პოლიტიკა · ჩემი სტატიები

მშრომელთა პარტიის უშრომელი შემოსავლები


იმ მიზეზით რომ საქართველოს ბიუჯეტს დეპუტატების შენახვა რომ დიდი თანხები უჯდებოდა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და პარლამენტის 250-იანი კორპუსი 150-მდე შემცირდა. მაგრამ მიუხედავად ამისა პარლამენტარის ხარჯების დაფარვა მაინც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული.

2007 წელს, თითოეული პარლამენტარის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება ბიუჯეტს წლის განმავლობაში 55 319 ლარი დაუჯდა; 2008 წელს – 93 264 ლარი. 2009 წელს – 121 073 ლარი; 2010 წელს – 126 667 ლარი, 2011 წელს – 110 987 ლარი; 2012 წლის ბიუჯეტის გეგმით -110 987 ლარი დაუჯდება ბიუჯეტს თითოეული პარლამენტარი.

მაგრამ საინტერესოა იმ დეპუტატების შემოსავლები რომელიც 2008 წლის მოწვევის არჩევნებიდან დღემდე ერთხელად კი არ ყოფილან საქართველოს პარლამენტში სამუშაო რეჟიმში.  არჩევნების შემდეგ 11-მა დეპუტატმა საპარლამენტო მანდატები გაანადგურეს და დეპუტატობაზე უარი თქვეს. კიდევდ დარჩა 4 დეპუტატი, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, თუმცა მათ არც მანდატები გაუნადგურებიათ და არც დეპუტატის ხელფასებზე და შეღავათებზე უთქვამთ უარი.
რეალურად ისინი არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, იღებენ ხელფასებს, შეღავათებსა და პრივილეგიებს, ამ დროს კი არ ასრულებდნენ დეპუტატის მოვალეობებს.
მინდა შემოგთავაზოთ დაანგარიშება თუ რა რაოდენობის თანხა აქვს მოპარული ლეიბორისტულ პარტიას საქართველოს ბიუჯეტიდან:  ოფიციალური წყაროებზე დაყრდნობით რომელიც ზემოთ დავწერე თითოეულ “მშრომელთა” დეპუტატს 2008 წლიდან დღემდე 562  972 ლარი აქვს საქართველოს ბიუჯეტიდან მიღებული, ხოლო ოთხივე “მშრომელს” საერთო ჯამში 2 251 888 ლარი აქვს დეპუტატის ადგილისთვის აღებული. ეს იმ დროს როცა არცერთი მათგანი  პარლამენტში არ დადის და საკუთარ მოვალეობებს არ ასრულებს.

2 251 888 -ში არ შედის მათი მივლინების, საწვავისა და ტელეფონის ხარჯები, ასევე ბინის ფული და პარტიისათვის გამოყოფილი თანხები. ამ თანხების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s