განათლება · თსუ · ჩემი სტატიები

პირველი კურსის დასასრული


ოთხშაბათს პირველი კურსის ბოლო სემინარს ოფიციალურად დავესწარი, რომ გამოვედი(ბოლომდე არ დავრჩენილვარ) მივხვდი რაღაც დამთავრდა. უფრო სწორად, დროის გარკვეული მონაკვეთი ამოიწურა. იმ დროის, რომელსაც პირველი ერქვა. ჩემი ცხოვრების მეთვრამეტე წელი სრულიად სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ახალი ცხოვრების დაწყების თარიღად. დამოუკიდებლობა არც აქამდე მაკლდა, მაგრამ წელს ბევრად მეტი გავიგე საკუთარ თავზე ვიდრე აქამდე. 

ყველაფერი კი უნივერსიტეტში ჩაბარებით დაიწყო. თსუ ყოველთვის ის ადგილი იყო ჩემს ოცნებებში, სადაც მოხვედრა ჩემი ცხოვრების ნაწილად მიმაჩნდა. მართალია ეხლა ეს წარმოდგენები თითქმის შეიცვალა, მაგრამ მაინც საყვარელ ადგილად დარჩება ეს უნივერსიტეტი ჩემს ცხოვრებაში. 

ეხლა ვიხსენებ იმ დღეს როცა ჩარიცხვის შესახებ გავიგე, შემდეგ პირველი დღე თსუში… არა ამ მომენტების გაქრობა, ან დავიწყება ხომ შეუძლებელია? მახსოვს ერთხელ ვთქვი, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს 3 ოქტომბერში რაღაცეებს შევცვლიდი მეთქი, მაგრამ ეხლა რომ ვფიქრობ ასეთი განცხადებები ჩემს პერსონას არ შეშვენის, ამიტომ არც დავუბრუნდები იმის ახსნას რას შევცვლიდი თსუში პირველ დღეში.

ყველაფერი ისე დაიწყო, როგორც ყველა იწყებს ხოლმე ალბათ. დიდი ენთუზიაზმით, ლექციებიდან-სემინარებზე, შემდეგ პირიქით და ასე დასრულდა პირველი სემესტრი. შემდეგ მეორეც დაიწყო, რომელიც რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა ვიდრე პირველი. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო, თსუ-ში უფრო და უფრო იშვიათად მივდიოდი, მეგობრებსაც კი იშვიათად ვნახულობდი. საერთოდ გავუცხოვდით მე და ის გარემო. ბევრი ჩემი კურსელი გავიცანი, გამოვტყდები და ვიტყვი, ეს თვითმართველობის არჩევნების დროს მოხდა.

თუმცა მგონი გაუცხოების ბრალი ჩემი სამსახური კი არა ჩემი კურსელებია. პირველად ვამბობ ეხლა, რომ არ მაქვს ისეთი სტუდენტობა, რომელზეც ვოცნებობდი. ჩვენ არასოდეს დავდივართ გასართობად ბარებში, საქეიფოდ რესტორნებში, არც ექსკურსიები გვაქვს, (ერთადერთხელ ვიყავი თვითმართველობის 200 კაციან ექსკურსიაზე, და იმასაც ცუდი მოგონების მეტი არაფერი დაუტოვებია სამწუხაროდ) აქ არვიცი რა ხდება, ყველა თავის ნაჭუჭშია… მოდის ლექციაზე, შემდეგ მიდის სახლში და ასე სანამ გამოცდები არ იქნება… ამ რიტმს ავუწყე მეც ფეხი… სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არვიცი მაგრამ, ფაქტია რომ მიუხედავად ამ უკმაყოფილებისა დღეს თავს კარგად ვგრძობ, იქ ვარ სადაც მინდა და ვაკეთებ იმას რაც მიყვარს. ერთი გამონაკლისით, არ მყავს ის ვინც მიყვარს…

ასეა თუ ისე პირველი კურსი დასრულდა, შემოდგომიდან უკვე მეორე კურსზე ვიქნები და ვიცი ბევრი რაღაც შეიცვლება, რადგან დრო გავა. დრო კი ადამიანებს ყველაზე მეტად აშორებს და აახლოვებს, მთავარი კითხვა დღეს ის მაქვს, ვის დავშორდები ან ვის დავუახლოვდები?

Advertisements

3 thoughts on “პირველი კურსის დასასრული

  1. არადა ამ ყველაზე მეტად პირველი კურსი მომეწონა, არ მინდა გული გაგიტეხო, მაგრამ მეორე და მესამე უარესი იქნება :)) გისურვებ ერთი სემესტრით მაინც გააღწიო თს-ს სივრციდან ;))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s