განათლება · პოლიტიკა · ჩემი სტატიები

სტუდენტური თვითმართველობის შესახებ


სტუდენტური თვითმართველობა – თემა რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთერთი აქტუალური ხდება პოლიტიკური წრეების კულუარებსა თუ საზოგადოების ვიწრო წრეებში.

სისტემა – რომელიც თავისი არსით უკვე დამსგავსებულია კომკავშირს, რომელიც 1 პოლიტიკური ძალის ინტერესებს უკვე აქტიურად ატარებს უნივერსიტეტებში და არჩევნების წინ ამ პოლიტიკური ძალიან ახალგაზრდულ ფრთად გარდაიქმნება. ხოლო მისი წევრების დიდი ნაწილი იგივე ძალის აქტივისტებად იქცევიან. ვინ არის ასე ხშირად ხსენებული პოლიტიკური ძალა? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი სტუდენტური მოძრაობა -გაერთიანება რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. მას დაევალა ყველა უნივერსიტეტის ტოტალური კონტროლი და მათი დაქვემდებარება კონკრეტულ პირებისადმი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობაში იყვნენ. გავრცელებული ხმებით ამ გაერთიანებას უშუალოდ ლობირებენ დავით კირკიტაძე და ლადო ვარძელაშვილი.

სტატუსი – ნორჩ კომკავშირილებს ხშირად ბელადები წყალობენ და მათ გაწეული პარტიული სამსახურისთვის კულტურის და სპორტის სამინისტროში რბილ სავარძლებს ახვედრებენ.

ძალადობა –  1 წლის წინ კამპანია „თარგმნეს“ ფარგლებში, სტუდენტებს რომლებიც სასწავლო ლიტერატურის თარგმნას მოითხოვდნენ სტუდენტური თვითმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მარტში 3 სტუდენტს, რომლებმაც საკუთარ ბლოგზე, თვითმართველობის ფინანსების ხარჯვის შესახებ კითხვები დასვეს და ისინი პრეზიდენტის საზაფხულო დასაქმების პროგრამის კორუმპირებაში ამხილეს, თვითმართველობის ვიცე-პრეზიდენტების მიერ ფიზიკურად იქნენ ანგარიშსწორებულნი.

ფინანსები – კანონმდებლობით უნივერსიტეტი ვალდებულია ყოველწლიურ ბიუჯეტში სტუდენტურ თვითმართველობის ანგარიშზე დააფიქსიროს საერთო შემოსავლის არაუმეტეს 1.5%. ამან რიცხვმა კოლოსალური ოდენობით თანხა შეადგინა. ჯერ კიდევ 2010 წელს 500 000 ლარამდე, 2011 წელს 800 000 ლარი, ხოლო 2012 წელს ეს თანხა 1 000 000 ლარს გადაცილდება.
როგორც სტუდენტები ამბობენ ეს თანხები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად იფლანგება, მაშინ როდესაც სტუდენტებს ნორმალური სასწავლო ლიტერატურა არ აქვთ, და როცა 10 000-ზე მეტ ახალგაზრდას თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა, თვითმართველობა ყოველწლიურად ასეულ ათასობით ლარს ხარჯავს ექსკურსიებსა და წვეულებებში.

არჩევნები – სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. ვარდების რევოლუციის შემდეგ უკვე ტრადიციად იქცა არჩევნებში ერთიანი სტუდენტური მოძრაობის აბსოლიტური გამარჯვება. 120 წევრიანი თვითმართველობიდან 120 წევრის „გაყვანა“ და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ოფისებში გამარჯვების აღნიშვნა.
იმასაც ვიტყვი რომ არჩევნებში მათი გამარჯვება სიმბოლურია რადგან ხშირ შემთხვევაში ყველაფერი საბჭოურ არჩევნებს ჰგავს და საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ 1 კანდიდატია.
თუ ვინმე „სხვა“ დააპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ის „პერსონა ნონგრატათ“ ცხადდება და სისტემა მის განადგურებას ცდილობს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s