ჩემი სტატიები

ურთიერთობები… last update


ალბათ მე რაღაცეები მეგონა, ვიღაცაში დარწმუნებული ვიყავი, კიდევ სხვას ვენდობოდი, მიყვარდა კიდეც, მეგონა მათაც ვუყვარდი. თუმცა შევცდი.

თამამი ვიქნები და ვიტყვი რომ კრახი განვიცადე.. თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი მასწავლებელი იქნება, იმიტომ რომ ვიცი წინ კიდევ ბევრი რამ მელის, სადაც ურთიერთობების არსებობა გადაწყვიტავს ბევრ რამეს.

რაც თსუში ვარ ნდობის ძალიან ბევრ მანდატს გავცემდი, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ბევრს არ უნდა ვნდობოდი.
რეალურად ყველაფერი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ შეიცვალა, მართალია არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ  მოვლენების მიმდინარეობას აქტიურად ვაკვირდებოდი და მეტნაკლებად ჩართულიც ვიყავი.

საარჩევნო პერიოდში მე მივხვდი რომ ის ადამიანები, რომლებიც პირში სიყვარულს მიხსნიდნენ, ზურგს უკან თურმე ძირს მითხრიდნენ, ამ ადამიანებმა მეგობრობა და პარტიული ინტერესები უკვე დიდი ხანია გამიჯნეს და სამწუხაროდ ეს უკანასკნელი უფრო მაღლა დააყენეს.

მე ვდარდობ რომ ასეთების გვერდზე მიწევდა თუნდაც მცირე ხანი ყოფნა, მთავარია რომ მე მათ უკვე კარგად ვიცნობ და ჩემი მომავლიდან საკმაოდ ჩამოვაცილე ბევრი მათგანი.

თუმცა ალბათ კარგია რომ ასეთები ჩამოვიშორე, რადგან უფრო მნიშვნელოვან საქმეებში მათი სახელები ჩემთვის გულისამრევი იქნებოდა…

ალბათ ასე იყო საჭირო…

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s