პოლიტიკა

მიშას “მარგალიტები”


“საბჭოთა დროს ასე იყო, თუ ვერსად ვერ მოეწყობოდი, მერე შეგტენიდნენ “გეპეიში”…

“თქვენმა გაკეთებულმა “ფლეშმობმა” გაზაფხული მოიტყვა… მოიტყვა… მოიტყვანა… გაზაფხული…”

“კორუფციას ხელებს დაუმოკლებ, მაგრამ ქედმაღლობას რას უზამ?! რომმ გავიხსენოთ, რა არ უნდა დაბრუნდეს აქ, მიდით ზოგიერთ უცხოურ საელჩოში ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან მოქალაქეებს, იმიტომ რომ ჰქონიათ, რომ არიან უფროსები და უნდა გალუღლუღონ და გახვეწნინონ და ამით სიამოვნება მიიღონ…”

“ერთი მინისტრი თავის მეგობართან ერთად ქირაობდა ბინას და იქ იყო ერთი ჩვენი ყოფილი ჩინოვნიკის შვილი, მას მიწები აქვს, აქირავებს და შევხდა ჩვენ მინისტრს და უთხრა: რას თამაშობ “ჩესნობასო”, მოდი მე გიყიდი ბინასო, მეცოდებიო, ბევრი ფული მაქვს შენგან განსხვავებითო, თბილისში ბინას გიყიდიო… ჩვენმა მინისტრმა უთხრა, მე და შენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთო და გაიარეო…”

“თქვენ ხართ ერთიანი ეროვნული გამოცდის პროდუქტი, როგორც კი ერთს ელემენტზე ჩამოვეკიდებოდით ყველაფერი ჩამოიშლებოდა. ეხლა შემოვიდა სკოლებში დისციპლინის სქემა. ერთი პატარა სეგმენტიც რომ დარჩეს ძველმოდური და ამოვარდნილი, ის დარჩება, როგორც მიკრობი…”

“რევოლუცია ახალ საავადმყოფოებში იყო ის, რომ ფეხებზე ჩააცვეს პლასტიკური პაკეტები… ბახილები… ეს იყო ყველაზე რთული, ასწავლეს მაგნიტური რეზონანსის აპარატზე მუშაობა, ბევრი სხვა რამ, მაგრამ ამაზე დღემდე არის გაწევ-გამოწევა, რომ კაბინეტში არ შეხვიდე გოჭის ხორცით და არ გაშალო სუფრა. მაგრამ ამასაც სწავლობენ… რა არის ასეთი უსწავლელი?… როგორც კი დაიწყებენ თავისი ძველი ფეხსაცმლით სიარულს, ის საავადმყოფო აღარ იქნება ის საავამდყოფო, თანდათან გახდება ისევ ძველი, საშინელი კლინიკა, რომელიც ბევრი გვაქვს..!” (facepalm)

“ჩემი ამოცანაა, წელს გავიზარდოთ 8-9%-მდე და შემდეგ წლებში 10%-მდე. აღარ მინდა ვიყოთ მშივრები და ღარიბები. ეკონომიკა მიდის კარგად. კანონები ნორმალურია, მთავარი ხარვეზია, რომ მოსახლეობა არის გაჭირვებული, იმდენ ფულს მაინც ვაძლევთ რომ დაზღვევა ჰქონდეთ და გამოიკვებონ…” (facepalm)

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s