ჩემი სტატიები

თიბისი ბანკის Fatal Fail-ები


მიუხედავად ქვეყნის უდიდესი წარმატებისა, დემოკრატიული ინსტიტუტების აყვავებისა, 100 ახალი საავადმყოფოს გახსნისა, გზებისა და ფასადების რემონტისა და ბოლოსდაბოლოს 2003-ში ვინმე იყო თქვენგან დაზღვეული?, ან კიდევ ის დრო გახსოვთ ხალხს რომ შუქის მოსვლა უხაროდა? დღეს ქართული ბანკების მდგომარეობა სავალალოა. შეიძლება ითქვას ბანკები პირდაპირ ყაჩაღობაზე არიან გადასულები, არა ეს ჩემზე უკეთ იცის იმ ასი ათასობით მოქალაქემ, ვინც სახლები დაკარგა ბანკების გამო, ვინც 140%-ით მეტს იხდის 300 ლარიანი ტელეფონის განვადების გამო და ბოლოს ლიბერთი ბანკის კლიენტებმა.

მაგრამ ამ პოსტში მინდა თიბისი ბანკის მომსახურების ხარისხზე ვისაუბრო. ცისფერი ბანკში, როგორც ჩანს მთლად ყველაფერი ცისფერ ფერებში როდია…

ღამის 4 საათია, ვრეკავ თიბისი ბანკის call ცეტრში, ვეუბნები ჩემს პრობლემას : დაახლოებით საღამოს 11 საათზე, თიბისი ბანკის მოდულით გადავიხადე serv.ge-ს გადასახადი, რომელიც ითვალისწინებდა ჩემს სახელზე რეგისტრირებული ინტერნეტ საიტის ჰოსტინგის მომსახურებას. გადახდა განვახორციელე თიბისი ბანკის მასტერქარდ ბარათით. მაშინვე მომივიდა სმს, რომ ტრანზაქცია წარმატებით შესრულდა და ანგარიშიდან ჩამომაკლდა თანხა 7 ლარის ოდენობით. თუმცა არ მომსვლია serv.ge-დან ინვოისის გადახდის დამადასტურებელი შეტყობინება. ხოლო რამდენიმე საათში მომდის შეტყობინება, რომ ჩემი საიტი გათიშულია გადაუხდელობის გამო.

ზარს პასუხობს ვინმე თიბისის ოპერატორი ვინმე რეზო იმნაძე, ნამძინარევი ხმით. ძალიან არ მესიამოვნა, როცა ვიღაც როხროხა ტიპმა მთქნარებით მიპასუხა ტელეფონზე. ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი მობილურით ვრეკავ და იქნებ დამირეკოთ მეთქი, რომ გამარკვიოთ რა ხდება, თანხა გადავრიცხე და არ ჩაირიცხა, გამოდის რომ აორთქლდა მეთქი.

რეზიკო ოპერატორი: თქვენ ვერ რეკავთ?

მე: ვერა მობილურიდან ვრეკავ, სახლის ტელეფონი კი არ მაქვს.

რეზიკო ოპერატორი: კარგი ხო, დაგირეკავ.

გადის 5 წუთი, 10 წუთი. არავინ რეკავს…

ძალიან გავბრაზდი და ხელმეორედ დავრეკე. ზუსტად 5 წუთი მოვანდომე 1 გოგოშკა ოპერატორთან საუბარს, რომელმაც იცით რა მითხრა? თურმე რეზიკომ ორჯერ სცადა ჩემთან დარეკვა 5 წუთის განმავლობაში და მე არ ვიღებდი. მეღადავებოდა უკვე გოგოშკა 🙂

ბოლოს მითხრა, რომ ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ დამეხმარებოდა, რადგან არ იცოდა სად წავიდა ჩემი თანხა. მითხრა დღე დარეკეო და გამითიშა.

მოკლედ დავრჩი ასე გაურკვევლობაში.

დღეს დილით თიბისიში მივედი, ოპერატორმა მითხრა, რომ ვერაფრით დამეხმარება და მითხრა ისევ call ცენტრში დამერეკა, თუმცა აქაც საინტერესო დეტალი, ჩვენ ტელეფონები გათიშული გვაქვს და შენ დარეკეო! კაი ხო, დავრეკე. ახალმა გოგოშკამ 10 წუთიანი “რკვევის” შემდეგ მითხრა, რომ 1 კვირაში გაირკვეოდა სად წავიდა ჩემი 7 ლარი.

მოკლედ ამ ინციდენტის შემდეგ სერიოზულად დავფიქრდი თიბისი ბანკში ანგარიშების განულების საკითხზე, იმასაც თუ გავითალისწინებთ, რომ ამ ბანკში ანაბარიც მაქვს, საკმაოდ ცუდათ აისახება ეს ჩემსა და თიბისის ურთიერთობაზე…

მართო ლამაზი გოგოები ოპერატორებად, თურმე ვერ უზრუნველყოფენ ბანკის გამართულ მუშაობას, არც როხროხა მამრი ოპერატორი არის ცისფერი ბანკის იდეალური სავიზიტო ბარათი!

Advertisements

One thought on “თიბისი ბანკის Fatal Fail-ები

  1. ასეთი პრობლემა არასდროს მქონია თიბისისთან, რაც შეეხება რეზიკოს ნამძინარევ ხმას, რამის 4 საათზე ადამიანები მუშაობენ თუნდაც ბანკში და არა რობოტები…

    რაც შეეხება არ დარეკვას და შემდეგ ამ პრობლემაზე არ ჩაღრმავებას,ეგ თუ ეგრე მოხდა ნამდვილად უნდა გაგესაჩივრებინათ უფრო მაღალი დონის მენეჯერთან.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s