ჩემი სტატიები

2011 წელი ჩემში


აი, 2011-ის ბოლო დღე დგება… ყოველგვარი ზედმეტი მიკიბვების გარეშე(რომელიც მჩვევია) მინდა ვთქვა რომ მნიშვნელოვანი წელი იყო. მნიშვნელოვანი როგორც ჩემი ცხოვრების, შეხედულებებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთერთი რიგითი მაგრამ მკაფიო და დასამახსოვრებელი საფეხური. აქ ბევრს დავწერ, უფრო მეტს ვიტყვი და ამით იქნებ ვცადო და ბევრი რაღაც 2011-ში დავტოვო.

საახალწლო შემაჯამებელი პოსტების წერა უკვე უკვე ტრადიციად მექცა. 2009, 2010, და ეხლა 2011 წელი მიილია..

“დაიწყო აბიტურიენტობის მძიმე და უაზრო წელი…

მთავარია რა იქნება მომავალ წელს…

ერთიანი ეროვნული გამოცდები…”

აი სწორედ ამ პათოსით დავიწყე 2011 და არ შემიძლია ამ წლის მიმოხილვა სწორედ ამ საკითხიდან არ დავიწყო. ეს წელი

გარდამტეხი იყო ჩემი განათლებისთვის, რადგან მიუხედავად იმისა რომ აბიტურიენტობის დროს სწავლით არ ვიკლავდი თავს, მაინც მეტნაკლები წარმატებულობით გავიარე ეს ეტაპი და გამოცდებიც ჩავაბარე. არასოდეს დამავიწყდება ზუსტად 1 წლის წინ დილის 8 საათზე სიცივეში ინგლისურზე სიარული, ისტორიაზე უსწავლელი მისვლა და ამ უსწავლელობის ზოგადი ცოდნით გადაფარვის მცდელობა, ქართულზე კი მახსოვს მუდამ უკმაყოფილო ვიყავი რადგან არასოდეს ვსწავლობდი ლექსებს არც თემებს ვწერდი. მაგრამ იმას კი კარგად ვახერხებდი რომ მასწავლებელი დამერწმუნებინა რომ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდი და გამოცდებში აუცილებლად მაღალ ქულას ავიღებდი.. მან ეხლაც არ იცის რომ გრიგოლ ხანძთელს ან ვეფხისტყაოსანს მხოლოდ ერთხელ ვკითხულობდი.. ყველაზე “კარგ დროს” უნარებზე ვატარებდი, რადგან ვთვლიდი რომ აქ ჩემი ტვინი ყველაზე კარგად ვითარდებოდა, და  ზოგადი უნარების “ჩემეული სტილის” შექმნაში ისე შემომესწავლა თავადაც ვერ მივხვდი ბოლოს. ეტყობა აქაც გადაფეისების იდეას მივსდევდი გქვეცნობიერში.

საატესტატო გამოცდებიც მახსოვს. მახსოვს როგორ ვერ მიტანდა ქიმიის მასწავლებელი და გამოცდებში “ჩაჭრას” მიწინასწარმეტყველებდა. მაგრამ იმედი გავუცრუე და ჩემდა გასაკვირადაც საკმაოზე მაღალი ქულები ავიღე. თითქმის 4-5 ქულით მაღალი ვიდრე გამომაყოლეს. არა “ოროსანი” არ გეგონოთ, უბრალოდ რაღაც მიზეზებს + სკოლაში რომ არ დავდიოდი დირექტორმა თავისი “კამანდით” მაგრამ დამტროლა =))

ისე საატესტატო გამოცდებს იმდენად არ ვაქცევდი ყურადღებას რამდენადაც სხვები ჩემს გარშემო ღელავდნენ და დარდობდნენ მასზე. ვიცოდი რომ ის იქნებოდა რაც იყო. და ამას მივხვდი რამდენიმე წლით ადრე, და სწორედ ამიტომ ვარ ეხლა თსუს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი და არა მე-12 კლასელი ბიწჩო! =))

არვიცი ზედმეტი თავის ქება გამომივა ალბათ, დღეს ვნახე ბასტერა(თორნიკე რაზმაძე) ჩემი კლასელი და რომ წავიდა ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ყველაფერი ეხლა რომ ისევ მე-12 ში ვიყო.. მერე იცით რა ვქენი? ისევ 2011 გადავხედე, ყველაფერს განსაკუთრებით ადამიანებს რომლებიც იმ პროექტის წყალობით შევიძინე რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელს დავგეგმე( ექსტერნს ვგულისხმობ) და მივხვდი, მათ გარეშე, რომ არა დღევანდელ დღეს იქ სადაც ვარ, ძალიან განსხვავებული იქნებოდა.. თითქოს გულის ნაწილი მომაჭრეს(საერთოდ ასე ასე ვგრძნობ ხოლმე როდესაც ვინმე ვინც მნიშვნელოვანია და ვინც მიყვარს ჩემგან შორს არის)
აი, იმ წამს მივხვდი რომ ბედნიერად უნდა ვიგრძნო თავი იქ სადაც ვარ კონკრეტულ დროს. გამიხარდა რომ ოდესღაც სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ არა მაშინ ის, ეხლა ბევრი არ მეყოლებოდა.(იხილეთ PS) (ეხლაც იდიოტობები მომდის თავში მაგრამ კაი იყოს 😐 ) შემდეგ დედაჩემს ვუთხარი რა იქნებოდა რომ არა “ასე მეთქი?

ჰო დედაზე მინდა დავწერო, მართლა განსაკუთრებით დამიდგა გვერდში ამ წელს. არ დამავიწყდება “ისწავლეს” ძახილი, როგორც თვითონ ამბობს.. არც ის საატესტატო გამოცდიდან რეკორდულად სწრაფ დროში რომ გამოვდიოდი და დედას სმს ვწერდი შემდეგი ტექსტით ” ქულა + დედი ხომ მაგარი ვარ?”

ასე ჩაიარა გამოცდებმა..

თუმცა მანამდე ბანკეტობა და ბოლოზარობა იყო, რომელიც ჩემს “ახალ” (როგორც ამას მე ვეძახდი) კლასთან მშვენივრად ჩავატარე.

მერე იყო ქულები.. ოო ძალიან განსხვავებული გრძნობები. მახსოვს ურეკში მივდიოდი გზაში რომ გავიგე უნარების ქულა, უზომოდ გახარებული ვიყავი.. მაგრამ ისიც მახსოვს ქართულის ქულის დანახვაზე რა რეაქცია მქონდა.. ნუ სახე(რეაქციებს მე იშვიათად გამოვხატავ). სხვები კი ის იყო რასაც მოველოდი.

ყველაზე მთავარი, თბილისის ფორუმზე გავაბაზრე რომ ჩარიცხვების და გრანტის პროგნოზებს ვაკეთებდი, ხოდა იმდენი PM მომივიდა კინაღამ დამბლოკეს.. აუ რა დღეში ვიყავი?

მე ჩემს თავს “ვუპროგნოზე” რომ თსუში ვიყავი, თუმცა არვიცოდი რომელ ფაკულტეტზე. პროგნოზი ახდა, და მართლაც მოვხვდი სიაში მე-2 რაც მეწერა იქ – სოცპოზე..

facebook-ზე ამასობაში ჯგუფი შეიქმნა სადაც მომავალი კურსელები შეიკრიბნენ, ბევრ მათგანთან დღეს ძალიან ახლოს ვარ და ეს მიხარია.. კარგი იყო ჯერ არვიცოდით სად ვიყავით და მაინც “ვიყავით” სხვათაშორის იმ ჯგუფიდან ერთს ველოდები ჩვენს ფაკულტეტზე მეორე სემესტრიდან.

მერე იყო გრანტების დათვლა. ჩემთვის მობილურში რაღაცას ვანგარიშობდი(მე ხომ ბიზნესით ვარ დაინტერესებული  და ძალიან ხშირად ვანგარიშობ, ოღონდ სულ ელექტრონული საშუალებებით) ხოდა ამჯერადაც შემთხვევით მე და დედას “შემოგვეანგარიშა” გრანტების დათვლის პრინციპი. რომ მივხვდი “რაც იყო” სასწრაფოდ წამოვხტი და ფურცელს და კალამს ვეცი, რომ დამეწერა რასაც მივაგენი სანამ დამავიწყდებოდა 😀 არასოდეს დამავიწყდება..
ზოგს გაუმართლა ეგ გამოთვლა ზოგს არა, ნუ მიხარია რო 95% ზუსტად აუხდა.. ვისაც არ აუხდია მე ბოდიში =))
მახსოვს თავიდან რამხელა მოლოდინები და უდიდესი ინტერესი მქონდა ჩემი კურსელების მიმართ. წინა ღამე მახსოვს სანამ სწავლა დაიწყებოდა… ფიქრები…

ისიც მახსოვს ვგრძობდი ერთი ადამიანის გამო სწავლის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ისე გამოვიცვალე საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. ყოველი დღე გახდა თეთრი, უნივერსიტეტში სიარული მიხაროდა, სულმოუთქმელად ველოდებოდი როდის დაღამდებოდა რომ მერე გათენებულიყო..

ისე თსუში ვისწავლე ადამიანებისგან რჩევების მიღება, არვიცი ეს კარგია თუ ცუდი, ალბათ უფრო კარგი ვიდრე ცუდი მაგრამ ასე შეიქმნა ადამიანი სახელად “ჩემი შეცდომა”..

კიდევ გაჩნდნენ ადამიანი, რომლებიც.. არვიცი :X (კაი ეს მერე იყოს)

აბიტურიენტობის დროს ერთი გოგო მიყვარდა, ვიცი კითხულობს ამას, ალბათ იმიტომ ვთქვი ეს რომ არ მინდა უსასრულობაში დაიკარგოს..
მახსოვს ვეუბნებოდი რომ ჩემი სტიმული იყო =)) მის გარეშე გამოცდებს ვერ ჩავაბარებდი და ა.შ შემდეგ დასრულდა ყველაფერი, გამოცდებიც მის გარეშე ჩავაბარე და უნივერსიტეტშიც “მოვეწყე”.. =)) მაგრამ ფაქტია მისი თმების სურნელს როცა ვგრძობდი ბედნიერი ვიყავი(facepalm).. ასე რომ ამ წელს არც ცრემლების გარეშე ჩაუვლია, ცალი თვალიდან როგორც მინიმუმ.. (ძირითადათ მარჯვენიდან)

ყოველთვის ვამბობდი, მინდა სტუდენტობის წლები საინტერესოდ გავატარო, სასარგებლო ვიყო და ის ადამიანები გავიცნო, რომლემთან ერთადაც სიახლეს “შევქმნი” მეთქი.. არვიცი მგონი მართლა ასეა.. მე უმადური ადამიანი ვარ, იშვიათად ვარ კმაყოფილი, (ისე ზოგჯერ მგონია რომ ეს უკმაყოფილება იწვევს ჩემს მოტივაციას) სულაც არ მინდა სავსებით კმაყოფილი რომ ვიყო =))
და ამ ფონზე შევაფასებდი რეალობას მეტნაკლები წარმატების ხარისხით, არის საკითხები სადაც უიღბლო ვიყავი და ასევე დავრჩი =))

სხვებს ნელნელა დავწერ.. კიდევ ბევრი მაქვს საწერი.. )

 

P.S აქ იგულისხმებიან ჩემი დღევანდელი კურსელები ❤

Advertisements

One thought on “2011 წელი ჩემში

  1. “არის საკითხები სადაც უიღბლო ვიყავი და ასევე დავრჩი =))” ალბათ ეგ “უიღბლობაც” იღბალია, ღმერთმა ასე ინება. Всё что случается, это всё к лучшему. :)))))) ასე რომ იმ პათოსითვე გააგრძელე, როგორითაც დაიწყე. კარგი კაცი ხარ :)))))) მრავალ ახალ წელს დაგასწროს ღმერთმა, შენს გულით საყვრელ ადამიანებთან ერთად. ოცნებები აგსრულებოდეს, გაიხარე და გამრავლდი.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s