პოლიტიკა · ჩემი სტატიები

ახალი პოლიტიკური რეალობა და მომავლის ნაციონალური ჩანასახი


ჩვენს ქვეყანაში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. ალბათ მთელი განსაკუთრებულoბა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალა. ჩვენი პოლიტიკური ისტორიის მიმოხილვისას, მართლაც უპრეცედენტო ფაქტთან გვაქვს საქმე. ეს ერთის მხრივ კოალიციური ოპოზიციური ძალის სწორი პოლიტიკური მოქმედებას, მეორეს მხრივ კი ქართველი ხალხის ურყევ ნებას – სვლას ცვლილებებისკენ შეიძლება მივაწეროთ.

ვინც არ უნდა თქვას, ნაციონალები ხელისუფლებაში მაინც რჩებიანო, ფაქტია რომ პარლამენტში უმრავლესობას ახალი ხელისუფლება ფლობს, მინისტრთა კაბინეტიც რამდენიმე დღეში ახლიდან დაკომპლექტდება და რაც მთავარია მთავრობას სათავეში პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება.

2012 წლის 8 ოქტომბერს, ზუსტად 1 წლისა და 1 დღის შემდეგ, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის განცხადება გააკეთა ახალი მთავრობის კაბინეტის სავარაუდო წევრები დაასახელა და თუ კანდიდატურებს გადავხედავთ, მგონი დროში გაწერილი და გეგმაზომიერი პროცესების დაწყების წინაპირობა არსებობს. რას ნიშნავს ეს? ივანიშვილი აპირებს ოცნებადქცეული საკუთარი საარჩევნო დაპირებების შესრულება უმალვე დაიწყოს.

რას აკეთებს ამ დროს ნაციონალური მოძრაობა? ამის გარჩევაა ამ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. თითქმის გაკოტრებულმა პარტიამ არჩევნების ბოლოს აქცენტი რეგიონებზე გააკეთა, შესაბამისად საკუთარი “საარჩევნო ტექნოლოგიებიც” რეგიონებში გამოსცადა. ამის ნათელი გამოვლინებაა მძიმე ბრძოლები რეგიონალურ ოლქებში მაჟორიტარის მანდატებისთვის. ვერ ვიტყვი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არც იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ არჩევნები ძალიან გაყალბდა. ჩემი აზრით გაყალბების მასშტაბი დაახლოებით 5-10% იყო. გაყალბების სქემა ყველაზე აქტიურად ზუგდიდში მუშაობდა, შემდეგ კი ყველგან სადაც ქართული ოცნებისა და ნაც.მოძრაობის მაჟორიტარებს შორის მცირე სხვაობა იყო. გაყალბება ხდებოდა სამხედრო სპეცუბნების მეშვეობითაც. თუმცა აქვე ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ საზოგადოებამ უდიდესი თვითშეგნება გამოამჟღავნა, რასაც საკუთარი ხმის დაცვა ერქვა. ჯერ კიდევ საარჩევნო უბანზე ვიყავი, როცა მატყობინებდნენ, რომ ხალხი სხვადასხვა ქალაქში, საარჩევნო უბნებზე ხმების დასაცავად იბრძოდა, უბნების დახურვის შემდეგ. ამის გამო მოხდა ის, რომ ნაც.მოძრაობის მნიშვნელოვანი გეგმა ჩავარდა. თუმცა ამ მასშტაბით ცესკომ ხელისუფლებას 40% დაუწერა ამ უკანასნკელმაც კი  თავი ოპოზიციად გამოაცხადა. მეტიც გამარჯვებულ “ქართულ ოცნებას” მთლიანი სამთავრობო კაბინეტი დაუთმო. თუმცა რჩება კიდევ რაღაცეები… მაგალითად: ხელისუფლების მაღალი რგოლის წევრები, რომელმაც კარიერა უმაღლესი პოლიტიკური რეიტინგით დაიწყეს, დღევანდელი რეალობით შესაძლოა გაკოტრებულის სტატუსით წავიდნენ ქართული პოლიტიკიდან, დათმობს კი ასე ადვილად პოზიციებს სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც წლებია ოპოზიციისთვის ძალის პრიმატისა და რკინის იმიჯის მქონედ ითვლებოდა?!
ჩემი აზრით 40%-იანი პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის დათმობით, უკვე ყოფილმა ხელისუფლებამ, სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობაში ახალი მანევრები დაიწყო. ამის მთავარი მიზანი ალბათ გაკოტრებული რეიტინგის პირობებში ხელისუფლებაში ნაწილობრივ დარჩენის მცდელობა, მეორეს მხრივ კი დასავლეთში ვარდოსნების უკვე საკმაოდ შერყეული დემოკრატიული იმიჯის რეინკარნაციის სურვილია, რაც ერთის მხრივ სექტემბერის ბოლოს გავრცელებული ვიდეოების, მეორეს მხრივ კი ივანიშვილის დასავლელი პარტნიორების კარგი მუშაობის შედეგია. ამ ვარაუდს ამყარებს რუსი პოლიტოლოგის ალექსეი არბატოვის განცხადება, რომ სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები კაპიტულაციას ასე ადვილად არ აცხადებენ, მისი თქმით ნაციონალური მოძრაობა მთელ დარჩენილ რესურსებს პოზიციების გასამყარებლად და ძალების აღსადგენად გამოიყენებს(წყარო).

რა ბერკეტები რჩება ოპოზიციონერად ქცეულ პრეზიდენტს? მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ის ნიშნავს და ანთავისუფლებს რეგიონალურ გობერნეტორებს, მეტიც ადგილობრივ თვითმართველობებსა და საკრებულოებში ის მნიშვნელოვან კვოტებს ფლობს.
გადავხედოთ მათ ბოლო გადაწყვეტილებებს, რომელიც ახალი მთავრობის შეკრებამდე პრეზიდენტის სპეციალური დეკრეტით განხორციელდა:

1) პრეზიდენტმა 2 დღის წინ, პრეზიდენტმა გენ. შტაბის უფროსად გიორგი კალანდაძე დანიშნა (ვიდეო)

2) საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ჩააბარა. (წყარო)

3) თბილისის მერია ახალ დაცვის სამსახურს ქმნის, რომლებიც მერიის ობიექტებს და მერს დაიცავს. მიუხედავად იმისა რომ განმარტებები გაკეთდა, ჩემთვის ამ სამსახურის შექმნის მიზანი კვლავ ბუნდოვანია (წყარო)

არვიცი რამდენად რეალურია ნაციონალური რევანში, იმ პირობებში როცა ახალი მინისტრთა კაბინეტი მუშაობას წინასწარ დაანონსებული სოციალური შეღავათების ფონზე იწყებს და ამის პარალელურად ხელისუფლების მაღალი რანგის წევრები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ, თუმცა ეჭვი მაქვს ახალი ოპოზიცია კვლავ ეცდებიან დაკარგული ძალაუფლების აღდგენას, ამისთვის მათ ერთთვიანი შუალედი ექნებათ 22 მაისიდან – 22 ივნისამდე, როცა კონსტიტუციით მინიჭებული ვადებით პარლამენტის არჩევასა და პრეზიდენტის გადადგომას ორი 6 თვიანი შუალედი დააშორებს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s