ჩემი სტატიები

როცა გეშინია არ დაკარგო…


ეს დღეებია რაღაცნაირად ვარ… არც მიკვირს, დაღლილობა თავისას შვება. ამას დამატებული ნერვიულობა. შედეგიც სავალალოა, რამდენიმე დღის წინ დედაჩემი დავცოფე, სრულიად უმიზეზოდ თან, შარი მოვდე სახლში მოსულს შეკითხვები რატომ დამისვა. მერე მივხვდი, რომ სულელურად მოვიქეცი და კი ვინანე…

რამდენიმე დღის წინ, კიდევ სხვა ადამიანებთანაც ცუდათ მოვიქეცი… საბედნიეროდ ამას მერე კი ვხვდები. თუმცა სულ ასეთი არ ვარ. და ვინც მგრძნობს ის იმასაც მიხვდება რატომ ვარ ასე. საბედნიეროდ ასეთები არიან ჩემს გარშემო.

მე ის ადამიანი ვარ, ვისაც მიზეზების ძიება უყვარს, მეტიც ამაში ხელოვნებას ხედავს. ალბათ, ამიტომაც მაქვს minor სპეციალობად ჟურნალისტიკა. ხოდა ჩემს, ასე ყოფნასაც თავისი ახსნა აქვს. 

 

არაერთხელ მსმენია ასეთი სიტუაცია: მიყვარს, მაგრამ მეშინია არ დავკარგო… რას ნიშნავს ეს? მამაკაცურ სიმხდალეს, რისკის დონის შემცირებას ბედნიერებისთვის, თუ მომავალზე გათვლილი ურთიერთობის აწყობას? იცით ასეთ მდგომარეობაში ვინ არის? აი, ვინმე რომ მოწონს, ან უყვარს და ვითომ მეგობრობს, ვითომ იმასთან კარგად ურთიერთობს, ვითომ იმის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანია, მაგრამ რეალურად ასეთი ურთიერთობები არაფრისმომცემია, გარდა გულისტკენისა და იმედგაცუებისა. 

ამას მაშინ მივხვდი, როცა თავად აღმოვჩნდი მსგავს სიტუაციაში. პრინციპში შეიძლება ითქვას პირველად. სიმართლე რომ ვთქვა გარშემო ბევრი გოგო მომწონს, თუმცა მათ ყოველთვის კატეგორიებად ვყოფდი: ის ვინც უბრალოდ ერთი შეხედვით მომეწონა, რამდენიმე კომპლიმენტი ვუთხარი და ვსიო მორჩა ამით ყველაფერი და მეორე ნაწილი, რომლითაც შესაძლოა დავინტერესდე უახლოს მომავალში. პირველი კატეგორიის გოგოებზე ფიქრით ჩემი ტვინი მათი გაცნობიდან მაქსიმუმ 10 დღით არის დაკავებული, მინიმუმ კი 1 2 დღით.  ხოლო იმ კატეგორიაზე ფიქრში, რომლითაც დაინტერესებული ვარ შეიძლება წლები დავუთმო. ამას თანდათან ვხვდები, რაც ვიზრდები. ასე, რომ სულაც არ ვთვლი თავს მექალთანედ!

მაინც რატომ უნდა გეშინოდეს დაკარგვის? დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ხარ: მასთან ახლოს ხარ, ჩვეულებრივ ურთიერთობ. მაგრამ შენ ეს არ გაკმაყოფილებს, რადგან ის გიყვარს და გინდა, რომ მასთან ბევრად ახლოს იყო. რეალობა კი სხვაა – საშინელი რეალობა, რომელიც გაკომპლექსებს და ერთ საღამოსაც თავი ყველაზე უბედური ადამიანი გეგონება. ხვდები რომ წააგე, მაგრამ არც უკან გამოსასვლელი გზა არსებობს. 

წააგე..! მაგრამ არა იმიტომ რომ ის შენი არ არის, დამარცხდი იმიტომ, რომ შენ მასთან მეგობრობა არ შეგიძლია!  ამას ყველაზე მეტად მაშინ გრძნობ, როცა მასთან ხარ, ელაპარაკები და შემდეგ შორდები…  

იმედია არავის გაუჩნდება კითხვა “რატომ?” 🙂 

Advertisements

3 thoughts on “როცა გეშინია არ დაკარგო…

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s