ჩემი სტატიები

ურთიერთობები


რაღაც ძალიან ბევრი დამიგროვდა საწერი ვატყობ. ამიტომ მინდა დავწერო, კვლავ.. მანამ სანამ თავს კარგად არ ვიგრძნობ.
2012 წლის იანვარი ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი იყო, ბევრი სიახლე მოხდა რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დაატყო ჩემს ცხოვრებას და ალბათ მომავალიც შეიცვლება. თუმცა ვინ იცის ჯერ კიდევ რა მელის. არ მინდოდა ამ საკითხებზე დამეწერა რადგან ჯერ არ ვთვლიდი ამას საჭიროდ.
მოკლედ ეს თვე იმითაც იყო განსაკუთრებული რომ ერთ ღამეს დამესიზრმრა ვითომ მალე მოვკვდებოდი, ამას წინ სხვა მსგავსი ფაქტებიც უძღოდა და თუ გავითვალისწინებთ ჩემს პანიკიორიზმს მართლა მეგონა რომ რამე მომივიდოდა.

თუმცა ეს პოსტი არ ეხება ჩემი სიზმრების ახნას, ამჯერად მინდა ურთიერთობებზე ვისაუბრო რომელიც ჩემს გარშემო უკვე იმდენად ჩახლართული და ბუნდოვანი ხდება მიჭირს გამოვერკვე და ისევ ისეთი ვიყო როგორც აქამდე.

ადამიანებთან ურთიერთობების „კეთება“ რომ ხელოვნებად მქონდა გადაქცეული ეს ახალი არ არის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ ნებისმიერ ყველაზე განსხვავებულ ადამიანთანაც კი შემიძლია ვიყო ისეთი როგორიც მე მჭირდება და როგორიც მას უნდა რომ ვიყო. შეგვიძლია ვიყოთ საუკეთესო მეგობრები ისე რომ ჩვენი საერთო მეგობრები ამ ყველაფერს სასაცილოდ უყურებდნენ.
ხშირად ყოფილა როცა ადამიანებს ერთმანეთთან კონფლიქტი ჰქონიათ და ასეთ დროს მე ორივე მხარესთან ისე ვიყავი რომ ვერცერთი მაიძულებდა რაიმე პოზიციის დაკავებას. ასეთ დროს ხომ ურთიერთობების პოლარიზება გარდაუვალი პროცესია.

ბევრს უთქვამს ურთიერთობებში შუეცდომელი ხარო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. აი, მაგალითად სიამოვნებით დავაბრუნებდი უკან 3 ოქტომბერს უნივერსიტეტის პირველ დღეს, რადგან შეცდომები გამოვასწორო.

ხშირად ვხვდები რომ ზოგიერთ ადამიანთან ისეთი ურთიერთობა არ მაქვს როგორიც მინდა რომ მქონდეს, ალბათ ეს იმის ბრალია რომ სხვა ადამიანთან ვარ ზედმეტად “კარგად”. მე ადამიანების ამოჩემება ვიცი, შეიძლება ერთმა ადამიანმა რომელიც მომწონს ყველა სხვა ჩემს გარშემო დაჩრდილოს, და ის ერთი იმდენად გავაღმერთო რომ სხვები საერთოდ დამავიწყდეს. რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდია მაგრამ რეალობაა, რომელიც ძალიან მინდა  გამოვასწორო  და ვინმეს “საკუთრება” არ ვიყო.. არ მინდა 1 ადამიანის გამო ბევრი დავკარგო..

Advertisements

One thought on “ურთიერთობები

  1. გიორგი, მთავარია, ნებისმიერ ურთიერთობაში შენ იმად დარჩე, რაც ხარ. ან, უკეთესობისაკენ შეიცვალო, როგორც ადამიანი – აბა სხვა რაში სჭირდებათ კარგ ადამიანებს ურთიერთობა, თუ არა სულიერი ურთიერთგამდიდრებისთვის? თუ ასე არაა კონკრეტულ ურთიერთობაში, უაზროდ იხარჯება დრო და ენერგია. ყველასთვის რომ კარგი და მისაღები ვერ იქნები, ეგეც 2X2–ია.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s