ბიზნესი · პოლიტიკა · ჩემი სტატიები

ქართული Forbes-ის დრამატული რეალობა


რამდენიმე კვირის წინ ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებში ინოვაციური პროდუქტი ქართული Forbes-ი გამოჩნდა, ამან ჩემი დაინტერესება მალევე დაიმსახურა, და იმ დღესვე მის ოფიციალურ ვებ-გვერდს ვესტუმრე.
მსგავსი ტიპის ჟურნალების ყოველთვის მაინტერესებდა, ისეთი საიტების ხშირი სტუმარიც ვარ როგორიც commersant-ია.. მაშინვე მივესალმე ქართული ბიზნესის შესახებ ჟურნალის გამოშვების ფაქტს.

დღეს კი ჟურნალის მთავარი რედაქტორი შემდეგი განცხადებით გადადგა.

“ფორბს ჯორჯიას” მთავარი რედაქტორი, რეზო საყევარიშვილი თანამდებობის დატოვების მიზეზებს ასახელებს.

“საქართველოში ფორბისის გამოცემის უფლების მქონე კომპანიის, პრეზიდენტს გაგიკ ეღიაზარიანთან არაერთხელ გამოიკვეთა კონფლიქტი, რომელიც განპირობებული იყო მისი მუდმივი მცდელობით დაერღვია როგორც ფორბსის, ასევე, დამოუკიდებელი მედიის მუშაობის უმთავრესი პრინციპები.

კონფლიქტმა განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა “ფორბსმა” მარტის ნომერში მილიარდერთა რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია განათავსა.

როგორც მთავარი რედაქტორმა, მივიჩნიე, რომ “ფორბსის” მილიარდერთა სიის ერთადერთი ქართველი ფიგურა, ნებისმიერ შეთხვევაში, უნდა მოხვედრილიყო “ფორბს ჯორჯიას” ყურადღების ფოკუსში.

როგორც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მივეღე გადაწყვეტილება, ქართულ რედაქციასაც მოგვემზადებინა სტატია ივანიშვილის შესახებ. სწორედ ამ ვითარებაში ბატონ ეღიაზარიანმა კატეგორიული წინააღმდეგობა გამიწია. რაც თავდაპირველად რედაქციის მიერ ივანიშვილის შესახებ დაგეგმილი პუბლიკაციის საერთოდ ამოღებას, მოგვიანებით კი, ინტერვიუს პროცესში დასასმელი კითხვარის შედგენის ჩარევაში გამოიხატა.

ცენზურის მცდელობა ძირითადად, განპირობებულია მისი პირადი ნაცნობობითა და მეგობრობით საგარეო დაზღვერვის ხელმძღვანელთან გელა ბეჟუაშვილთან და ასევე, მისი სურვილით, რომ არ გამოქვეყნდეს ის პუბლიკაციები, რამაც შეიძლება ხელისუფლების გაღიაზიანება გამოიწვიოს,”-განაცხადა საყევარიშვილმა.

Advertisements

One thought on “ქართული Forbes-ის დრამატული რეალობა

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s