ჩემი სტატიები

ზონდერმედიის ჯგუფები Facebook-ზე Unlike!


სოციალური მედიისა და facebook-ის აქტუალობის შესახებ ადრეც დამიწერია , და მისი მნიშვნელობის შესახებ ახალს ვერც ეხლა ვიტყვი. 

 სოციალური მედია დღეს თავისი არსებობით მნიშვნელობის პიკშია. საზოგადოება უკვე იმდენად იქცა ამ ვირტუალური სამყაროს ნაწილად, რომ ძნელია გაავლო მკვეთრი ზღვარი რეალობასა და ვირტუალიზმს შორის.

სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა ბიზნესმა – თავისი რეკლამების სახითა და ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობებით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, პოლიტიკამ, და უბრალოდ ცნობილმა სახეებმა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ალბათ არავისთვისაა უცნობი რომ აფრიკის რევოლუციები სწორედ სოციალური ქსელის კერძოდ კი facebook-ის საშუალებით მოხდა.

აბა ვინ წარმოიდგებნდა თუნდაც 20-30 წლის წინ რომ მინისტრებს, პრეზიდენტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს facebook-ზე ექნებოდათ თავიანთი გვერდები, აქ გამართავდნენ ოფიციალურ კონფერენციებს და ა.შ? ვერც ვერავინ. ისიც არარეალური იყო მაშინ, რომ facebook-ზე event შეიქმნებოდა, სახელწოდებით “მოვაწყოთ რევოლუცია” ან სხვა რამე მსგავსი. ამ მოწოდებაზე კი მილიონობით ადამიანი, ლიბიასა და ეგვიპტეში ქუჩაში გამოვიდოდა და ათწლეულიან რეჟიმებს დაამხობდა. თუმცა დღეს ეს რეალობაა.

ეხლა მსურს საქართველოს მაგალითი განვიხილო. ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად 630 000-მდე ადამიანია facebook-ში დარეგისტრირებული. აქ რამდენიმე კომპანიას სერიოზული კამპანიაც აქვს წამოწყებული, თავიანთი ბიზნესის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში. აქტიურობენ პოლიტიკოსებიც, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობიდან. საკუთარი გვერდი აქვს დავით ბაქრაძეს, გიგი უგულავას და ა.შ (სხვათაშორის პარლამენტის თავმჯდომარეს 27 000 ლარალმდე დაუხარჯავს facebook-ში რეკლამისთვის).

საკუთარი facebook გვერდი აქვს ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურსაც. სადაც მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებს და ასევე იხილონ ონლაინ ტრანსლაციები პრესკონფერენციებიდან. 

შეგახსენებთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური Facebook გვერდი არის ასე – Bidzinaivanishviliofficial

ასეა თუ ისე მარკ ცუკენბერგის პროდუქტი მსოფლიოს მსგავსად ქართულ პოლიტიკაშიც აქტუალურია.

მაგრამ ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში შეიქმნა შავი პიარის გამტარებელი გვერდები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. მათ შორის აქტიურობით გამოირჩევა “გავინცოთ ბიძინა ივანიშვილი”.

პრესამსახურმა დაადასტურა რომ მათ ამ გვერდთან არანაირი კავშირი არ აქვს:

ძვირფასო მეგობრებო,
სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს მიზამიმართული კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებაში განსაკუთრებით აქტიურობს გვერდი „გავინოთ ბიძინა ივანიშვილი“.
ამ გვერდის ადმინისტრაცია ავრცელებს იმ ბინძურ პროპაგანდას, რომლითაც დაკავებულნი არიან ინტერნეტ გამოცემები droni.ge, presa.ge, real.tv, itv.ge. აშკარაა, რომ ამგვარი კოორდინირებული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია იმართება ერთი ცენტრიდან.
ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ ხელისუფლება ყველა მეთოდს გამოიყენებდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამიტომ არ გვიკვირს, რომ ვითომდა უბრალო მოქალაქის მიერ შექმნილი ჯგუფი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“ ფინანსდება, რისი ნათელი მაგალითიცაა facebook-ზე ამ გვერდის ფასიანი რეკლამა.

გვერდი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“ მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზანმიმართულად ეწევა ბინძური ჭორების გავრცელებას, რის გამოც ჩვენ ვიტოვებთ უფლებას პასუხი გავცეთ ამ კამპანიას.

მივმართავთ ყველა მხარდამჭერს _ ნუ შეუწყობთ ხელს ამ გვერდს გაძლიერებაში, ნუ შეხვალთ დისუსიებში გვერდის მმართველ პროვოკატორებთან და ნუ მისცემთ საშუალებას მათ მოახდინონ თთვენით მანიპულირება.
თუ უკვე მოწონებული გყავთ ეს გვერდი, გთხოვთ დააჭირეთ “unlike“(აღარ მომწონს)-ს.

ვისაც არ აქვს მოწონებული გვერდი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“ , შეგიძლიათ აცნობოთ facebook-ს, რომ გვერდი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“:

თქვენი facebook გვერდის „ძიება“-ში აკრიფეთ: გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი
გვერდის გახსნის შემდეგ, მის მარცხენა მხარეს მოძებნეთ ბმული „გაასაჩივრეთ გვერდი“(report page) და დააჭირეთ
გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც უნდა მონიშნოთ spam or scam და გააგზავნოთ.

ეს არის ნაწყვეტი მათი განცხადებიდან.

.

საქმე ის გახლავთ რომ ფასიანი რეკლამის საშუალებით რომელიც მომხმარებელს აცნობებს თითქოს ეს გვერდი არის ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი, მათ ბევრი like დააგროვეს.

ასე რომ გთხოვთ ნუ შევუწყობთ ამ გვერდების ავტორებს ხელს რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საშუალებით საზოგადოებაზე მანიპულირება მოახდინონ.

მარტივად მიჰყევით სურათებს, და დაა report-ეთ ცრუ გვერდი!

Advertisements

5 thoughts on “ზონდერმედიის ჯგუფები Facebook-ზე Unlike!

  1. რამდენს გიხდის ბიძინა? :დ მეც მინდა 😦 მომისყიდეთ ვინმემ, თქვენი ვარ თქვენთვის მოვკვდები ფულიანებო!

    Like

    1. facepalm
      მიგასწავლი, ჯერ ქართუში უნდა გახსნა ანგარიში, მერე ქართულ ოცნებაში უნდა გაწევრიანდე, ხოდა იქ გეტყვიან ყველაფერს :დდ
      ისა და იყიდები? :დდ

      Like

  2. ამ ჩიტური ფეისბუქით ხო ტვინი გაბურღეს უკვე დიდიან-პატარიანად! ფრანგებმა და გერმანელებმა ეგ სიტყვა საერთოდ აკრძალეს ტელევიზიებსა და რადიოებში, რადგან კომერციულ რეკლამასთან გაიგივდა და კაი მსუქანი ჯარიმები დააწესეს მაგ საიტის ხსენებისთვის.

    Like

  3. ხელისუფლებას რაიმე ქმედებას დაიწუნებ(მითუმეტეს ასეთ ბინძურ საქციელს) და საუკუნის კითხვა “რამდენს გიხდის ბიძინა” :))))))))) მარაზმია :))))))))))))))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s