პოლიტიკა · ჩემი სტატიები

არაბული გაზაფხული ქართულ კონტურებში


2010-2011 წლები მსოფლიო პოლიტიკაში დემოკრატიული ძვრების ხანად არის მოხსენიებული, როცა რეჟიმების დამხობა და დიქტატორების განდევნა ერთგვარ მიმდინარეობად იქცა. ამ პროცესს დასავლეთში არაბული გაზაფხული უწოდეს.

ყველაფერი ეგვიპტიდან დაიწყო როცა ათიათასობით ადამიანი სოციალური ქსელების მეშვეობით გაერთიანდა და დიქტატორი მუბარაქის წინააღმდეგ მოძრაობა შემქნეს. მიუხედავად იმისა რომ რეჟიმი სკამის დათმობას არ აპირებდა, მეტიც ოპოზიციას მასირებულ აგრესიასა ყველა არსებული ბერკეტით ზეწოლას უპირისპირებდა. 

თუმცა რეჟიმმა პროტესტი ვერ შეაჩერა, სიმართლესა და დემოკრატიულ ფასეულობებს გზა ვერ გადაუღობა და დაინგრა!

იგივე განმეორდა ლიბიურ სცენარშიც. კადაფი რომლის პირადი კაპიტალი ასობით მილიარდი იყო საკუთარ ხალხის ხმას იარაღის ჟღარუნით უპასუხა, თუმცა როგორ დაასრულა ალბათ მკითხველს კარგად ახსოვს.

ეხლა საქართველოში გადმოვინაცვლოთ, ქვეყანაში რომლის პოლიტიკაც რადიკალურად შეცვალა 8 თვის წინ გამოჩენილმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ფორბსის ინფორმაციით 6.4 მილიარდ დოლარს ფლობს, საქართველოში მის სახელს უკავშირებენ სამების ტაძრის მშენებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და ბათუმის რესტავრაციას, ეს სია ბევრად გრძელია. 
ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია “ქართული ოცნება დააფუძნა, რომლის ლიდერიც თვითონ არის.

მილიარდელის გამოჩენით, რომელიც დასავლეთში, არსებული ხელისუფლების მთავარ ალტერნატივად განიხილება, სააკაშვილი შოკში ჩააგდო და აგონიური ქმედებების მთელი კასკადი განახორციელებინა. რაც ჯერ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით შემდეგ კი მისი კომპანიების წინააღმდეგ ფინანსური რეკეტით გამოიხატა.

პირველი მათგანი ქართუ ბანკი იყო, რომელსაც ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალის გამოყენებით რამდენიმე მილიონი “მოპარა”. შემდეგ კი “მენეჯმენტ სერვისი” რომელიც ასევე რამდენიმე მილიონით დაჯარიმდა.

რამდენიმე დღის წინ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა კონტროლის პალატამ გლობალ TV დააჯარიმა იმისთვის რომ რეგიონების მოსახლეობას შეღავათიან ფასად სატელიტურ ანტენებს უმონტაჟებს, რითაც პირველ რიგში საკუთარ აბონენტებს ამრავლებს. 
თუმცა აქ ყველაზე დიდი ნონსენსი მაინც ის არის რომ გლობალ TV რომელიც იურიდიულად არანაირ კავშირში არ არის ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან სასამართლომ ერთმანეთს დაუკავშირა და საერთო ჯამში კოალიციის ლიდერს 148 მილიონ ლარამდე ჯარიმის ქვითარი გამოუწერა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს. რაც შემთვის აბსოლიტურად მოსალოდნელი იყო. თუნდაც იმიტომ რომ წმინდა PR-ის თვალსაზრისით ამ ჯარიმის გადახდა წამგებიანი იქნებოდა მისთვის.

რა იქნება ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი? როგორც ჩანს ისინი აგონიაში არიან, და კანონგარეშე ქმედებებით ცდილობენ მოწინააღმდეგის განეიტრალებას. 

ამასობაში კი ქართული ოცნება 17 ივნისს ოზურგეთული დემონსტრაციისთვის ემზადება. 

დიდი ალბათობით ხელისუფლება და მის მიერ კონტროლირებადი სასამართლო შეეცდებიან ალოგიკურ ქმედებათა ჯაჭვს კიდევ ერთი რგოლი შემატონ, არ არის გამორიცხული მათ ფონდ “ქართუს” ან “ქართუ” ბანკს შეუტიონ… 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s