პოლიტიკა · ჩემი სტატიები

ჩემი პირველი არჩევანი – 41 ერთხმად!


წლების განმავლობაში გვატყუებდნენ, რომ საქართველო ვითარდებოდა. თითქოს აქ შენდებოდა სახელმწიფო, რომელიც სინგაპურისა და დუბაის გვერდზე უნდა დამდგარიყო საკუთარი ეკონომიკური განვითარებით, ხოლო სამხედრო პოლიტიკით ისრაელისთვის არ უნდა დაედო ტოლი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ნაციონალური დაპირებების თეორიის მიხედვით საქართველო უნდა გაერთიანებულიყო, მინიმალური პენსია 100$ უნდა გამხდარიყო, ხოლო მნიშვნელოვნად გაზრდილიყო მოქალაქის საშუალო შემოსავალი. საქართველოს დემოკრატიის შუქურად გადაქცევას პირდებოდნენ
ვარდების რევოლუციის დროს საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი დაახლოებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ვარდების რევოლუციიდან 9 წლის შემდეგ ქვეყანა საგარეო პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება. დაკარგა ნატოში გაწევრიანების შანსი. შეჩერდა “ნაბუკოს” – ევროპის გაზით მომარაგების ახალი კავკასიური პროექტი. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%, თუმცა აქ ახალი დეტალებია, საერთაშორისო ჩარევით აქედან გასული რუსი სამხედროები, ისევ უკან დაბრუნდნენ და უკვე ლეგალურად დგანან თბილისიდან 30 კოლომეტრში. დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი და ქვეყანას 20 000 ახალი დევნილი ყავს. ომის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი ჯარისკაცი, 2000 კი დასახიჩრდა. რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, საქართველო კი დამარცხდა.
საქართველოს სტრატეგიული ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთი ფლობს, ქართულ ეკონომიკაში რუსული კაპიტალის მოცულობა გაცილებით დიდია ვიდრე ეს 2003 წლამდე იყო.

პენსია 100 ლარს შეადგენს, ხოლო 1 მილიონი ქართველი დღეს სიღარიბის უკიდურეს ზღვარს მიღმა იმყოფება. გაჭირვების გამო ჩვენს თანამემამულეებს ოჯახის რჩენა უკიდურესი დაბრკოლებების ფონზე უწევთ, მიდიან რა არალეგალურად საზღვარგარეთ.
ქვეყანაში ავტორიტარიზმი მძვინვარებს, 2007 წლის შემდეგ სასამართლომ სარჩელთა მხოლოდ 0.2% გაამართლა. 30 000-მდე პატიმარს დღეს საქართველოს ციხეებში არაადამიანურად ექცევიან და ამ მოპყრობით სიკვდილთან აახლოებენ.
საქართველოში პოლიცია, მეხანძრე, ექიმი, სპეცრაზმელი, მეეზოვე, დროშა და სხვებიც 1 კაცის იდეოლოგიაში არიან თავმოყრილნი. მათ პარტია ქვიათ. სახელმწიფოს უკიდურესი ნაციონალიზაცია – ეს ნაციონალების ხილია.
აქ არ გაქვს მომავალი ახალგაზრდას თუ არ ხარ პარტიის წევრი.

2012 წელს საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალია 18 მილიარდი აშშ დოლარია.

ეს არის ნაციონალური მოძრაობა – მიხეილ სააკაშვილი
მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არის

ადამიანი, რომელმაც საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული ქვეყნის აღმშენებლობაში ჩადო. რაც დღეს გარშემოა, დაწყებული პოლიციითა და დამთავრებული სახანძროს მანქანებით, სკოლებით, უნივერსიტეტით, თეატრებისა და ბაღების ჩათვლით ერთი კაცის გაკეთებულია.
ეს კაცი ამბობს, რომ მისი ქველმოქმედება არასწორად იხარჯება, მიუხედავად 2.8 მილიარდიანი დახმარებისა, მოქალაქეები კვლავ მძიმე მდგომარეობაში არიან. ამიტომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, რადგან ქართველების მდგომარეობა გაუმჯობესდეს, შეიქმნას ეროვნული ბაზარი, ხელმისაწვდომი განათლება და ჯანდაცვა. ჩაიდოს მილიარდობით ინვესტიცია სოფელში, რადგან გლეხმა შექმნას პროდუქტი.
ბიძინა ივანიშვილი გარანტია რუსეთთან ურთიერთიერთობების დარეგულირების და რუსული ბაზრის დაბრუნების, რომელიც ასე მნიშვნელოვანია გლეხის მიერ შექმნილი პროდუქტის გაყიდვისთვის. იგი საქართველოს სამართლიანობის აღდგენას ჰპირდება. ახალგაზრდის სწავლის დაფასება და ახალი სამუშაო ადგილები მისი პროგრამის მთავარი დაპირებაა.

ბიძინა ივანიშვილი წარმატებული მილიარდერია, რომელმაც საკუთარი შრომით 6 მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალი დააგროვა.

კარგად შეადარეთ ეს 2 კაცი, ერთი შავია და მეორე თეთრი. არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია..
მე ხვალ როგორც საქართველოს მოქალაქე პირველ არჩევანს გავაკეთებ. როცა საარჩევნო ყუთში ჩემს ბიულეტენს ჩავაგდებ ძალიან კმაყოფილი ვიქნები, რადგან უკვე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანს ჩემი და ჩვენი ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ ვაკეთებ.
ნუ გაფლანგავ შენს ხმას უაზროდ, ნუ დაუჭერ მხარს ფსევდო ოპო პარტიებს: ქდმ, ლეიბორისტები,  ახალი მემარჯვენეები და სხვები. რადგან ეს პარტიები ბარიერსაც ვერ გადალახევენ და არც რეალურ ცვლილებებს გპირდებიან. წადი ხვალ არჩევნებზე და ხმა მიეცი შენს მომავალს, ისევე როგორც ამას მე ვაკეთებ…

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s