ჩემი სტატიები

სოციოლოგიური კვლევა – რა იმალება პროცენტების მიღმა?! ანალიზი


დღეს, დაახლოებით 13 საათისთვის თბილისის ცენტრალის მესამე სართულზე განთავსებულ კვებისა და მომსახურების ზონაში ვიჯექი, წვენს ვწრუპავდი ნელ-ნელა და რაღაცეებზე ვფიქრობდი. ზუსტად რაზე არ მახსოვს, მაგრამ ამ დროს მობილური ავიღე და ფეისბუქში შევედი. მე მუდმივად ვადევნებ ხოლმე თვალს მობილურით სიახლეებს.

ამ დროს ვნახე, რომ ერთერთ ჩემს მეგობარს გაუქვეყნებია NDI-ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. მერე გამახსენდა, რომ სწორედ დღეს იყო დაანონსებული ამ შედეგების გამოქვეყნება. უფრო დაწვრილებით ვითხოვე შედეგების დაზუსტება, და პრესა.გე-ს თანამშრომელმა დამიპოსტა კიდეც ჩემს გვერდზე.

ბუნებრივია, ახალი არაფერი ყოფილა აქ პირადათ ჩემთვის, შედეგებით მე-როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერი აბსოლიტურად კმაყოფილი ვიყავი წამიერად. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ასეთი შინაარსის წინადადება დავპოსტე > “ქართულ ოცნებას NDI-ის მიხედვით დღეს მინიმუმ 45-50% აქვს. ეს შესანიშნავია. ტენდენცია გამოიკვეთა, ოცნება იზრდება, ნაცმოძრაობა მცირდება”.

დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის შინაარსს ჩემი 5700-იანი ფეისბუქ სამეგობროდან ბევრი ვერ მიხვდებოდა.

სააკაშვილის ხელისუფლება ყველაზე მეტად ინფორმაციას უფრთხის, თავისუფალ, მიუკერძოებელ ინფორმაციას. რომელიც არ ემსახურება ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდას და ასახავს სიმართლეს.

მე პროფესიით პოლიტოლოგი ვარ, ყოველშემთხვევაში პოტენციური. ჩვენთან ასეა – თუ გინდა ძლიერი პოლიტიკოსი იყო პოლიტ. ტექნოლოგია უნდა გესმოდეს. რა არის პოლიტ. ტექნოლოგია? იმ სფეროებთან კავშირები, რომლებიც პოლიტიკას უკავშირდება. ეს არის სოციოლოგია და ფსიქოლოგია.

მე არასოდეს დამიმალავს, რომ მაინტერესებს პოლიტიკა, შესაბამისად ყველა სხა დანარჩენიც მის გარშემო. ასე რომ, მეტნაკლებად ვერკვევი (ამჟამად სწავლის პროცესში ვარ) სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში.

სოციოლოგია ის მეცნიერებაა, რომელიც იკვლევს საზოგადოებრივ აზრს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. დასავლეთში სოციოლოგია ძალიან განვითარებულია. მაგალითად საფრანგეთის უკანასკნელი არჩევნების დროს, ქვეყანაში ძალიან აქტუალური იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც ფაქტიურად ყოველ კვირა ტარდებოდა, უფრო მეტიც რამდენიმე კომპანია ატარებდა და პარალელურ შედეგებს დებდა ხოლმე. ასე იყო საბერძნეთშიც საპარლამენტო არჩევნების დროს.

საქართველოში გაცილებით სხვანაირი სიტუაციაა. აქ სოციოლოგიური კვლევების ჩატარება ძალიან ძნელია. მარტივი მიზეზის გამო – შიში!
ხალხი ვერ აფიქსირებს თავის აზრს შიშის გამო, სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ქართულ კვლევებში დაფიქსირებული პასუხები: “არვიცი” და “უარი პასუხზე”. ამ არჩევანით ნებისმიერ გამოკითხვაში 35-40% სარგებლობს.

ვინ არის ეს 35-40%? ადამიანთა რაოდენობა, რომელიც აფიქსირებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. 40% არ აპირებს ხელისუფლებას მისცეს ხმა. აი რატომ – ვინც დღეს ხელისუფლებას უჭერს მხარს, ის თვლის რომ დღეს პოზიციაშია, მის აზრს პოლიტიკური გავლენა აქვს. ამას დავუმატოთ, ფსიქოლოგიური მომენტი, რომლის მიხედვითაც “ხედავ ვინც ოპოზიციურად აზროვნებს ყველანაირად ვიწროვდება და იბლოკება, ამიტომ რადგან მე პოზიცია ვარ, პრივილეგირებული ვიქნები”. ანუ თუ რესპოდენტი ხელისუფლების მხარდამჭერია, 0-ია იმის ალბათობა რომ ის პასუხად “არვიცის” დააფიქსირებს, ან სულაც უარს იტყვის პასუხის გაცემა, თუ ვის დაუჭერს სავარაუდოთ მხარს.

ასე რომ ამ ლოგიკით 36 % აქვს ნაციონალურ მოძრაობას. წინა კვლევის დროს ეს რიცხვი 49% იყო. ხოლო ამ კვლევაზე “არვიცი” და “უარი პასუხზე” სულ 38%-მა დააფიქსირა, ეს რესპოდენტთა კოლოსალური რაოდენობაა.

განვიხილოთ მეორე მაგალითიც. ზოგს ჰგონია, რომ რადგან NDI საერთაშორისო ორგანიზაციაა, კვლევაში საველე სამუშაოებში უცხოელები მონაწილეობენ. ეს ასე არ არის. NDI უკვეთავს კვლევას რომელიმე ქართულ ორგანიზაციას და ის თავისი თანამშრომლებით ახორციელებს აღნიშნულ საველე სამუშაოებს.

როცა NDI-ის ინტერვიუერი შედის რესპოდენტთან, იგი ხშირ შემთხვევაში (თუ არა ყოველთვის) ინტერვიუს დაწყებამდე ითხოვს რესპოდენტის სახელს, გვარს, მისამართს და პირად მონაცემებს. აი, აქ იმალება მთავარი საიდუმლო, რომელიც გამოქვეყნებულ პროცენტებს ეხება. მოიცა, მოდით დავფიქრდეთ, თქვენს ოჯახში, მოდის ადამიანი, გთხოთ, სახელსა და გვარს, პირად მონაცემებს, მისამართს, ამის შემდეგ ქართული რეალობიდან გამომდინარე ნუთუ უფიქრია ნავაროს, რესპოდენტთა რა ნაწილი იქნება გულწრფელი?

დიახ, სწორედ შიშია ის მიზეზი, რომელიც საფუძველს გვაძლევს რომ ამ კვლევის შედეგებში ეჭვი შევიტანოთ. თუ გამოკითხვა ანონიმური არ იქნება, რა გარანტია აქვს NDI-ის, რომ არც იმ ადამიანთა ნაწილი იყო გულწრფელი ვინც არჩევანში ნაციონალური მოძრაობა დაასახელა?

მიუხედავად ამისა, მე NDI-ის დღევანდელ შედეგებს, ასეთ დასკვნას მივცემდი – ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი იკლევს, (49 > 36), ხოლო პროპორციულად ამისა, ქართული ოცნების რეიტინგი მატულობს (10 > 18) თუმცა, ჩემი აზრით “არვიცი”-ში რომელიც ჯამში 38% შეადგენს, დაახლოებით 30% როგორც მინიმუმ ოცნების ამომრჩეველია. აი რატომ: “არვიცის” არ იტყვის ქდმ-ს ამომრჩეველი, რადგან მან კარგად იცის, რომ ხელისუფლება, მისი დაშინების მანქანით საკმაოდ ლოიალურად არის განწყობილი ქდმ-სთან, ასევე იქნება სხვა ოპოზიციონერი ამომრჩეველი, გარდა მეოცნებეებისა. ყველამ იცის, გამოკითხულთა 100%-მა რომ ქართული ოცნება მოწოდებულია არა იმისთვის, რომ პარლამენტში მოიპოვოს ადგილი არამედ გაიმარჯვოს, განსხვავებით ქდმ-სგან და გამყრელიძის პარტიისგან. ასე რომ მათ ზუსტად იციან, თუ რა რეპრესიული წნეხის ქვეშ შეიძლება მოექცნენ.

არაერთ კვლევაში მიმიღია მონაწილეობა და კარგად მესმის ამომრჩევლის, ვიცი ისიც რომ რეგიონებში მოსახლეობას, საქონლისა და მიწის წართმევით ემუქრებიან, მხოლოდ იმიტომ რომ განსხვავებული აზრი აქვთ. ზოგს 80 ლარიანი შემწეობის დაკარგვის ეშინია, ამიტომ როცა სახლში მოდის ინტერიუერი, იწერს შენს მონაცემებს და გისმევს კითხვას, რას იზამ? რა თქმა უნდა შიშის ფაქტორის გამო შემოხაზავ ნაციონალურ მოძრაობას ან “არვიცის”

მოდით ახლა NDI მეორე ჭრილშიც განვიხილოთ. მას შემდეგ, რაც ნავაროს კვლევის შედეგები გავიგე, გადავაწყდი ოქსფორდის კვლევითი ცენტრის შედეგებსაც, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის 42%-მდე ჰქონდა, ხოლო სააკაშვილს 30%. სიმართლე გითხრათ გამეცინა.. რადგან ზუსტად ახდა ჩემი რამდენიმეწუთისწინანდელი ვარაუდი.

მე არვიცი რა ორგანიზაციაა ოქსფორდის კვლევითი ცენტრი, თუმცა არამგონია ის ნაკლებად ცნობილი იყოს ვიდრე NDI. მაგრამ იცით საინტერესოდ რა მეჩვენება? რატომ აქვს NDI-ში ოცნებას 18%, ხოლო აქ 42%? მესმის, რომ ნებისმიერ კვლევაში შეიძლება იყოს 3-5% სხვაობა, მაგრამ 24%-იანი სხვაობა 2 კვლევას შორის, რომელიც დროის ერთ შუალედში ჩატარდა? როგორც ხედავთ ოქსფორდის აზრით ნაცმოძრაობასას შემცირებული აქვს რეიტინგი, დაახლოებით 6%-ით. ეს 6% ჩემი აზრით რესპოდენტთა ის ნაწილია, რომელმაც ნაციონალების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, შიშის მოტივით.

კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვიცნობ ოქსფორდის კვლევის დეტალებს, მისი ჩატარებისა და საველე სამუშაოების ფაქტებს, ამ კვლევაზეც შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ შიში აქაც არის. ზუსტად იგივე არგუმენტები შეიძლება მოიყვანოთ აქაც, რომლებიც “არვიცი”-ის ეხება და ასევე ნაციონალებისთვის ხმის მიცემას გამოკითხვაში.

თუმცა მაინც დიდი სხვაობაა ამ ორ კვლევას შორის. საკმაო საუბარი შეიძლება ამ სხვაობის მიზეზებზე. მაგალითად მეტი ანონიმურობა, ინტერვიუერების ზუსტი მუშაობა და ა.შ მაგრამ ფაქტია ერთია რომ NDI-ის კვლევის შედეგები აბსოლიტურად არა ასახავს რეალობას.

ჩემი აზრით ამ 2 კვლევიდან გამომდინარე დღევანდელი რეიტინგები ასე გამოიყურება:

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s