ჩემი სტატიები

განწყობები და ცხოვრებისეული დეტალები…


დიდი ხანი გავიდა.. ჰო, დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არ დამიწერია.. ეს ჩემი ბლოგის მკითხველსაც ჩემზე უკეთ მოეხსენება.
ალბათ იმიტომ რომ მე უფრო სხვანაირად ვწერ, სხვა საკითხზე და სხვა კონტურებზე ვიღებ კალამს.. თუმცა დღეს, ამ წუთას, ამ წამს მომინდა რომ ესეც დამეწერა..
ბოლო ასეთი პოსტი 9 ოქტომბრით არის დათარიღებული.. მახსოვს მაშინ სტუდენტობის პირველი დღეების შესახებ ვწერდი..

მახსოვს… არა, მართლა მახსოვს, როგორ მომწონდა, მიხაროდა, მიყვარდა და მეხალისებოდა მაშინ.. მართლა განსაკუთრებული იყო პირველი სემესტრის დასაწყისი, არასოდეს დამავიწყდება.

ახლა უკვე პირველი სემესტრი უკანასკნელ დღეებს ითვლის. თსუ ჩემთვის უცხო აღარ არის..
ცალკე საკითხია რამდენად გაამართლა ან არ გაამართლა მან ჩემი იმედები..
ეხლა მახსოვს 5 შესავლის აღების დრო, ხმები “გიორგი რას აკეთებ?, ვერ შეძლებ,  ძნელია” და ა.შ
იმ დროს მართლა სწავლისთვის მოწოდებული ვიყავი, მინდოდა რომ უახლოესი დრო სწავლაში გამეტარებინა და მესწავლა ის რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებდა..
ასეც გავაკეთე.. ლექტორებშიც ძალიან გამიმართლა. არვიცი ამაზე კმაყოფილი ლექტორებით თუ ოდესმე ვიქნები. მგონია რომ ყველაზე მაგარი და ჭკვიანი ლექტორები მე მყავს..
ვერ წარმოვიდგენდი თუ ლექციაზე ბლოკნოტით და კალმით ვივლიდი რომ ბატონი მაცაბერიძის სიტყვები ჩამეწერა.. ამირან ბაბუამ ხომ საერთოდ ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა რომ უკვე თავს ვალდებულად ვთვლი.  მიუხედავად იმისა რომ სოციოლოგიის გაგრძელებას სრულიად არ ვაპირებ მასთან ავირჩიო რაიმე საგანი..
არ მინდა ეს პოსტი ლექტორების სათითაოდ მიმოხილვად ჩამეთვალოს,  ყველა მათგანში ძალიან გამიმართლა და ამას მომავალში აუცილებლად დავამტკიცებ! ერთს ვიტყვი, მომავალ პირველკურსელებს უკვე თამამად შემიძლია ვუთხრა რომ ვისთან უნდა აიღოდ პოლიტიკის სემინარი, ვინ არის საუკეთესო? :*  ჟურნალისტიკა და ა.შ
ძალიან გამიგრძელდა მგონი..
დღეს ამის წერასაც თავისი მიზეზები აქვს.. ძალიან  ვარ.. 🙂

ცხადია წარმოდგენები რომელიც ადამიანზე გექმნება მუდმივად ცვალებად უნდა იყოს, ყოველშემთხვევაში ჩემი აზრით ასეა და ეს აზრი იმ თეორიიდანაა გამოწვეული რომელიც ადამიანებთან ურთიერთობების ჩემეულ იდეებს ასახავს და რომლის მიხედვითაც თუ ერთ ადამიანს არ უნდა რომ სხვა ადამიანის მიერ მანიპულირებადი და ადვილად მართვადი იყოს მანდ მუდმივად უნდა ცვალოს მის ცხოვრებაში ადამიანები. ანუ მის გარშემო არსებული როლები მუდმივად განახლებად უნდა იყოს. დიახ, პრაგმატიზმით გამორჩეული პერსონა აცხადებს რომ არ არსებობს შეუცვლელი მეორე პერსონა 🙂

უნივერსიტეტში მისვლის დღიდან ბევრი ადამიანი გავიცანი. ბუნებრივია თითოეულ მათგანთან განსაკუთრებული და საჭირო ურთიერთობა მქონდა დღემდე. ყოველთვის მეგონა,  მიუხედავას იმისა რომ ადამიანები განსხვავებულები არიან თითოეულ მათგანში იმალება ის რაც მას განსაკუთრებულს ხდის და თუ მას ვიპოვნიდი მაშინ ჩვენი ურთიერთობებიც მყარი და სასარგებლო იქნებოდა. სწორედ ასე ვფიქრობ ხოლმე ძალიან ხშირად..

მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე რომ ადამიანების მიმართ უნდობლობა მიჩნდება და 1 წამით ან უფრო მეტითაც კი ყველაზე ახლო ყველაზე შორი მეჩვენება. ყველაზე მეტად როცა მჭირდება მაშინ არის ყველაზე შორს. როცა მინდა რომ ჩუმად ვიყო  არც მაშინ მყავს რომ თვალებში შევხედო.. და ვარ ასე…

არვიცი ზოგჯერ მგონია რომ პირად ურთიერთობებში ისეთი წარუმატებელი ვიქნები, როგორც სხვაგან მექნება წარმატებები. ეს ალბათ ეგოისტობის ბრალია, იმ სურვილის რომლითაც ყველა ადამიანის მხოლოდ ჩემს “საკუთრებაში” აღქმა მინდება.. არვიცი მარაზმია, მაგრამ ასეა!

არადა საქმე ის არის რომ ასე მართლა არ არის…  მაგრამ ვგრძობ რომ არასწორად ვიქცევი, და მგონია რომ ამისთვის მალე დიდი იმედგაცრუებას ვნახავ..

ამ პოსტის წერა დავიწყე გუშინ და ეხლა დავასრულე, მხოლოდ იმიტომ ვაქვეყნებ რომ ვიცი წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაიკარგება ამ დღეების აღქმა და ეს არ მინდა…

Advertisements

11 thoughts on “განწყობები და ცხოვრებისეული დეტალები…

  1. გიო,კარგი იყო,მომეწონა,მაგრამ არ მგონია ისეთ მხიარულ განწყობაზე დაგეწეროს,როგორიც ფოტო ერთვის თან:) გეტყობა ძალიან დაგიგროვდა,დარწმუნებული ვარ უფრო მეტიც გაქვს სათქმელი,თქმა ყველაზე კარგი რამეა,მეც მემართება ხოლმე ასე,ბევრგან საკუთარი ხასიათი ამოვიცანი:)წარმატებები…”არვიცი ზოგჯერ მგონია რომ პირად ურთიერთობებში ისეთი წარუმატებელი ვიქნები, როგორც სხვაგან მექნება წარმატებები”–პრინციპში ეგეც შენზეა დამოკიდებული…

    Like

    1. მადლობა სოფო კომენტარისთვის.. მაინტერესებდა შენი აზრი ძალიან :)) :*
      მართალი ხარ ამის წერის დროს სულ სხვა განწყობაზე ვიყავი.. 🙂

      Like

  2. წერა მომინდა მეც საშინლად ამის წაკითხვის შემდეგ :|| ❤
    და ზუსტად ისეთ ხასიათზე ვარ როგორიც შენ იყავი ამის დაწერის დროს :)) 🙂

    Like

  3. გიორგი,არ მოგატყუებ და გეტყვი,რომ ეს ის იშვიათი პოსტია,რომელიც შენს ბლოგზე წავიკითხე .
    ამ ჭრილში წერე ხოლმე და უფრო მეტი მკითხველი გეყოლება :))
    მორგებულად გიწერია . ზუსტად ასეთი შეფასებები მქონდა შენზე,როგორც აქ შენ თვითონ წერ საკუთარ თავზე და ლექტორებში მეც გამიმართლა ^_^
    მომავალ წელს ,ერთად დავეხმაროთ პირველკურსელებს : დ

    Like

    1. მადლობა :))
      შემოვიჭყიტები ხოლმე და თუ გინდა მეგობარი ბლოგებშიც დავამატებ ))))

      Like

  4. მართალია ამ პოსტებს ძაან გვიან ვკითხულობ მაგრამ მაინც გეტყვი რომ ძალიან საინტერესოდ გიწერია.თითოეულის წაკითხვის შემდეგ ისეთ ხასიათზე ვდგები როგორიც შენ გაქვს გადმოცემული 😀 იმედი მაქვს შენი აზრი პირად ურთიერთობებზე არ გამართლებულა და ამ მხრივაც წარმატებებს გისურვებ 🙂

    Like

  5. ხო ეს ძალიან ძველია, არვიცი სოფო ნაწილობრივ კი გამართლდა 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s