ჩემი სტატიები

რეალი1-3 ბარსელონა და “წაგებული ომის სუპერვარსკვლავი?”


ამ თამაშზე ლაპარაკი მაშინ დაიწყო როცა ჯერ კიდევ აგვისტოში სუპერთასის მეორე მატჩი დამთავრდა. მაშინ რეალმა წააგო, თუმცა ღირსეულ ბრძოლაში, მატჩის შედეგი მხოლოდ ბოლო წუთებზე დაფიქსირდა. 

ისევ დაიწყო საუბარი მომდევნო კლასიკოს შესახებ..

დადგა 11 დეკემბერი, საფეხბურთო პუბლიკის ნაწილი მადრიდში ნაწილი კი ტელეკრანებთან შეიკრიბა. ყველა ულამაზეს სანახაობას ელოდა. რეალს 18 თამაში არ წაუგია, ზღაპრული შედეგია, მაშინ როდესაც ბარსამ საკმაოდ კარგა ქულები და კლასიკოს სასტვენის ხმამდე რეალი ცხრილში 3 ქულით წინ იმყოფებოდა, ამის გარდა ერთით ნაკლები თამაში ჰქონდა ჩატარებული. “საოცარი ფორმაშია რეალი, ფორმის პიკში, ლიგის ჯგუფური ეტაპი 18 ქულით დავასრულეთ, 6 ქულიანი ფორა ლა ლიგაში და ჩემპიონობისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი”. ამ სიტყვებს არაერთი რეალის ფანისგან გაიგონებდით.

დაიწყო თამაში. პირველივე წუთზე მადრიდი დაწინაურდა, საოცარი ტემპით დავიწყეთ, მეორე გოლსაც ველოდებოდი. 30-ე წუთზე გაგვიტანეს, შემდეგ კი მიყვა, ჯერ მარსელოს მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი შემდეგ კი…

მოკლედ თამამად ვიტყვი დღეს საერთოდ არ გაგვიმართლა ამას ნაწილობრივ იმას მივაწერდი რომ ბარსას გაუმართლა ძალიან, თუნდაც მეორე გოლი ავიღოთ და ასევე იმას რომ რეალის ლიდერი-რონალდუ ვერაფერს აკეთებდა. დაკვირვებული ვარ, თითქოს მთელი გუნდი რონალდუს უყურებს, თუ მას მისდის თამაში, თამაშობს გუნდიც თუ არადა..

საოცარი მომენტები გავაფუჭეთ ანგარიშის გათანაბრება მინიმუმ ბოლო 15 წუთის განმავლობაში შეგვეძლო..

მე ვფიქრობ გუნდს რაღაც ლიონის მაგვარი ფობია ჭირს, თუმდა ვიცი რომ როგორც ლიონის ფობია მოვიშორეთ ამ ფობიასაც იგივე ბედი ეწევა.

ახალ შემოგთავაზებთ ჩემეულ არგუმენტებს რატომ წავაგეთ დღეს:

გუნდში არ გვყავს გამოკვეთილი ფორვარდი(დღეს ასეთი არ იყო ყოველ შემთხვევაში) ბენზემა თამაშობდა სტანდარტული 10-იანის პოზიციაზე, და ე.წ შტურმის დროს როცა გუნდი შეტევაში იყო 2-3 წუთიანი მეტოქის საჯარიმოსთან მოძრაობის გარდა ვერაფერს ვაკეთებდით. სწორედ ამიტომ გაიყვანა დი მარია მაურინიომ, და შემოიყვანა პიპიტა, როგორც კლასიკური CF! ეს იყო ძალიან ჭკვიანური ტაქტიკური სვლა.
გუნდს აუცილებლად სჭირდება მაგალითად კავანისნაირი CF!

 მეორე მიზეზად მე რონალდუს ფაქტორს მივიჩნევ. გუნდში ფსიქოლოგიური ატმოსფერო ისეთია რომ რონალდუს ყველა აღიქვამს როგორც გუნდის უპირობო ლიდერს და თუ მას თამაში არ მისდის გუნდიც ვარდება, ვინც თამაშს უყურა გავახსენებ მეორე ტამში დაცვის უაზრო შეცდომებს.  

ბევრი მიიჩნევს გრანდებთან ლიდერმა-რონალდუმ უნდა აიღოს საკუთარ თავზე თამაში. ვფიქრობ ესეც უაზრო აზროვნებაა, მაინტერესებს ბარსელონა რომელი სოფლის გუნდია რომ 1 კაცი ეთამაშოს?
იგივეს ვიტყოდი მესიზე, არც ის იყო დღეს განსაკუთრებულად გამოკვეთილი. ანუ რონალდუზე წაგების მიწერა მთლად სამართლიანი არ არის.

ისე რეალის ფანების არ მესმის, მანჩესტერი ლიგიდან გამოვარდა რუნის უსახური თამაშის გამო და ხოლო მესიმ გადამწყვეტი 11 მეტრიანი გააფუჭა სევილიასთან, მაგრამ ამ წარუმატებლობას არავინ მიაწერს მხოლოდ ამ ფეხბურთელებს. ისევე როგორც ვფიქრობ დღევანდელი შედეგი რონალდუს არ უნდა მიეწეროს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენში ბევრია ვისაც ავიწყდება რონალდუს თამაში ბოლო 3 წლის განმავლობაში..

ჩემთვის დღეს ფრე იდეალურთან ახლოს მყოფი შედეგი იქნებოდა ვინაიდან 6 ქულიანი ფორა გვქონდა. ასე რომ არც ამ წაგებით დავქცეულვართ. +3 ქულა გვაქვს, მთავარია იმავე რიტმში გავაგრძელოთ როგორც დღემდე. ლა ლიგა წელს ჩვენია!!

Hala Madrid!

Advertisements

3 thoughts on “რეალი1-3 ბარსელონა და “წაგებული ომის სუპერვარსკვლავი?”

  1. მოკლედ ამაზე გაუაზრებლად დაწერილი სპორტული სტატია ჯერ არწამიკითხავს. კარგად ეტყობა ამ ჩანაწერს, რომ ამის დამწერი ფეხბურთს მაქსიმუმ 5 წელია საფუძვლიანად უყურებს. ან, თუ წუხანდელ თამაშს უყურე კარგად, საიდან მოიტანე, რომ მესი არ ჩანდა? ბარსას თითქმის ყველა შეტევაში ეგ ფიგურირებდა, ყველაზე ხშირად ეგ ანაწილებდა ბურთს და საჯარიმოდან საჯარიმოში დარბოდა მცველებს რომ მიხმარებოდა. რაც შეეხება რეალში გამეფებულ ფსიგოლოგიურ ატმოსფეროს, აშკარაა, რომ რონალდოს თანაგუნდელები ადრინდელივით აღარ აღმერთებენ და მაურინიოს დამსახურებით რეალში ყველა ფეხბურთელმა შეძლო საკუთარი ინდივიდუალური თუ გუნდური ქმედების უნარი წარმოჩინება, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ გუშინ ჩატარებულ ელ კლასიკოში აგვისტოს თამაშებთან შედარებით რეალი არ აღმოჩნდა საკმარისად შემზადებული იმ მოსალოდნელი ფსიქოლოგიური წნეხისთვის, რომელიც სავარაუდოდ დაატყდებოდათ ბარსასთან თამაშში. მესამე გოლმა რეალის ფსიქიკის ლიკვიდაცია მოახდინა. ბოლო საკითხს რაც შეეხება, ვერ დაგეთანხმები რომ მანჩესტერი რუნის უსახური თამაშის გამო გამოვარდა, იგი გამოვარდა გუნდის თითოეული მოთამაშის ცუდი თამაშის გამო. შენი დასკვნების მთავარი ნაკლი ის არის, რომ შენ გუნდის წარუმატებლობას ერთ კაცს აბრალებ და არა მთლიან გუნდს 🙂

    Like

    1. ცოტა ყურადღებით რომ წაგეკითხა ეს პოსტი, აშკარად შეამჩნევდი, რომ ავტორი ზუსტად წაგების ერთი კაცისთვის დაბრალებას აპროტესტებს :დდდდდდდ

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s