ჩემი სტატიები

ვადაგასული პოლიტიკოსები


„საქართველოში ყველა პოლიტიკოსია, ყველა ვისაც ერთი უმაღლესი მაინც აქვს დამთავრებული, თუნდაც გეპეი“, ეს ბოლო ხუმრობით მაგრამ, თუ საჯარო რეესტრის მონაცემებს მოვიშველიებთ, შეიძლება ვივარაუდოთ რომ საქართველო მსოფლიოში ერთერთი პირველია პოლიტიკური პარტიების რაოდენობითა და პოლიტიკოსებით საკუთარი ქვეყნის მოსახლეობასთან შეფარდებითობის პრინციპით.
ალბათ ხვალ რომ ვინმეს ახალი პარტიის დაფუძნება მოუნდეს ძალიან გაუჭირდება სახელის შერჩევა. ეს ფაქტი ქართველი კაცის აზროვნებიდან არის განპირობებული. ყველას ოცნებაა პირველობა, რბილ სავარძელში ჯდომა და იქიდან ბრძანებების გაცემა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ახალფეხადგმული ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში ეროვნული მოძრაობისას გაFaceებული სახეები მოკალათდნენ მოქალაქეთა კავშირის სიაში ჩამწკრივებულნი. აქედან დაიწყო მათი ოცნების ახდენა…

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ხელისუფლება ორჯერ შეიცვალა, ორივეჯერ ძალისმიერი მეთოდებით. ვერც ქართულმა საზოგადოებამ და ვერც დასავლეთმა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან დაინტერესებული უნდა იყოს რეგიონში სტაბილურობით, რომელიც თავისთავად გამოწვეული იქნება ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების არსებობით, ვერ შეძლეს რომ ეიძულებინათ ქართველი პოლიტიკოსები ხელისუფლების ურთიერთგადაბარებები მშვიდობიანი, ვადაზედაქვემდებარებული და არჩევნებზე დამყარებული ყოფილიყო.

რამდენიც გვინდა ვამტკიცოთ ჩვენ რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, მართალნი ვერ ვიქნებით, რადგან დემოკრატიის „მამების“ აზრით ქვეყანაში მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება – ანუ 1 მმართველი პარტია/გუნდი რომ ის სახელმწიფო მსოფლიო ლიბერალურ რუკაზე ნიშნულით აღინიშნოს. ეხლა გასაგებია ალბათ ის ტყუილი, რომელსაც დღეს მმართველი პარტია მუსირებს, თითქოსდა დემოკრატიის შუქურა ვართო, მაგრამ ეს იმდენად ვადაგასული ტყუილია რომ, ამის არათუ დასავლელ პოლიტიკურ მაგნატებს, არამედ კახელ მიხოსაც ვეღარ ატყუებენ. და საერთოდ მე ვფიქრობ ამის პრეზიდენტის გარდა არც არავის სჯერა. თუმცა რა დროს დემოკრატიაა?! რაღაც ხომ კეთდება?!

არა, ისე რომელ ხელისუფლების ცვლაზეა საუბარი, მითუმეტეს პარტიულ ცვლაზე, როცა საქართველოში უბერებელი პოლიტიკოსები ბინადრობენ? ბაბუს გარდა არავინ ბერდება. თუმცა ბაბუსნაირ დაბერებაზე კი ბევრნი ოცნებობენ.
პოლიტიკოსები რომელთა სახელებიც კი უკვე საზოგადოებაში ნიჰილიზმის გამომწვევია, ცდილობენ კვლავ დარჩნენ პოლიტიკაში და ამით კვლავ გაიხანრძლივონ საკუთარი ოცნებების ახდენა. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შეიძლება მათ ეს ქართული ოცნების ხარჯზე გააკეთონ. 
ჩემი აზრით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ წარსული პოლიტიკოსების წარსულშივე დაბრუნება იქნება, რადგან არ მიეცეთ მათ საშუალება რომ ქართული ოცნება საკუთარ ოცნებად აქციონ.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s