ჩემი სტატიები

მე ვარ გზა…


2012 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი ცხოვრებისთვის და პიროვნებისთვის. 2012-ში მე 18 წლის ვარ, ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უკვე ვცდილობ მოვიწყო ისეთი ცხოვრება, სადაც ცხოვრება საინტერესო იქნება, არამარტო ჩემთვის, არამედ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

უკვე დამთავრდა პირველი კურსის სალექციო დრო. უკვე გამოცდებიც მქონდა, მხოლოდ 1 გამოცდა დამრჩა.
პირველმა კურსმა საინტერესოდ ჩაიარა, უფრო სწორად პირველმა სემესტრმა. ვგრძნობ, რომ ცხოვრებაში 1 ნაბიჯით წინ ვარ უკვე, ეს ბუნებრივია მახარებს, მაგრამ ამავე დროს ვდარდობ ჩემს სტუდენტურ ცხოვრებაზე.

აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ სტუდენტობამ იმედები გამიცრუა. ვერ გაამართლა სამწუხაროდ ვერცერთი თვალსაზრისით. ამ ყველაფერზე ვსაუბრობ პოსტში, რომელიც პირველი კურსის შესაჯამებლად დავწერე.

მინდა ვისაუბრო პოლიტიკაზეც, რომელსაც ასე აქტიურად აკავშირებენ ჩემს სახელთან ადამიანები. ბევრი  მეუბნება, რომ “რატომ ვარ პოლიტიკით დაინტერესებული”, მეუბნებიან რომ ჩემი ასაკი არ არის ადეკვატური ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან და შეხედულებებთან. მეტიც ზოგი დაცინვასაც არ იშურებს, მათ რიცხვში ზოგჯერ არიან ისინიც, ვინც მე ოდესღაც მეგონა, რომ ჩემს მიმართ საოცრად დადებითად იყვნენ განწყობილნი. 

დღეს ეს ადამიანები, დაცინვასა და ცინიზმს არ იშურებენ ჩემს მიმართ, არვიცი ეს რითია გამოწვეული, მაგრამ ფაქტია რომ დღეს მათი ეს რეაქციები, ჩემზე სულაც არ მოქმედებს და ცხოვრებას ისე ვაგრძელებ, როგორც ამას საჭიროდ ვთვლი, ვარ იქ სადაც ყოფნა სიამოვნებას მანიჭებს, მინდა ვაკეთო ის, რაც ბედიერს გამხდის, მასთან ერთად ვინც მიყვარს. 

ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას მეორე არგუმენტიც აქვს. მე ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტზე, სადაც  სოციალური მეცნიერებები ისწავლება. პროფესიაც შესაბამისი მაქვს major: პოლიტიკური მეცნიერებები, minor: ჟურნალისტიკა. შესაბამისად ჩემი პირდაპირი პროფესიაა სოციალური და პოლიტიკური საკითხებით დაინტერესება, რაც ჩემი ასაკიდან გამომდინარე ვფიქრობ კარგად სრულდება. მეტიც 18 წლის ასაკში გავიგე რას ნიშნავს პოლიტიკა, როგორ კეთდება პოლიტიკა და ურთიერთობები, ოღონდ არა წიგნებიდან ან აუდიტორიიდან, არამედ action-ში!

ვფიქრობ მათ ვისაც ჩემს გვერდზე ყოფნა უნდა, აუცილებლად უნდა მიმიღოს ისეთი როგორიც ვარ, ყველა უარყოფითი და ყველა დადებითი თვისებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიტიკა არ მიყვარს, შეიძლება 10 ადამიანიდან 3 მაკრიტიკებს, მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ დღეს… 

სულ რაღაც რამდენიმე დღეში 19 წლის ვხვდები… ამ წელმა ბევრი კარგი და ცუდი მოგონება დამიტოვა, მაგრამ საბედნიეროდ ამჯერად კარგი ცუდზე მეტი იყო. წელს ვისწავლე მოთმენა, ეს უნარი, რომელიც თითქოს ასე მაკლდა, ყოველშემთხვევაში ასე მეუბნებოდნენ ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, კრიტიკულ მომენტებში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის. სხვათაშორის მოთმინების უნარი პოლიტიკაში ყოფნამ გამომიმუშავა, აქვე ვისწავლე, მძიმე ემოციურ სიტუაციებში “თავის ხელში აყვანაც”.  წელს გავიგე, კიდევ ბევრი ახალი რამ ქალთან ურთიერთობისას, დავუშვი ის შეცდომები, რომელსაც ალბათ აღარასოდეს დავუშვებ… გავიგე საკუთარი შრომის, საკუთარი ფულის ფასი.

მე ჩემი ცხოვრების მე-18 წელს იმ გზის ნაწილად მივიჩნევ, რომელიც ეს ესაა ავტობანზე გადის, სადაც ათასობით მანქანა დადის. აქ მოქმედების მხოლოდ 2 ვარიანტია: ან სიჩქარეს არ უნდა მოუკლო, ან კი “გვერდზე” უნდა გადაიწიო…

Advertisements

19 thoughts on “მე ვარ გზა…

  1. shen chemi azri ici amaze:P sxva azris gamomxatvel adamins sheurawyopa arsdros miayeno tu gind dafasde 🙂 danarcheni kargi bichi xar 🙂 ubralod iset ragacas nu gaaketeb mere inano cxel gulze 🙂

    Like

    1. აქ სხვანაირი წესებია იზა 🙂 თუმცა ვაღიარებ ზოგჯერ მინანია რაღაცეები და მომავალშიც შეიძლება ვინანო, 🙂

      Like

    1. გმადლობ მაკო 🙂 ვცდილობ, რომ სწორედ ასე გავატარო ცხოვრების ეს ნაწილი….
      მიხარია რომ შენც ასე ფიქრობ ! )

      Like

  2. პოსტი კი წავიკითხე და ლოგიკურად რაღაც დასკვნებიც კი გამოვიტანე, მაგრამ მაინც ვერ გავიგე რაზე ლაპარაკობ. ეტყობა სხვა პოსტები უნდა წავიკითხო, ჰოდა სხვა პოსტები რომ არ წამეკითხა, დაგეწერა 1 წინადადებითაც, მოგეხსენებათ, მე ,,ქართული ოცნების” ლიდერის მრჩეველი გავხდი და ა.შ. 😀 😀 😀 😀

    Like

    1. რა დასკვნები გამოიტანე? 😀 საიდან დაასკვენი ის ბოლო წინადადება? 😀

      Like

      1. ჰეეე, სახალისო მაგალითი მოვიყვანე, თვალსაჩინოებისთვის 🙂 🙂 🙂

        Like

      2. ნამდვილად არ მიკვირს ეგ ამბავი. 🙂 ისე კი, რომელიმე მხარეს თუ მიეკერძოვე, ეგ სულაც არ მოუხდება შენს პოლიტოლოგიას. არ გითხრა მაცაბერიძემ? 😀 😀

        Like

      3. მაცაბერიძეც რომ შეიძლება მიკერძოებული იყოს დღეს ისეთი ვითარებაა საქართველოში იცი? 😀

        Like

      4. და მაინც, ბალღები ვართ, მომაბალ ობიქტურობას უნდა ჩავუყაროთ საფუძველი. 🙂 🙂

        Like

      5. გეთანხმები, მაგრამ მაგას მხოლოდ მაშინ ექნება შედეგი, როცა მეტნაკლებად სამართლიან სახელმწიფოში მაინც ვიცხოვრებთ 🙂

        Like

      6. კარგი, გახდი ბატონო სუბიექტური! 25 წლის ასაკში მერამდენედ შეიცვლი პოზიციას? 🙂

        Like

      7. ოო სუბიექტურობა აზრის ცვლილებასთან რა კავშირშია?

        ისე ლოგიკას გადაუხვიე მგონი, მეუბნები რომ 1-1 მხარის მრჩეველი ხარო და თან სუბიექტური რატომ ხარ?

        მე არც სობიექტურობას ვადასტურებ და არც ობიექტურობას სიმართლე რომ გითხრა :))

        Like

      8. არ გადამიხვევია, თუ რამეს მიეკერძოვე, ე.ი. დაკარგე ობიექტურობა. მაგრამ საქმე ისაათქო, რომ დიდი შანსია ესეც არ იყოს მყარი. რადგან ამისთვის ახლგაზრდა ხარ ზედმეტად. ამიტომ გკითხე 25 წლის ასაკში მერამდენე აზრს გამოიცვლითქო. იმედია ცუდად არ მიგებ ამას და იმედია არც იმას ფიქრობ, რას გადაეკიდა ამ ჩემ ასაკსო. 🙂 🙂

        Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s