განათლება · თსუ · პოლიტიკა · ჩემი სტატიები

სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები – ბოლო ნოტა


2011 წლის 3 ოქტომბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. მას შემდეგ ვცდილობდი მეამაყა თუნდაც იმით რომ პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ჩემი მოგვარე ანდრია ბენაშვილი იყო. მახსოვს 1 წლის წინ როცა ანდრია ბენაშვილის მოღვაწეობის აღსანიშნავი იუბილე იყო თსუს ადმინისტრაციიდან დამირეკეს (მაშინ არც ვიყავი ჯერ სტუდენტი) და საღამოზე მიმიწვიეს.

წლების განმავლობაში თსუში სწავლა ჩემთვის ერთგვარი მთავარი მიზანი იყო, რომელისთვისაც ვიცოდი რომ აუცილებლად უნდა მიმეღწია. როცა გავიგე რომ თსუს სტუდენტი ვიყავი, მეგონა რაღაც სტატუსი შევიძინე, რომელიც სხვებისგან განსხვავებული იყო.

ხშირად შევსრებივარ ხოლმე ადამიანების საუბარს, როდესაც ისინი თავიანთ სტუდენტობას იხსნებენ. მეც 3 ოქტომბრიდან ვცდილობდი რომ აქ გამეტარებინა დღეები, რომელიც წლების შემდეგ გამახსენებდა ჩემს სტუდენტობას.

7 მაისს ოფიციალურად განვაცხადე რომ სტუდენტური თვითმართველობის არჩევნებში ვაპირებდი  მონაწილეობის მიღებას, მას შემდეგ ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული შავი პიარის კამპანიის განხორციელების მცდელობა იყო.

ბუნებრივია ეს კამპანია დაიწყო “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” აქტივისტების მიერ. რომლებიც პარტიულ აგიტატორ-კოორდინატორების ფუნქციას ასრულებდნენ უნივერსიტეტში.
ცილს მწამებდნენ ვითომდა მე პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი ვიყავი თსუში, მაშინ როცა თვითონ როგორ სისტემის ნაწილაკები, პირდაპირ კავშირში არიან ნაციონალურ მოძრაობასთან და ამის არაერთი ფაქტი იციან სტუდენტებმა.

ყველაზე ნათელი კავშირი ხელისუფლებასა და “ერთიან სტუდენტურ მოძრაობას” შორის ალბათ მაინც ის დამოკიდებულება მგონია რომელიც ორივე მათგანისთვის საერთოა. დამოკიდებულება განსხვაბებული აზრის მქონე ადამიანებთან. აქაც იგივე ხელწერაა – თუ განსხვავებულად ფიქრობ, მტერი ხარ!

დიახ სწორედ ეს არის მათი ფილოსოფია…

მაგრამ იცით ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი რა არის?  ბავშვები რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი მე დარწმუნებული ვარ გაუცნობიერებლად მოხვდნენ პარტიული ზეგავლენის ქვეშ და დღეს სამწუხაროდ ასრულებენ ნაცმოძრაობის დავალებებს და ინტერესებს.
ბევრ მათგანთან ვმეგობრობდი ამ ყველაფრის დაწყებამდე და შესანიშნავი ურთიერთობებიც მქონდა, ამიტომ ჩემთვის ძალიან მძიმე მათი ასეთი საქციელი. თუმცა ვიმედოვნებ რომ ესენი ამ სიბინძურეს სრულიად შეუგნებლად აკეთებენ. 

ალბათ სწორედ ამ აზროვნებით მოქმედებდნენ როცა მხოლოდ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 6 დამოუკიდებელ კანდიდატს არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, მათ შორის მეც. იგივე ფაქტები მოხდა იურიდიულ ფაკულტეტზეც. 
მიზეზი კი იმ ხელმოწერებში იყო რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატს ან ორგანიზაციებს უნდა წარედგინათ. პრობლემა გახლავთ იმაში რომ ხელმოწერების მიღების ბოლო ვადამდე რამდენიმე საათით ადრე ცესკომ ინფორმაცია გაავრცელა თითქოს კანდიდატებს არასწორად ჰქონდათ სტუდენტების მონაცემები და მთლიანი სიები უნდა განულებულიყო.

და გაინტერესებთ ვისი მონაცემები აღმოჩნდა შეცდომით მითითებული?

 “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” აქტივისტები განზრახ შეცდომით აწვდიდნენ დამოუკიდებელ კანდიდატებს პირად მონაცემებს რომ შემდეგ მათ რეგისტრაციისას პრობლემა შექმნოდათ.


იხილეთ ბმული რომელიც youtube-ზე აღმოვაჩინე, აქ მკაფიოდ ჩანს რომ ერთ-ერთი ხელმოწერა > ბექა დადეშქელინი< არასწორად აქვს პირადი მონაცემები 2 განსხვავებულ კანდიდატთან.
ბექა “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” კანდიდატია სოციალურ და პოლიტიკურ ფაკულტეტზე.
 

 

სხვა შემთხვევებშიც ანალოგიურად იყო, შეცდომა ჰქონდათ მხოლოდ მათ აქტივისტებს, დამეთანხმებით წინასწარი განზრახვის გარეშე ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელია.

აღსანიშნავია  ადმინისტრაციის უშუალო მხარდაჭერა “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” კამპანიისადმი, რომელიც საარჩევნო გარემოს აშკარა დარღვევაა. აქ დაცვის თანამშრომელი ცდილობს ჩამოხიოს დამოუკიდებელი კანდიდატების სააგიტაციო მასალა, იმ მოტივით თითქოს უნივერსიტეტის კედლებზე არაფრის გაკვრა არ შეიძლება, თუმცა მის წინ გაკრულია კვლავ ერთიანი სტუდენტური მოძრაობის პლაკატები. 

ჩნდება კიდევ 1 კითხვა? რომელიც ერთიანი სტუდენტური მოძრაობის დაფინანსების შესახებ, თუმცა ის ისეთივე ბუნდოვანია როგორც 18 მაისის არჩევნების ობიექტურობისა და ცესკოს დაკომპლექტების საკითხი. მხოლოდ ერთი რამ ვიცით რომ ცესკოს თავმჯდომარე, ვინმე დიმიტრი გეგენავა თვითმართველობის ყოფილი წევრია.

18 მაისს  თსუში ჩატარდება თვითმართველობის არჩევნები, რომელიც იქნება საბჭოთა არჩევნების აბსოლიტური ანალოგი. რადგან 120 სადელეგატო მანდატიდან 101 უკვე არჩევნებამდე უკონკურენტოდ მოგებულის აქვს ერთიანი სტუდენტური მოძრაობის აქტივისტებს. 

ამ ყველაფრის შემდეგ უკვე თქვენ განსაჯეთ ახალი მოწვევის სტუდენტური თვითმართველობის ლეგიტიმაციის ხარისხი…

თუმცა ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არჩევნებში მონაწილეობას იღებს 3 დამოუკიდებელი კანდიდატი კიდევ და მათ მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ…

    

 

Advertisements

6 thoughts on “სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები – ბოლო ნოტა

    1. იმიტომ რომ თსუ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელთა საბოგინო ადგილად იქცა.. სამწუხაროდ 🙂

      Like

  1. თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. პირველკურსელი და წელს თვითმართველობის არჩევნებშიც მივიღე მონაწილეობა, ერთიანი სტუდენტური მოძრაობის სახელით. ბევრ რამეში არ გეთანხმები. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მართლა ის ბავშვები იყრიდნენ კენჭს, ვისაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯიპიაი აქვს და ასევე ის ბავშვები, რომლებიც თავიაანთი აქტიორობით გამოირჩევიან. პარტიულ კუთვნილებას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. მერწმუნე. არავინ დაიჯეროს, რომ ვინმე რამეს გაიძულებს. თანაც ფაქტია, რომ თვითმართველობა ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ამასთანავე ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციაც არაა ანგელოზის როლში და ბევრ რამეს აკეთებენ თვითმმართელობის სახელის შესაბღალად.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s