელობა აქვს, რა სახის მოწმობით ჩავა თუ უკანვე უნდა გამოაბრუნონ? ან რა ინტერესი აქვს ევროკავშირს ჩვენი ბიომეტრიული პასპორტებით დასაჩუქრებისა, რატომ გაიღო მილიონობით ევრო იმაში, რაც ევროპაში უარყოფილი იქნა? ვისი და რა ინტერესი დევს ახალი მოწმობების უკან?


როგორც საქონლის სახეობათა მიხედვით იცვლება შტრიხ-კოდები, იგივე ხდება მასზე ადამიანის შესახებ ინფორმაციის დატანების შემთხვევაშიც, ერთადერთი, რაც საერთოა ყველა შტრიხ-კოდისთვის, ესაა რიცხვი 666. (ამოტრიალებულად 999, რაც შარშანდელ სასკოლო სახელმძღვანელოებსაც ჰქონდათ დატანილი და საქართველოში წარმოებულ სიგარეტს, რომელიც ბავშვებმა მიჩვენეს და მკითხეს, ესწავლათ თუ არა იმ წიგნებით, ან სიგარეტის მწეველი `მხეცს~ ფილტვებში უშვებდა თუ პირიქით, ცეცხლში წვავდა)
თანამედროვე ტექნოლოგიებში შტრიხ-კოდი დატანებულია მაგნიტურ ლენტზე _ საკრედიტო პლასტიკურ ბარათებზე, პლასტიკურ მოწმობებზე და ა. შ. რაც თვალისთვის უხილავია. მას სპეციალური ხელსაწყო წამებში აღიქვამს და ხდება გრაფიკული ხაზების დეკოდირება, ანუ აქცევს ისევ ასო-ციფრულ ინფორმაციად, მოათავსებს მას მონაცემთა ბაზაში და ჩაატარებს ამ ინფორმაციაზე საჭირო ოპერაციებს.
საიდენტიფიკაციო ნომერთან ერთად დატანილი იქნება დაწვრილებითი ინფორმაცია ამ `ბეჭდით დატვიფრულთა~ შესახებ, რომლებიც, საკუთარი მონაცემებითა და საიდენტიფიკაციო ნომრით დაკავშირებულნი იქნებიან ცენტრალურ კომპიუტერთან, _ `მხეცი.~
მასონობის არაერთი მკვლევარი წერს, რომ ოკულტური წრეები, მასონები, მნიშვნელოვანი რანგის პოლიტიკოსები და მაღალი ფინანსური წრეები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული საერთო მიზნით.
მასონობის ცნობილი და ავტორიტეტული მკვლევარი ს. ლურიე წერს: _ უძველეს ლიტერატურაში ჩვეულებრივია შეხედულება, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ებრაელობა, მისი მოკრძალებული გარეგნობის მიუხედავად, წარმოადგენს `საშინელ კარმას,~ რომელიც ცდილობს მთელი მსოფლიოს დაპყრობას, ფაქტობრივ კი, მას იგი თავისი საცეცებით უკვე ხელში ჰყავს. ამ ადამიანებს საზოგადოებისგან მართლაც აქვთ დასამალი _ მათ იციან ის, რაც არ ვიცით ჩვენ.
ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის ტერაქტი გამოყენებული იქნა ამ ტოტალური კონტროლის სისტემის დასანერგად. 2001 წლის 11 ოქტომბერს, აშშ-ის სენატმა მიიღო ანტიტერორისტული კანონი #98-1, რომელიც განიხილავდა ელექტრონული სისტემის გამოყენების გაფართოებას ადამიანების თვალთვალის (დაზვერვის) მიზნით. ეს, ვითომ ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ითვალისწინებდა `ახალ პირადობის მოწმობებს~, მიკროჩიპებს.
კომპიუტერული ქსელი იტევს ინფორმაციას არა მხოლოდ პლანეტის ყველა მცხოვრებზე, მასთან დაკავშირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი ორგანიზაციების ელექტრონული კომპიუტერული სალაროები. ამ ორგანიზაციებში ანგარიშსწორება, ძირითადად, უნაღდოდ ხდება, პლასტიკური ბარათით. მისივე მეშვეობით გაიცემა ხელფასები როგორც ამ ორგანიზაციებში, ისე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. ამ ბარათის მფლობელები, პირადი მონაცემებით და საიდენტიფიკაციო ნომრით, ბანკების მეშვეობით დაკავშირებულები არიან ამ ქსელთან.
ჯერ კიდევ როდის, ალბერ გორის კაბინეტში ითქვა, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა იქონიოს სმარტ-ბარათი და შემოღებულ იქნას ელექტრონული ფული…
ამა წლის 1 სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო გაცემა `ახალი თაობის~ პირადობის მოწმობებისა, რომლის ღირებულება 30 ლარია და ერთ სამუშაო კვირაში დამზადდება. მოქალაქეებს მათი აღება რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად, შეუფერხებლად შეუძლიათ სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში და იუსტიციის სახლებში.
ერთი შეხედვით უწყინარ და გამარტივებულ სისტემას პიროვნების იდენტიფიკაციისა და სხვადასხვა სახის სერვისისათვის, უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, არადა, ერთი პატარა მოწმობით საქმეს იმარტივებს მისი მფლობელი. მაგალითად, რადგან ბარათი შეიცავს მისი მფლობელის ციფრულ ხელმოწერას, გამოიყენებს ყველგან, სადაც საჭიროა მისი მხრიდან რაიმეს დადასტურება; ბარათით შესაძლებელია საბანკო ანგარიშის გახსნა; რეგისტრაციის გავლა ყველგან; ნოტარიული დამოწმება; სამგზავროდ, სადაზღვევოდ და ა. შ უამრავი რამ.
მიუხედავად ასეთი გამარტივებისა, ამ მოწმობებზე იურიდიული თვალსაზრისით უარი თქვეს ევროპის სახელმწიფოებმა: საფრანგეთმა, ინგლისმა, გერმანიამ, მეგობარმა უკრაინამ, მტერმა რუსეთმა (რუსეთის პატრიარქმა თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას), ხოლო მართლმადიდებელმა საბერძნეთმა წმინდა რელიგიური მოსაზრებით დაგმო. საბერძნეთში მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი მოეწყო ID ბარათების შემოღების საწინააღმდეგოდ, რადგან ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იმსჯელეს მის შესახებ ათონის მთის ბერებმა და ხალხს მოუწოდეს უარი ეთქვათ ელექტრონულ პირადობის მოწმობებზე, რის შეხებაც იქადაგა კიდეც მამა პაისმა.
საყურადღებოა ინგლისის უარი, რომელიც თურმე იმითაა გამოწვეული, რომ მოქალაქის თავისუფლება იზღუდება. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა მარტივად განმარტა, პიროვნების იდენტიფიკაცია სხვა ფორმითაც ადვილი შესაძლებელია, სრულებით არ არის საჭირო პიროვნების შესახებ ინფორმაცია საჯარო იყოს მთელი მსოფლიოსთვისო, _ დავიჯეროთ, რომ ყველა ევროპული ქვეყანა ცრუ ინფორმაციის ტყვეობაშია და ამიტომ ამბობენ უარს ჩიპიან მოწმობებზე? ან მათთვის თუ იზღუდება მოქალაქის თავისუფლება, საქართველოს ისედაც ყელზე მარყუჟმოხვეული მოქალაქის თავისუფლება არ იზღუდება?
დეკანოზი მამა თეოდორე (გიგნაძე): _ ეს არის თემა, რომელიც მტკივნეულია ჩვენი რელიგიური საზოგადოებისთვის. თვითონ ის ფაქტი, რომ ასეა აღქმული, განხილვის საგნად უნდა იქცეს როგორც ეკლესიაში, ისე სახელმწიფოში. სახელმწიფო ვერ უგულებელყოფს იმ პრობლემას რაც ამასთან დაკავშირებით არსებობს, რომელიც უნდა მოგვარდეს ისე, რომ არ იქნას შებღალული არავის ინტერესი. მე არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი და არ შემიძლია რაიმე დადასტურებით ვთქვა, მაგრამ როცა არის ინფორმაცია, რომ ეს ბიოპასპორტები შეიცავს რიცხვს 666-ს, რომელიც არის სიმბოლო ანტიქრისტესი, თავისთავად ცხადია, მორწმუნე ადამიანს უჩნდება კითხვა, რატომ მაინცდამაინც 666 და არა ვთქვათ, 777. რა არის ამის მიზეზი? კაცობრიობის ახალი აღრიცხვა თითოეული ადამიანისა ზრდის კონტროლს. ჩემთვის, მაგალითად, მიუღებელია რაც მეტად დამაკვირდებიან და რაც მეტად არ მომცემენ იმის საშუალებას, რომ ჩემთვის ამოვისუნთქო და სადღაც მშვიდად დავიძინო, რა თქმა უნდა, ამაზე შინაგანი პროტესტი მექნება.

რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსი მეუფე იოანე (გამრეკელი): _ თუ ვინმე მეტყვის, იმ ჩიპში რა არის, _ მონაცემები: ჩემი გვარი, სახელი, მამის სახელი, როდის დავიბადე, სად დავიბადე, შეიძლება სისხლის ჯგუფი იყოს, ბანკში ანგარიში მაქვს თუ არა, კიდევ რამე. იქ სადმე ნათქვამია უარჰყავ ღმერთი, დაგმე მშობელი? _ ანუ სულიერი საკითხები იქ არ წერია, ეგეთ რამეს მე არ მეკითხება არავინ, იყოს ის ინფორმაცია, ისედაც იციან. ასე რომ, არის გარეგნული ინფორმაცია, რომელიც არ განსაზღვრავს შენს სულიერ, ზნეობრივ და სარწმუნოებრივ მდგომარეობას.
ზაზა ნანობაშვილი (ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელი): _ 666 შიგნით რას მოიცავს, სანამ აქამდე მივიდოდეთ, ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ბოლო 20 წლის მანძილზე გაჩნდა საკრალური ნიშნები მაისურებზე, ტელევიზიებზე, ტექნიკაზე და ა.შ _ მასიურად გაჩნდა 666-ის ნიშანი. იურიდიული ნიშანი, რაც ჩანს, რომ ადამიანს აზომბირებენ, უნდათ რომ მართვადი გახადონ და ელექტრონულ მონად აქციონ, ეს პირდადაპირ ჩანს და შეგვიძლია წავიკითხოთ ეკლესიების გადმოცემებში და სინოდის განჩინებებშიც. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი უწმინდესი და სინოდი განცხადებას გააკეთებენ, უფრო კეთილი ნების იმედი აქვთ, იმიტომ, რომ ტელევიზიით კეთდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს ალტერნატივა იქნებოდა, მაგრამ იმედგაცრუებულები წამოვედით იუსტიციის სამინისტროდან.
ბიომეტრიულ პასპორტსა და ბიომეტრიულ პირადობის მოწმობას შორის განსხვავებას მხოლოდ იურიდიული კუთხით ვხედავ და არა საეკლესიო კუთხით. პასპორტით გაგაკონტროლებენ ვთქვათ, როცა ქვეყნიდან გადიხარ, ანუ გჭირდება უფრო იშვიათად, ხოლო პირადობის მოწმობა, როგორც საზღვარგარეთ გამოთვალეს, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გჭირდება, ვთქვათ, მიკროავტობუსში, მობილურში თანხის ჩასარიცხად, მეტროში ჩასასვლელად, გადასახადის გადასახდელად და ა. შ მთელი დღის მანძილზე. გეხსნება საშინელი გრაფა, 80 წელი იცოცხლებ თუ 60 წელს, მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე ყოველ დღეს, წუთს და წამს რა ოპერაცია შეასრულე, რა ადგილზე იყავი ტერიტორიულად _ გიფიქსირდება.
როგორც ხმა გავრცელდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ უკვე თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას _ ხალხს არჩევანის უფლება დაუტოვონ ახალი პირადობის მოწმობების აღებასთან დაკავშირებით. სიტყვა ეკლესიამ თქვა, საქმე ხელისუფლებაზეა…

მაია ჭელიძე

Advertisements

13 thoughts on “ID ბარათის შესახებ – ტოტალური კონტროლის ახალი ერა

  1. მე მეგონა ცოტა ობიექტურად შეხედავდით ამ ვითარებას და მამა თეოდორეს ამ საკითხზე ქადაგებასაც დააკვირდებოდით,მარა როგორც ეტყობა ცოტა მეტი ილუზიების მოხვევა და ინტრიგა მოგწონთ მარა ეს განუვითარებლობას მოიტანს საზოგადოებაში და ახლის შიშს.მამა თეოდორეს სიტყვები-მთავარია შენ გულში არ აღიარო ის ღმერთად. ეშმაკსაც მსახური უნდა და არა რობოტი,რომელიც უნებლიეთ იმოქმედებს მისთვის.

    Like

  2. კიდე ეს გაცვეთილი 666 😦 მემილიონე სტატიას ვკითხულობ და მაინც ვერავინ დამანახა სად წერია ეს 666.

    “ბავშვებმა მიჩვენეს და მკითხეს, ესწავლათ თუ არა იმ წიგნებით” – როგორ მეცოდებიან ეს ბავშვები. ჰგონიათ რომ წიგნის ყდაზე თუ ეს რიცხვი წერია, სწავლისას მათში ეშმაკი ჩასახლდება? 😀

    მარაზმია 😀

    Like

  3. პოსტი არ წამიკითხავს, ნერვი არამაქვს :დ
    უბრალოდ რამდენიმე ჩემ აზრს ვიტყვი
    1. ვინ აი დი ბარათში რამე ცუდს ხედავ გონებაშეზღუდული ზომბია
    2. ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია გჭირთ ქართველების უმეტესობას
    3. მე უკვე მაქვს აი დი ბარათი და სამწუხაროდ სატანური არ აღმოჩნდა 😦 ნეტა მართლა ყოფილიყო დიად ლუციფერს ვთხოვდი ამდენი დებილი ამოეხოცა დედამიწას ტყუილად რომ ამძიმებდნენ :დ

    Like

    1. 1. მოდი შეურაწყოფები არ გვინდა, რადგან ვინც საწინააღმდეგოდ ფიქრობს ალბათ ისიც ასე ფიქრობს შენზე 🙂
      2. კაი 🙂
      3. რომ გაიგებ რომ სატანურია გვიანი იქნება :დდ

      პ.ს მე იმიტომ მომწონს ეგ ბარათი რომ აკონტროლებ ჩმორებს, ლეღვებს და ღლეებს. =)) :დ

      Like

      1. მე სულ ცალ ფეხზე მკიდია სატანა. :დ ფანტაზიაშიც კი არ მომდის რა უნდა დამიშავდეს, თუნდაც “სატანური ” იყოს :)))

        კონტროლით კი შენც ისე გაგაკონტროლებენ ჩემო “ვაჟკაცო”, როგორც დანარჩენებს, მაგით ნუ დაიიმედებ თავს :)))

        Like

    2. და საერთოდ მე ამ იდ ქარდის ტოტალური კონტროლის საშიშროება უფრო მაღელვებს ვიდრე 666

      Like

  4. მეუფე იოანე გამრეკელი საღად მოაზროვნე, ბრძენი ადამიანია. ვიდეოც მაქვს ნანახი, და პატივისცემით გავიმსჭვალე ამ კაცის მიმართ.
    რაც შეეხება თეოდორე გიგნაძეს, ეს რასისტი ნაძირალა და კრიმინალი არის ეკლესიისგან განსაკვეთი. ეს კაციც ფურთხის ღირსია და მისი მიმდევრები და ამფსონებიც. გახვრეტილ გროშადაც არ მიღის მაგის უწმინდური პირიდან გადმოფრქვეული სიტყვები.

    Like

  5. yvelanairi survili, wamekitxa posti, damekarga, roca davinaxe ricxvi 666 🙂 kargit ra xalxno, rit ver geyot am dzveli da mobezrebuli zgaprebit tamashi. rame axali mainc moigonet.

    Like

  6. ერთი კითხვა მაქვს ყველასთან. ვინმემ იცით ზუსტად სად წერია ეგ 666 მაგ ბარათზე? თუ ესე წერია 6246541267? და თუ ესე წერია ეს 666 კი არა და 6546541256 გამოდის :):||||||

    Like

  7. გიორგი გეთანხმები როგორც კომფორტული, ასევე გარკვეული კონტროლის მექანიზმიცაა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ შენ მოაწერ ელექტრონულად ხელს, ან ანგარიშებს გადმოიტან ID-ზე. მაგ ინფორმაციაზე ისედაც მიუწვდება ხელი იმას ვისაც ამი უფლებამოსილება გააჩნია, ან რატო არ უნდა იყოს მასე, თუ დამნაშავე და რეციდივისტი ხარ გასაგებია, მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეს რა საფრთხეს უქმნის ეს? ამით როგორ შეიძლება შენ გაგაკონტროლონ და შენი ქცევები განსაზღვრონ? უბრალოდ თუ საჭირო გახდება (ძირითადად დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში) ამოყრიან ინორმაციას და ადვილად მოგაგნებენ:)))
    გამოდის რომ მაშინ ისევ ქვის ხანაში უნდა ვიცხოვროთ, ბანკის გარეშე, ტანსაცმელიც არ ჩავიცვათ, მხოლოდ ნაქსოვი და ა.შ:))))) არ შევიძინოთ შტრიხკოდიანი საქონელი:))))) ის ფაქტი რომ სასულიერო პირთა აზრი ორად იყოფა ამაზე რას იტყვი?
    ხო და ბოლოს, თუ არ ვცდები ამ ჩიპის შეყვანა ინექციით უნდა მომხდარიყო და არა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით…… ბოდიში, შეიძლება არ ვარ მართალი მაგრამ შენს პოსტებში რელიგიური ფუნდამენტალიზმი შეიმჩნევა….

    Like

    1. მართალი ხარ გიორგი ამ თემაზე მართლაც ბევრი ლაპარაკი შეიძლება და მე კიდევ 1 ვრცელ პოსტს მივუძღვნი იდ ბარათებს უახლოეს მომავალში. მას შემდეგ რაც თავად ავიღე იდ ბარათი და რამდენიმე დღეში საპატრიარქომ ოფიციალურად განაცხადა რომ მასში არის 666, რატომღაც აქამდე დუმდნენ.

      ადამიანის გაკონტროლება თანამედროვე კომპიუტერულ სამყაროში დიდ სირთულეს სულაც არ წარმოადგენს, მეტიც ნებისმიერს ვინც ცოტას ერკვევა კომპიუტერში და ონლაინ სისტემებში შეუძლია შექმნას რაღაც მცირე ზომის საკონტროლო სისტემები, მაგრამ აქ საქმე გვაქვს მსოფლიო დონის გლობალური კონტროლის სისტემასთან.

      ჩემზე ადრე კითხვები გაუჩნდათ ბრიტანეთში, საბერძნეთში, ავსტრიაში და ამერიკის 20-ზე მეტ შტატში, მათ თქვეს რომ ყვენალაირი ინფორმაციის 1 ბარათზე ჩატვირთვა ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას და ამ ქვეყნების მთავრობებმა უარყვეს იდ ბარათები.

      ჩიპებს რაც შეეხება ეს საერთოდ სხვა ფენომენია და ალბათ იდ ბარათების დანერგვის შემდეგ დაიწყევა მათი დანერგვაც, მათზე მიბმული იქნება მთლიანი ფინანსური რესურსი რაც პიროვნებას გააჩნია.

      მე რაც შემეხება ვსარგებლობ თანამედროვე საბანკო ონლაინ სერვისებით მაგრამ ასეთი 1 სისტემის შექმნა მაინც მაშნებს 🙂

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s