თსუ · ჩემი სტატიები

საინფორმაციო ომი და პოლიტიკური საკუთრების შესახებ


ამ განცხადების გაკეთებიდან დაახლოებით 1 საათში სტუდენტურ ბლოგზე გავრცელდა screenshot-ები რომლის შესახებაც მე ჩემი აზრი წინა პოსტში დავწერე. ის პოსტი რეალურად უფრო ადრე გამოქვეყნდა ვიდრე ეს სურათები ანუ მე მათ ვაჯობე დროში. მაგრამ როგორც ჩანს პირდაპირი დავალება აქვთ ჩემს წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ალბათ სურთ ჩემი დისკრედიტაცია და ალბათ ფიზიკური ზეწოლაც.

დღეს მათი პოსტები გავრცელდა პრესა.გე-ში, ინტერნეტის მომხმარებლისთვის კარგად არის ნაცნობი ეს საიტი როგორც მკვეთრად სახელისუფლებო პროპაგანდის  გამტარებელი ,რომელსაც ხელმძღვანელობს კონკრეტული ნაც. მოძრაობის აქტივისტები. ამის შემდეგ სრულიად ნათელი გახდა თუ რა იმალება ამ კამპანიის უკან.

არვიცი ამის მერე რა ვქნა, მაგრამ ვფიქრობ ეს არის დანაშაული, რომელიც ადამიანის ფიზიკური ზეწოლის მცდელობას გულისხმობს.  

ბუნებრივია ერთიანი სტუდენტური მოძრაობა რომელიც თავად ნაციონალური მოძრაობის განშტოებას წარმოადგენს, და ამის გადასაფარად ისინი ეცდებოდნენ სხვებიც პოლიზიტირებულად გამოეცხადებინათ , მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პარტიულობის იარლიყის მოკრობა.

 

აქ მე მინდა სრული პასუხისგმებლობით ვთქვა რომ არ ვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა რომ მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის რიგებში ვარ. 

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჩემს პოლიტიკურ, პარტიულ საქმიანობას ადასტურებდეს განსხვავებით მათგან, რომელიც პირდაპირ ასრულებენ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს.  

Advertisements

13 thoughts on “საინფორმაციო ომი და პოლიტიკური საკუთრების შესახებ

  1. ნახევარ პირველ კურსს მოუტანე ქართული ოცნების მაისურები ასევე დარბიხარ ყველა შეკრებაზე სადაც ქართული ოცნებაა …. ასევე პირად საუბრებშიდაც გისაუბრია ჩემთან მაგ თემასთან დაკავშირებით რო ადრე მიშა გევასებოდა და ეხლა ბიძინაა შენი კუმირი და ამის შემდეგ შენ რა ნამუსით ამბობ რო არც ერთი პარტიის რიგებში არ ხარ …. ასევე როცა ადამიანს რაღაცას აბრალებ მაგ მაგალითის განმტკიცება და არგუმენტების მოყვანა უნდა შეგეძლოს და მითხარი მაშინ თვითმართველობის რომელი წევრი იცი რო ახალგაზრდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყოს და ისე დარბოდეს შეკრებებზე როგორ შენ …..

    Like

    1. რომელ შეკრებაზე დავრბივარ 1 ნეტავ სადაც ქართული ოცნებაა? სად დამაფიქსირე შენ საინტერესოა..
      მაისურებს რაც შეეხება ბავშვებს უნდოდათ და მოვუტანე აქაც ვერ ვხედავ ვერაფერ განსაკუთრებულს.

      პარტიულობა გაცილებით სხვაა ვიდრე მაისურებ ან ვინმეს “დავასება” თუ არ იცი წაიკითხე “მეგობარო” 🙂
      დამისახელე ადამიანი რომელიც დღეს საქართველოში პოლიტიკური სიმპატიების გარეშე არის :))

      რაც შეეხება დაბრალებებს არ არგუმენტებს რავიცი რამდენი ან რომელი 1 არგუმენტი არსებობს?
      სულ რომ არაფერი წინა თვითმმართველობების სასტავებს გადახედე დღეს ნაცპარტიაში რომ სხედან ამაყად. დაჩის პოლიტიკური განცხადებებიც ცნობილია ინტერნეტსივრცისთვის..

      შენნაირი “მეგობარი” ბევრი მყოლია და გპირდები რომ 18 მაისის შემდეგ ნამდვილად აღარ მეყოლება =))))

      Like

      1. მაისურებს რაც შეეხება ბავშვებს უნდოდათ და მოვუტანე- საიდან მოუტანე, ქართული ოცნების რომელიმე ოფისიდან, თუ საკუთარი ხარჯებით დაამზადებინე? 😀
        და კიდევ, გიორგი, გასაგებია რომ იმიჯზე ზრუნავ (წინასაარჩევნოდ)
        მაგრამ არ გიცნობდეთ მაინც რა.. თითქმის 1 წელია კურსელები ვართ და ქართული ოცნებისადმი ტრფიალებით და პოლიტიზირებულობით ხარ განთქმული 🙂
        დამადასტურებელ ფაქტებს რაც შეეხება, დიდი ბოდიში, უკან ვერ დაგდევ და კომპრომატებს არ ვაგროვებ 🙂

        Like

  2. საიდან მოვუტანე ეგ ჩემი საქმეა მაგრამ მახსოვს რომ ბავშვების სურვულით მოვიტანე 🙂

    ვინ გამთქვა ნეტა საინტერესოა ვაჰაჰაჰა =))))
    თუ არ გაქვს დამადასტურებელი ფაქტები, მაშინ საიდან მეუბნები მე ვისი ტრფიალებით გამოვირჩევი? კაი რაა :))))))
    პოლიტიკური სიმპატიები კი გემოვნების საკითხია სხვა არაფერი..

    Like

  3. საიდან მოვუტანე ეგ ჩემი საქმეა – rames gvimalav, magalitad kartul ocnebastan siaxloves? 😀
    ici ra xdeba, chemtvis sulertia romel partias ekutvni, vistan gqvs ideologiuri tanxvedra, ubralod, dzaan ro igijeb tavs uaryofit, magis gamo geubnebi, ar vicodet mainc.. :)) shengan mainc ar gvqondes gagebuli : )))
    da kidev , me visgan ra gavige, konfidencialurobis gamo ar vkonkretdebi.. da shen ris gamo ar gveubnebi maisurebze? : D

    Like

    1. კი ვაპირებ, რადგან ახლანდელი კანდიდატებიდან მათი მხრიდან ბევრი ჩემი მეგობარია და ვფიქრობ არ უნდა გაგვიჭირდეს თანამშრომლობა, მეტიც დარწმუნებული ვარ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება 🙂

      Like

    2. არ მესმის სიახლოვეში რას გულისხმობ? :დ
      ზევითაც დავწერე მართლა ძალიან ცოტა მეგულება რომელიც პოლიტიკური სიმპატიების გარეშე არის დღევანდელ საქართველოში, ხოლო იდეოლოგიური თანხვედრა რომ არ მქონდეს ვინმესთან ეგ იქნებოდა გასაკვირი, ბოლოსდაბოლოს საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტოლოგიის ბაკალავრი ვარ.. არც არაფერს ვამტკიცებ გარდა იმისა რომ არ მაქვს არანაირი კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან(ებთან) და არც ჩართული ვარ პოლიტიკურ აქტივობებში, ხოლო თუ ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ გაქვთ მაშინ ბრალდებებს რა აზრი აქვს?
      მე მესმის ეს ბრალდებები ვისგანაც მოდის, ისიც მესმის რატომ მოდის, მაგრამ არგუმენტების გარეშე ასე ხელაღებით საუბარი მთლად დამაჯერებელი არ უნდა იყოს მგონი 🙂

      Like

  4. dzalian kargi tu egre fiqrob magram erti ramea amdeni landzgvis mere shen shedzleb ro chventan itanamshromlo???chven xo komkavshirelebi vart da tashfanduris mets arafers vaketebt?

    Like

  5. თეო, მე კომკავშირს იმ სისტემაც ვუწოდებ რომელსაც თქვენი მოძრაობის სახელი ქვია, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას რომ რომელიმე თქვენთაგანთან მითუმეტეს ჩვენს კურსზე პირადი ანგარიში მაქვს ან ა.შ.

    ტაშფანდური- ეგეტი სიტყვდა მე არსად არ მიხსენებია ჯერ 🙂
    ეტყობა ეგეც გაგონილი გაქვს სამწუხაროდ რომ მასე გეძახიან სხვები 🙂

    Like

  6. shen arc ivanishvili gixsenebia da ra samwuxaroa ro sxvebi gabraleben :)))) eseigi sistema ar mogwons da sainteresoa sheni tvitmmartvelobashi mosvlit ras shecvli ?

    Like

  7. რა თქმა უნდა არავინ გზღუდავს, ვინც გინდა ის მოგწონდეს, ვისთანაც გინდა იმასთან გქონდეს აზრთა თანხვედრა 🙂
    რაც შეეხება პარტიის წევრობას, ნამდბილად არ მინხავს სია, ვინ წერია ან არ წერია ქართული ოცნების ახალგარდულ, ან არც ისე ახალგრაზდულ წევრებში, ერთი მარტივი მიზეზის გამო- არ მაინტერესებს : ) ეს შენ ამტკიცებ რომ არ ვარ მათი წევრიო, მაგრამ მანამდე აშკრად გამოტახავდი (და იმედია ეხლა ამასაც არ უარყოფ) სიმპატიებს მათდამი. და ეს ბადებს ლოგიკურ ეჭვს..აბა, სხვა დამოუკიდებელ კანდიდატებზე გსმენია მსგავსი რამ, რომ რომელიმე პარტიასთან დაახლოებული პირები არიან?
    არა.. და რატომ? იმიტომ რომ მატ არ გამოუვლენიატ მსგავსი არაფერი 🙂
    იმედი მაქვს მიმიხვდი, რას ვგულისხმობ და ტყუილად არ ვწერ ამ ყველაფერს ამ შუაღამეზე 🙂
    შენი საქმის შენ იცი, იყავი სადაც გინდა, რომელ პარტიაშიც გინდა, მე არ მაქ პრობლემა 🙂
    უბრალოდ მიკვირს ხოლმე საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში რომ იმყოფებიან..
    აბა შენ იცი, წარმატებები არჩევნებზე(ც) )))))))

    Like

  8. ვერ გავიგე, რატომ უარყოფენ თვითმმართველობის კანდიდატები თავიანთ პოლიტიკურ სიმპათიებს. ვინმემ პოლიტიკური უფლებები ჩამოგართვათ თუ ეს ახლებური ქურდული მენტალიტეტია, რომ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერობა სტუდენტისთვის “გრეხია”?

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s