განათლება · ჩემი სტატიები

ნეოკომკავშირული ნაცმმართველობები უნივერსიტეტში


14 მარტს სტუდენტური თვითმართველობის ზონდერ ჯგუფებმა კიდევ 1 ძალადობრივი ფაქტი ჩაიდინეს და თსუს მესამე კორპუსის ეზოში რამდენიმე ჩვენი თანაკურსელი სასტიკად სცემეს. სცენარი ნაცნობია, ხელწერაც უკვე ჩამოყალიბებული და რაც მთავარია გაპრავებული.  ამ ამბების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ სტატიიდან მიიღებთ.

მაგრამ მე ეს პოსტი ოდნავ განსხვავებული შინაარსით იწერება. საქმე ის გახლავთ რომ გუშინ საღამოს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში სტუმრად მიწვეული თსუს სტუდენტური თვითმართველლობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე. რომელიც ამტკიცებდა რომ სტუდენტური თვითმართველობა გამიჯნულია პოლიტიკური პროცესებისგან, ასევე რაიმე სახის პოლიტიკური აქტივობებისგან.

შემდეგ facebook-ზე გაჩნდა გამოკითხვა ამ შინაარსით:

ახლა მინდა გაჩვენოთ მასალები, რომლებიც ჩემთან ერთად ალბათ თქვენც დაგაიქრებთ თუ რას ნიშნავს პოლიტიკური პროცესებისგან გამიჯვნა?

თქვენი აზრით არიან თუ არა საუნივერსიტეტო თვითმართველობები თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან?

ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია…

მინდა ავღნიშნო რომ სტუდენტურ თვითმართველობაში ბევრი ჩემი მეგობარია გაწევრიანებული, სწორედ მათდამი ანგარიშის გაწევის მიზნით არასოდეს გამიკეთებია რაიმე სახის განცხადება მათ წინააღმდეგ. თუმცა არაერთხელ “შემითვლია” რომ შეშვებულიყვნენ ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდას. მაგრამ პოლიტიკური პოლუსების პოლარიზებასთან ერთად ისინიც აძლიერებენ ნაციონალური მოძრაობის პიარ დავალებების შესრულებას, რაც ჩემთვის მიუღებელია. 

სტუდენტური თვითმართველობა, რომელიც დასავლური მოდელით უნდა ასრულებდეს სასწავლო პროცესის სრულყოფასა და გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს, დღეს გადაქცეულია ნეოკომკავშირულ გაერთიანებად, რომლის ნაწილიც მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებით არის დაკომპლექტებული და უნივერსიტეტში საწინააღმდეგო აზრის ჩახშობას ძალადობისა და კრიმინალური ქმედებების საშუალებით ცდილობს. 

მე არ ვარ სტუდენტურ გაერთიანება “ლაბორატორია 1918”-ში და არც სამომავლოდ ვგეგმა რომ გავწევრიანდე, შესაბამისად ყველა მკითხველს ვთხოვ რომ ჩემსა და ლაბორატორიის პოზიციებს შორის რაიმე პარალელების გავლებისგან თავი შეიკავონ.

დიდი ალბათობით ვვარაუდობ, რომ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თვითმართველობის ზონდერ ჯგუფები შეეცდებიან ჩემს წინააღმდეგაც განახორციელონ სადამსჯელო ღონისძიებები, რაზეც ამ წუთიდან პასუხისმგებლობას ვაკისრებ თსუს რექტორს ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს, რომელმაც 15 მარტის საპროტესტო აქციაზე სტუდენტებს დაგვპირდა რომ თუნდაც საკუთარი თანამდებობის დატოვების ფასად არ დაუშვებდა მსგავს კრიმინალურ ფაქტებს უნივერსიტეტში. 

Advertisements

3 thoughts on “ნეოკომკავშირული ნაცმმართველობები უნივერსიტეტში

  1. იმის მტკიცება,რომ სტუდენტური თითმმართველობა დამოუკიდებელია და არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან,ცოტა სასაცილოა,”ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს”…მაგრამ მე ის უფრო მიკვირს,რომ ახალგაზრდები, როგორ ეგუებიან ვინმეს ბოროტი გავლენის ქვეშ ყოფნას,ნუთუ არ იხუთებიან,ან ენთუზიაზმი რამ ჩაუკლათ ასე ადრიანად,რამ დააბერათ ასე?! ძალიან მეცოდებიან,ოღონდ გულწრფელად!

    Like

  2. “ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თვითმართველობის ზონდერ ჯგუფები შეეცდებიან ჩემს წინააღმდეგაც განახორციელონ სადამსჯელო ღონისძიებები” – ფსიქოლოგიური ზეწოლა შეიძლება იყოს, მუქარები და მისთ., თორემ ფიზიკური ანგარიშსწორება და შენთვის “წამებულის გვირგვინით” “ტელეზვეზდობა” რომ არ აწყობთ – ლოგიკურია, თუ მაგათ ტვინში ხვეულები არსებობს.

    და კიდევ: “კბილი კბილისა წილ” – არც ეგენი არიან დაზღვეული “ბეზპრედელნი რაზბორკებისგან”, თუ ასე გააგრძელეს, – “მახვილის ამღები მახვილითვე განიგმირება”.

    Like

  3. აბა, რას ამბობთ, რა პოლიტიკური გავლენის ქვეშ არიან? სად დაინახეთ? თვითმმართველობა და პოლიტიკური გავლენა? არა, არა, გეშლებათ რაღაც. (ეს ყველაფერი, ცხადია, პირიქით) :))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s