თსუ · პოლიტიკა · ჩემი სტატიები

ნაცკომკავშირელი ჰაკერები და ჩემი შანტაჟის მცდელობა


ბევრი ადამიანისგან მსმენია რომ ფეისბუქის გვერდი გაუტეხეს, მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ ჩემი ფეისბუქი ასეთი მავნებლობებისაგან დაცულია მაინც მინდა ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. ამ სოციალურ ქსელში ჩვენი აქტიურობა განაპირობებს იმას რომ პირადი ინფორმაციების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება, შესაბამისად თუ ვინმეს მეორე პიროვნების “დავერბოვკება” უნდა ამისათვის საუკეთესო საშუალებად მსხვერპლის კუთვნილი ფეისბუქის გატეხვაა. იქ ინახება პირადი მიმოწერები, კომენტარები და საიდუმლო ინფორმაციების ნაწილი რომელთა გასაჯაროებასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში მისი ავტორი ვერანაირად ვერ წარმოიდგენს.

მოკლედ ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა ჩემი მეგობარი ბექა გაბადაძე, მე და ბექას ხშირად გვქონდა საუბრები და მათ შორის ფეისბუქითაც სტუდენტურ თემატიკაზე. 3 მაისს მაინც ინფორმაცია გაავრცელა. ეს მე არ ვიცოდი რადგან იმ დღეებში ინტერნეტთან არ მქონდა წვდომა. 4 მაისს, ღამე ბექას პროფილიდან მომწერეს და მკითხეს რომ თუ მქონდა კავშირი სტუდენტურ გაერთიანება “სტუდენტურ ხმასთან”, მე ეჭვი არაფერზე ამიღია და ვუპასუხე რომ იქ ჩემი მეგობრები იყვნენ.


დაახლოებით 2 საათში კი იგივე პროფილიდან მომწერეს, მიმტკიცებდნენ რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მე და ჩემს მეგობრებს 100 000 მოგვცა თვითმართველობის მოსაშორებლად, ანუ არჩევნების ჩასატარებლად.
ამაზე მე ვუთხარი რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა სტუდენტური თვითმართველობის არჩევნებთან, მეტიც ეს იყო დიდი ტყუილი.
რამდენიმე ხნის შემდეგ კი მომივიდა პირადი შეურაწყოფეფი და გინებები.
ძნელი სათქმელია კონკრეტულად ვინ პოსტავდა სხვისი პროფილიდან, თუმცა ძნელი სავარაუდო არ არის ამის გარკვევა თუ დავუკავშირებთ ერთმანეთს შემდეგ სიტყვებს : სტუდენტური თვითმართველობა, ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიცია, ფული. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ბექა “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი მე დიდი ალბათობი ვივარაუდებ რომ ეს შანტაჟის უსახური მცდელობა სწორედ მათგან მოდის.

მინდა ამ ფაქტს გავუკეთო მეორე ახსნაც, თუ ვიღაცამ ბექას პროფილი გატეხა (ჩვენ ორივე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ვართ) რატომ მომწერა მაინც და მაინც მე? 
ანუ გამოდის რომ ან პირადათ მიცნობდა ან დავალება ჰქონდა  იმისგან ვინც მიცნობდა, სხვანაირად სრულიად ალოგიკურად მეჩვენება უცხოს მოეწერა და თვითმართველობის არჩევნებზე ელაპარაკა. მე ხომ “ერთიან სტუდენტურ მოძრაობაში” (იგივე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ერთ-ერთ კონკურენტად მთვლიან არჩევნებზე?

Advertisements

3 thoughts on “ნაცკომკავშირელი ჰაკერები და ჩემი შანტაჟის მცდელობა

  1. არგუმენტები გაააქ, ქვას გახვრეტს პირდაპირ :D:D:D:D

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s