განათლება · ჩემი სტატიები

პირველი..


აი ეხლა ბოლო გამოცდა დავწერე და ამით დავასრულე ჩემი სტუდენტობის პირველი სემესტრი. მართალია ქულები ჯერ მხოლოდ 3 საგანში ვიცი, რადგან ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო რამდენიმე კვირის განმავლობაში თსუს საგამოცდო ცენტრი სტუდენტების ქულებს არ აქვეყნებს. თუმცა მაინც უკვე ისეთი განწყობა მაქვს რომ სტუდენტობის და ზოგადათ საუნივერსიტეტო ცხოვრების შესავალი/პირველი ნაწილი/Preface თუ რაც გინდათ ის დავარქვათ დასრულებულია.

არვიცი პირველი შეფასება ალბათ ისევ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე იქნება ის რომ არ ვარ ამ სემესტრით კმაყოფილი, მიუხედავად იმისა რომ სამი საგნის ქულებიდან(რომლებიც უკვე ცნობილია) 2-ში A მყავს, ვფიქრობ რომ მაინც მეტი უნდა გამეკეთებინა. ახლა ვცდილობ რომ გავიხსენო ის დრო რომელიც გავფლანგე როგორც მე ვეძახი “არაფრის კეთებაში”.  ძნელია ვინმემ გაიხსენოს ლექცია რომელზეც არ დამიგვიანია. განსაკუთრებით დილის საათებში (13:00 საათამდე) ლექციების 85% ალბათ გაცდენილი მექნება. ყოველთვის უკან ვჯდებოდი ხოლმე და ლაპარაკით ვირთობდი თავს.
იმდენად გავთავხედდი რომ წიგნიც არ მიყიდია არაფერში საერთაშორისო ურთიერთობების გარდა, ისიც იმიტომ რომ უბრალოდ მისი წაკითხვა მაინტერესებდა.

საერთაშორისო ურთიერთობების ლექცია და პოლიტიკის სემინარი ერთმანეთს დავამთხვიე ხელოვნურად და ხან 1 მიცდებოდა ხან მეორე, ძირითადათ ურთიერთობებზე არ დავდიოდი. (თუმცა 100 კი ავიღე).

აკადემიურ წერაზე პირველად რომ შევედი უკვე პირველი კოლოქვიუმი იყო =))

ინგლისურზე კი იმის გამო რომ 9 საათზე მქონდა 1 ლექცია ყოველთვის ვაცდენდი..
ეჰ არა.. ასე თუ გავაგრძელე ვერ გავფრინდები.. =))  უნდა ვილოცო რომ GPA 2.5 არ ჩამოსცილდეს, ეხლა 3.33 მყავს.
თუმცა კმაყოფილი ვარ რომ ამ სემესტრში ბევრი რამ ვისწავლე, და იმაზეც კმაყოფილი ვარ რომ უკვე მივიღე გადაწყვეტილება რომ მეორე სემესტრში გაცილებით უფრო კარგად ვისწავლი, ნწ.. არა საუკეთესოდ.. :)) ქულებიც ბევრად უფრო მაღალი მეყობე ვიდრე ეხლა მყავს..

(გაითვალისწინეთ ამ პოსტის პათოსი) :მუდამუკმაყოფილოსაკუთარითავითსმაილი:

Advertisements

One thought on “პირველი..

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s