პოლიტიკა · ჩემი სტატიები

ჩემი პირველი არჩევნები


1 ოქტომბერს ჩემი პირველი არჩევნები იყო. უკვე 19 წლის ვარ და ხმა პირველად მივეცი. მიუხედავად იმისა, პირველი არჩევნები იყო, ამ ყველაფრით დაახლოებით 15 წლიდან ვარ დაინტერესებული.

ხმა რუსთავში მივეცი, რადგან აქ ვარ ჩაწერილი. შემდეგ კი გარდაბნის რაიონში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო, დამკვირვებლის სტატუსით 10-ზე მეტ საარჩევნო უბანზე ვიყავი. დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დარღვევა დავაფიქსირე, რომელიც მე სერიოზულად არ ჩავთვალე. მაგალითად: საარჩევნო კაბინებში 5-იან შემოხაზული სანიმუშო ბარათები. დავაფიქსირე საინტერესომ რამ – სოფელ ქესალოს უბანზე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო – იმავე შენობაში არსებულ სკოლის დირექტორი, რომელთანაც შეხვედრა ადრეც მქონია. ეს ადამიანი ხალხს ამზადებდა პრეზიდენტთან შეხვედრაზე წასაყვანად.

კიდევ ერთ უბანზე ადამიანები ხმას აძლევდნენ ყალბი პირადობის მოწმობით. ამ დროს უბანზე უცხოელი დამკვირვებლებიც იყვნენ, რომლებიც ჩემთვის სრულიად წარმოუდგენლად და არაადეკვატურად იქცეოდნენ. ნაცვლა იმისა, რომ მათ ეს საკმაოდ სერიოზული დარღვევა დაეფიქსირებინათ, iPhone-ებით მომარჯვებულები უბანზე იმას არკვევდნენ a დამკვირვებელს რატომ ეკეთა წითელი დოკუმენტი და b დამკვირვებელს, რატომ ეკეთა ლურჯი ან მწვანე დოკუმენტი.
ასე რომ, ნურავის ექნება ილუზია და რაიმე იმედი, რომ უცხოელი დამკვირვებლები რეალურად ქართულ არჩევნებში გარდამტეხ როლს შეასრულებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ნაც. კოორდინატორები უბნებს გარეთ ელოდნენ მომხრეებს და ფურცლებში მოსულებს “აპლიუსებდნენ” სერიოზული “კარუსელის” მოწყობა მაინც ვერ მოახერხეს ვერსად. თუმცა იყო ამის ცალკეული შემთხვევები.

საღამოს 7 საათზე მე და ჩემმა ჯგუფმა გავიგეთ, რომ მარტყოფის 33-ე უბანზე აპირებდნენ 1200-მდე მაჟორიტარული ბიულეტენის ნაც.მოძრაობისთვის მიწერას აპირებდნენ. 8 საათისთვის უკვე ამ უბანზე ვიყავი. მომდევნო 11 საათი კი, აქვე ხმების დაცვასა და გაყალბების ხელშეშლისთვის ბრძოლაში გავატარე. უბანზე ვაზიანის სპეც.უბნის ხმები მოიტანეს, კანონით უნდა დათვლილიყო პროპორციული ხმები, მაჟორიტარული კი არა. ეს გადაწყვეტილება მიიღო უბნის თავმჯდომარემაც და სპეც.უბნის მაჟორიტარული ბიულენეტები თვლიდან ამოიღო. მაგრამ ამ დროიდან მასზე დაიწყო წარმოუდგენელი ზეწოლა. პირველი მოძალადა გარდაბნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე იყვნენ. რომლებიც უბანზე შემოიჭრნენ და პირდაპირ მოუწოდებდნენ კომისიის წევრებს, რომ დროზე გაეკეთებინათ ის, რაც საჭირო იყო. შემდეგ ცესკოს მაისურში გამოწყოფილი კუდის თანამშრომელი მოვიდა. უბნის თავმჯდომარემ ზეწოლას ვერ გაუძლო და გადაწვეტილება რამდენჯერმე შეცვალა. მიუხედავად ჩვენი დარწმუნებისა, რომ პასუხს აგებდა ამისთვის მან მაინც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და კოლოსალური შედეგით ქართული ოცნების მიერ მოგებული უბანი, ასევე სასტიკად წააგებინა. ამ დროს საარჩევნო უბანი ალყაში იყო კუდის ადგილობრივი ზონდერებით. თუმცა ჩვენმა აქტიურმა რეაგირებამ ეს ყველაფერ დააფიქსირა და ეს უბანი ალბათ გაუქმდება. მაგრამ რა ასეთი რამდენი უბანი იყო?!

ბოლოს მახსოვს ისეთი მშიერი ვიყავი მცირე წყალი და საჭმელი მენატრებოდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი ყველაფრით. ჩემთვის არჩევნები 2 ოქტომბერს დილის 7 საათზე დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ “შიგნიდან” ვნახე, როგორ “კეთდება” ქართული არჩევანი, რაც დიდი გამოცდილება იქნება მომავალში…
მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი არჩევანის დაცვაშიც მონაწილეობა მივიღე და მეტიც – ამ არჩევანმა ახალი ხელისუფლება მოიყვანა საქართველოში!

ეს კი ამ უბანზე არსებული სიტუაციის მიმოხილვა:

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s