ჩემი სტატიები

მაიტა ბილეთი! ანუ „პრავადნიკის“ მორალი


ხშირად ვსარგებლობ ხოლმე საქართველოს რკინიგზის მომსახურებით როცა ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით შორ მანძილზე მგზავრობა მომქანცველი მეჩვენება. მე კი შორ მანძილზე მგზავრობა ხშირად მიწევდა, რადგან ზაფხულობით დედულეთს მივაშურებ ხოლმე გურიაში.
ახლა დროის სიმცირის გამო იშვიათად მივდივარ დასავლეთში, მაგრამ გუშინ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი რათა ბებია და პატარა ბიძაშვილები მომენახულებინა.


მატარებლის ბილეთს ჩვეულებრივ ინტერნეტით ვიღებ ხოლმე http://www.railway.ge-დან, მას შემდეგ რაც საკრედიტო ბარათებით ვსარგებლობ. მიმაჩნია რომ სადგურში მისვლასა და რიგში დგომაში დროის კარგვის ნაცვლად, უფრო მოქნილი და სწრაფი მომსახურებით სარგებლობა ბევრად ხელსაყრელია.
ელ. ბილეთს ამოვაპრინტერებდი ხოლმე და ისე მივდიოდი, ბოლოს უკვე აღარც ვაპრინტერებდი რადგან მატარებელთან რომ მივდიოდი გამცილებელს უკვე ჰქონდა ჩემი ბილეთის ეგზემპლარი, პირადობის მოწმობას ვაჩვენებდი და უპრობლემოდ ვმგზავრობდი ყოველგვარი რიგებში დგომის გარეშე.


ასე მოხდა გუშინაც. საღამოს TBC ბანკის ic@rd ბარათით შევიძინე მეორე დილით გასამგზავრებელი ბილეთი და მშვიდათ დავიძინე, იმ იმედით რომ მეორე დღეს უკვე გურიაში ვიქნებოდი.
როცა ელ. ბილეთი აღებული მაქვს მატარებლის გასვლამდე 5  წუთით ადრე მივდივარ ხოლმე სადგურში, რადგან ლოდინი არ მიყვარს. დღესაც ასე მოხდა. 9 საათს გადაცილებული იყო უკვე როცა რუსთავიდან მარშუტკით წამოვედი თბილისისკენ,  რიყეზე დიდი საცობი იყო ეტყობა ვინმე მაღალს უნდა გაევლო კორტეჟით, მე მარშუტკიდან ჩამოვედი და გზა ტაქსით გავაგრძელე, ბაქანზე ჩვეულებრივ მატარებლის გასვლამდე 5 წუთით ადრე გავედი, ბაქანზე გამოფენილ ადამიანებისკენ გავემართე, როცა ისინი გამცილებლებად აღვიქვი და ვუთხარი რომ გავეტარებინე რათა მატარებელში ავსულიყავი.

–         მომეცი ბილეთი!

–         მე ელექტრონული ბილეთი მაქვს, ბლოკნოტში ინვოისის ნომერი მიწერია და ეხლავე განახებთ.

–         არა, თუ ბილეთს არ მომცემ მატარებელში არ აგიშვებ!

–         როგორ არ ამიშვებ? ჩემი ბილეთი შენ უნდა გქონდეს, მოგცემდნენ აუცილებლად სადგურში.

–         ბილეთი მანახე თუ არა არ ამოგიშვებ.

 

ამ ლაპარაკში მატარებელი დაიძრა და ჩვენმა ღიპიანმა „პრავადნიკმა“ კარები ისე მომიკეტა თითქოს უბილეთო ვიყავი ან წინ დღეს მისი საფასური ჩემი საკრედიტო ბარათიდან არ გადამეხადოს. მოკლედ დავრჩი ასე.. როგორც მე ვეძახი იდიოტურ სიტუაციაში.

არვიცოდი რა მექნა, პირდაპირ ავაჭერი თბილისის ცენტრალის უმფროს დისპეჩერთან, ყოველშემთხვევაში მის კარზე ასე ეწერა. და ოდნავ ხმამაღალი ტონით ვუთხარი აეხსნა რაში იყო საქმე.

–         მივეცი შენი ელ. ბილეთი რატომ არ აგიშვეს იდიოტები არიან.

 

აი ეს პასუხი მივიღე სადგურის უფროსისგან. ალბათ ხვდებით რომ უფრო დიდი გაურკვევლობა შეიქმნა.
შევდეგ დავრეკე ცხელ ხაზზე და სახელი და გვარი რომ რომ ვუთხარი გაკვირვებულებმა მკითხეს შენ მატარებელში არ ხარო? 

ასე შერჩა ჩემი გადახდილი ფული, ნაყიდი ბილეთითურთ ბატონ „პრავადნიკს“, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩემს კუთვნილ ადგილს გარკვეული თანხის სანაცვლოდ მომდევნო გაჩერებაზე ალბათ სხვაზე გაყიდდა. უი, არა, ეს ხომ კანონდარღვევაა? იქნებ კორუფციაც?
რაც არ უნდა იყოს ეს ის კანტორაა, რომელმაც ზაფხულში როგორც 10 მლნ ტურისტი უნდა გაატაროს საქართველოს ტერიტორიაზე.

არა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, ცხელ ხაზზე დარეკვა ვცადე, მინდოდა რომ იქ მაინც გაეცათ პასუხი რაში იყო საქმე? მაგრამ ნურას უკაცრავათ 9 ზარის გასვლის შემდეგ მავანმა ქალმა აიღო და სხვა ნომერი მომცა, აქ დარეკეო, როცა დავრეკე ამ მავანი ქალის მიერ მოცემულ ნომერზე მიპასუხეს რომ სხვაგან მოვხვდი.
ეს ალბათ hot line-ის უნიკალური შემთხვევაა. თუმცა ეს რა მოსატანია მაშინ როცა საბჭოთა ჩაზულუქებულ„პრავადნიკს“ ონლაინ ბილეთის არსებობა ჯერ არ გაუგია და ელემენტარული კორუფციის ნათელ მაგალითს გვიჩვენებს.

ახლა კი მინდა მივმართო რკინიგზის შეფს ბატონ უზუგბაიას – თქვენ არაერთ ინტერვიუში გითქვამთ რომ საქართველოს რკინიგზა ფლობს მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს, და მგზავრებს საშუალება აქვთ უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრონ. მინდა გკითხოთ რას გულისხმობდით თანამედროვე სტანდარტებში? ნუთუ იმას რომ თქვენმა თანამშრომელმა ონლაინ ბილეთის მნიშვნელობა არ იცის? თუ იმას რომ მგზავრს ფულს ართმევთ და შემდეგ არ ემსახურებით? იქნებ იმას რომ ცხელი ხაზი არ გაქვთ, ისეთი რომ კლიენტი კითხვაზე პასუხით დაკმაყოფილებული აღმოჩნდეს?
აღარაფერს ვამბობ კორუფციაზე რომელიც ამ სისტემაში მძვინვარებს.

იმედი არ მაქვს რომ ამ წერილს რაიმე რეაგირება ექნება, ალბათ ასეთი შემთხვევის გამო სხვა ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში სადაც ესმით კლიენტისა და ყიდვა-ყიდვა გაყიდვის ეთიკისა და ფასეულობების არის, როგორც მინიმუმ მგზავრს „ჩამოწერილ“ თანხას უკან დაუბრუნებდნენ, ხოლო გამცილებლის საკითხი კი სერიოზული პასუხისმგებლობის ქვეშ დადგებოდა.

 

მაგრამ ბოდიში! ეს ხომ საქართველოა! იმ „პრავადნიკის“ ქვეყანა, რომელიც ფულს პარავს კლიენტს და იმ სისტემის სამშობლო რომელიც ამას „უპრავებს“.

Advertisements

2 thoughts on “მაიტა ბილეთი! ანუ „პრავადნიკის“ მორალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s