განათლება · თსუ · პოლიტიკა · ჩემი სტატიები

ახალგაზრდული პოლიტიკა


ახალგაზრდული პოლიტიკა – როგორც ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის კრიზისიდან ამოყვანის ერთერთი უმნიშვნელოვანი მიმართულება და წმინდა საარჩევნო თვალსაზრისით სასარგებლო მანევრი.

დღესდღეობით საქართველოში 120 000-ზე მეტი სტუდენტია. არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან პირადათ მსმენია წუხილი რომ ახალგაზრდობა არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მეტიც თუ სტატისტიკას გადავხედავთ 18-35 წლის ადამიანების აქტივობა არჩევნებზე ძალიან დაბალია. რა არის ამის მიზეზი? მე ვფიქრობ პოლიტიკა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა პატრიოტრა ბანაკებით, კულტურის სამინისტროებითა და სტუდენტური თვითმართველობების კასკადის საშუალებით ატარებს.

თუ ისტორიულ წარსულ გავიხსენებთ, ვნახავთ რომ დიდ პოლიტიკაში სერიოზული ძვრები, სწორედ საზოგადოების ახალგაზრდული სეგმენტის აქტივობას მოყვა. ამის ნათელი დასტურია 1978 წლის მოვლენები. შემსწრე თაობის წარმომადგენლები პირად საუბრებში იხსენებენ რომ სკოლების კარებებს გარედან კეტავდნენ, რომ ბავშვები აქციაზე არ გამოსულიყვნენ თუმცა ისინი ფანჯრებიდან გადმოდიოდნენ და მაინც უერთდებოდნენ აქციას, რომელიც სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიყავდათ.
გავიხსენოთ 1989 წელი როცა ქვეყნის დამოუკიდებლობის სულისჩამდგმელი მოძრაობაც უნივერსიტეტის კედლებიდან დაიწყო და მთელი ქვეყანა მოიცვა, საბოლოოდ კი ბოროტების იმპერიის დაშლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად აქცია.
ეს არის ისტორია, მაგრამ რა ხდება დღეს?

დღეს ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი საერთო ნიჰილიზმით გამოირჩევა, დანარჩენი მცირე ნაწილი კი ხელისუფლებასთან არის მიჯაჭვული და პარტიული ინტერესების გატარების სანაცვლოდ ძვლის გადმოგდებას ელიან, რომელიც ხშირ შემთხვევაში რომელიმე სამინისტროში მინისტრის მეორე მოადგილის ან რომელი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობასთან ასოცირდება.

ნაციონალური მოძრაობა ცდილობს შექმნას კულტი, რომ ახალგაზრდა ვერ იქნება წარმატებული, ის ვერ იშოვნის სამსახურს და ვერ შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას თუ არ იქნება პარტიული დავალებებითა და იდეოლოგიით აღტკინებული. სკოლის მოსწავლე უნდა დადიოდე პატრიოტთა ბანაკებში, როცა უმაღლესში ჩააბარებ შემდეგ სტუდენტური თვითმართველობის წევრი უნდა გახდე და “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” (იპოვეთ ერთი განსხვავება) რიგებში აქტიური პარტიელი უნდა გახდე, ხოლო თუ 4 წლის განმავლობაში თავს გამოიჩენ პარტიული შრომით, ხოლო თან ამ დროს ქვეყანაში არჩევნები დაემთხვევა და შენ აქტიური ნაც-კოორდინატორი იქნები შენს უნივერსიტეტში მაშინ სწავლის დასრულების შემდეგ შესაძლოა რომელია სამინისტროში რაღაცის მოადგილეობასაც გამოკრა ხელი. ხოლო თუ შენ მათიანი არ ხარ, ეს მათი ლოგიკით ავტომატურად ნიშნავს რომ მათი მტერი ხარ და შესაბამისად ყველა საშუალებით ცდილობენ შენს განადგურებას, დისკრედიტაციას და ანულირებას საზოგადოებაში. ამისთვის ყველაზე ბინძურ ხერხებსაც იყენებენ და ხშირად კომკავშირელების მოყოლილ ისტორიებსაც მახსენებენ – თუ როგორ დააბეზღა ერთმა მეგობარმა მეორე, ან როგორ მოატყუეს დაქალებმა ერთ-ერთი მათგანი, იმის სანაცვლოდ რომ პირადი კარიერული ინტერესი დაეკმაყოფილებინათ. 

2012 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე მით უფრო აქტიურდებიან პოლიტიკური სუბიექტები, და ელექტორატის სიმპატიების მოპოვებას ცდილობენ. სამწუხაროდ ელექტორატის დიდი ნაწილი სტუდენტები მხოლოდ საარჩევნოდ ხდებიან ყურადღების მიპყრობის ობიექტები და ეს ტენდენცია არც ამჯერად იცვლება.

პირველი სვლები ამ მიმართულებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო, რომელმაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მინიმალური ასაკი 25-დან 21-წლამდე ჩამოწია და ვფიქრობ ამით მნიშვნელოვანი სიგნალი გაუგზავნა ახალგაზრდებს. თუმცა რეალურად ეს ცვლილება გამოყენებული იქნება იმ ახალგაზრდების დასაწინაურებლად ვინც ერთგულად ემსახურებოდა პარტიას, სტუდენტური კომკავშირების ნორჩი წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა პარტიიშნიკებისთვის.

მეორე ნაბიჯი რომელიც კვლავ პრეზიდენტის მიერ გაცხადდა იყო სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც ზაფხულში უნდა განხორციელდეს, პროგრამის მიხედვით 25 000-მდე სტუდენტი 1 თვიან სამსახურს მიიღებს და 500 ლარიანი ანაზღაურებაც ექნებათ ერთჯერადათ. სხვა საკითხია რამდენად დააკმაყოფილა ამან სტუდენტები. თუ იმას გავითვალისწინებთ რომ სულ მცირე 120 000 სტუდენტი გვყავს 25 000-ის 1 თვით დასაქმება დიდი ვერაფერი ხეირია, თან ეჭვი მეპარება რომ ამ პროგრამამ რეალურად სამუშაო ადგილები შექმნას, ალბათ მხოლოდ წინასაარჩევნო ქულების დაწერას ემსახურებოდა. მაგრამ ვთანხმდებით იმაზე რომ მასირებული სახელისუფლებო მედიის არსებობის პირობებში მსგავს პიარ პროგრამებს ელექტორატის გადაბირების საქმეში ძალიან დიდი სარგებელი მოაქვთ.

მესამე პროგრამა რომელიც კვლავ პრეზიდენტის მიერ გაჟღერდა იყო საშეღავათო ბარათების რეფორმა, რომლითაც სტუდენტები ისარგებლებენ საყიდლებზე.

მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი, მეორე მხარის ბიძინა ივანიშვილის სახით არის ძალა რომელიც ჯერჯერობით დუმს, მაგრამ აქვს რესურსი რომ შექმას ისეთი პროდუქტი, რომელიც სრულიად შეცვლის ამ სეგმენტის ელექტორატის აზრს.

ქართულმა ოცნებამ აუცილებლად უნდა შეძლოს გახდეს ყველა მოქალაქის ოცნება, მათ შორის თითოეული ახალგაზრდის ოცნება, თითოეული სტუდენტის ოცნება, მხოლოდ ასე შეძლებს ეს ძალა არჩევნებში გამარჯვებას.

და რა არის ახალგაზრდის ოცნება?

სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი მომავალი და ექნება გარანტია რომ კარგად სწავლის შემთხვევაში აუცილებლად ექნება ნათელი მომავალი ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, სადაც არავინ დასჯის განსხვავებული აზრის გამო.

მე მჯერა რომ ქართული ოცნება შეძლებს იყოს ყველა მოქალაქის ოცნება, მათ შორის ახალგაზრდების-სტუდენტების ოცნება.

Advertisements

One thought on “ახალგაზრდული პოლიტიკა

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s